Friday, December 9, 2011

Life is easy with eyes closed

  მაპატიეთ რომ დაგივიწყეთ, ვერ ვიცლიდი უბრალოდ, ხან შუალედურები ხან რა და ხან რა, მოკლედ ერთი სიტყვით მიზეზები არ ილევა...
    ბევრი არაფერი მომხდარა, უბრალოდ მე დამიგროვდა ემოციები...
   გარშემო ყველას წუწუნი მესმის, მაგრამ მათ შორის ყველაზე ბევრს მე ვწუწუნებ.. მოდი ერთ შესწორებას შევიტან. როდესაც რაღაცა ძალიან მაწუხებს სულ ვლაპარაკობ იმაზე, რომ ცოტა შევიმსუბუქო მდგომარეობა, მინდა ვიღაცამ მხარი დამიჭიროს, ამიბას, მაგრამ ამის მაგივრად მესმის: "გეყო წუწუნი". ნუთუ არ შეუძლია ვინმეს ცოტა ხნით ამიტანოს, არა ამას დედაჩემზე კარგად ვერავინ აკეთებს..
  არ მიყვარს ვინმეს რომ მადარებენ, იმ მომენტში ალბათ ვინმეს მივახრჩობ, ამის სურვილი კი ამ ბოლო დროს ძალიან ხშირად მაქვს... საქმე ისაა, რომ ყველა რაღაცას ჩამციჩინებს, ყველას რაღაცა უნდა, მე კიდევ მართლა არ ვიცი რა ჯანდაბა მინდა ამ ცხოვრებაში და საერთოდ როგორ გავაგრძელო და რა ვქნა, როცა ჩავამთავრებ ამ წელს... ჰო ვიცი ერთი ეტაპი მთავრდება, მეორე იწყება და ბლა ბლა ბლა, მაგრამ ასეთი არეული ჯერ არასდროს ვყოფილვარ, აზრებს ძალიან ხშირად ვიცვლი, არადა ყოველთვის ვიცოდი რა უნდა მექნა, ყოველთვის მქონდა მიზანი, მაგრამ ახლა მართლა აღარ ვიცი არაფერი.
 ჩემს მეგობარს რომ ჰკითხო ხანდხან ძალიან უხეში ვარ, მაგრამ რა ვქნა თუ ისიც მიშლის ნერვებს, მეც ხო ვიტან მის უარყოფითებს. სულ იმას მეუბნება, რომ მისი ოცნებაა კაფე ჰქონდეს, მერე უცებ მომიბრუნდება და მეტყვის, არ გინდა ერთად გავაკეთოთ? მაგრამ ის მისი ოცნებაა და არა ჩემი... მე არ მინდა არა, მე თვითონაც არ ვიცი რა მინდა... უბრალოდ დავიღალე ყველაფრით... ხანდახან მართლა ცუდად ვპასუხობ, მხოლოდ იმიტომ რომ მბეზრდება ეს უაზრო დიალოგები, ალბათ იმიტომაც რომ განვიცდი ყველაფერს, მაგრამ არ ვარ ეს უხეში... რა ვქნა თუ ვერ გამოვხატავ სიყვარულს ისე ძალიან, არადა ვთვლი რომ საკმარისად კარგად ვაკეთებ ყველაფერს.. არ შეიძლება ვიღაცამ მხოლოდ გარედან არ შეაფასოს?
 დღეს მთელი დღე ძალა გამოცლილივით ვეგდე დივანზე, უაზროდ ჩემთვის, გარეთ გასვლა არ მინდოდა საერთოდ, დაქალმა გამათრია ძალით, ახლაც ასე ვარ...არც დეპრესიაში ვარ, არც რამე მჭირს, უბრალოდ ვარ ასე...
 ხანდახან ისე მეზიზღება ჩემი ხასიათი მინდა გავქრე საერთოდ... ან გავაქრო, დავხიო, დავგლიჯო ასეთი "მე"... შეიძლება პრობლემა იმაშია, რომ ძალიან ძალიან ბევრს ვფიქრობ ან ზედმეტად ემოციური ვარ... თურმე არც ისეთი სრულყოფილი ვარ, მაგრამ ვინ არის რო?
  უზომოდ მინდა წავიდე სადმე შორს, ისეთ ქალაქში სადაც არ მიცნობენ, მაგარი გრძნობაა... მარტო, სულ შენთვის.. ხანდახან ისე მიტევს ეს გრძნობა, ლამისაა ფეხით დავადგე გზას... ოდესმე ავიხდენ ოცნებას...
და ბოლოს:
Life is easy with eyes closed, misunderstanding all you see.. ♥

Saturday, November 26, 2011

It's snowing !

      დღე ძალიან ჩვეულებრივად დაიწყო. არა, დილით არ გამეღვიძა, შუადღეს, ისიც ძლივს ავდექი.. ცოტა წავიმეცადინე... მთელი დღე თოვდა, მაგრამ არც მიმიქცევია ყურადღება, შეუძლოდ ვიყავი ცოტა, გავცივდი მგონი...
     ღამე ავტყდი გარეთ გავიდეთთქო... ჩემს დას ეზარებოდა, მაგრამ მეგობარს დავურეკეთ და წავედით ჩვენ სამნი. საერთოდ ზამთარი არ მიყვარს, სიცივე, დაცარიელებული ქუჩები, სულ სახლში, ნაცრისფერი დღეები, მოღუშული ცა,

Wednesday, November 23, 2011

წითელი "კურტკა", ეიფელი და ტკბილი მოგონებები

    არ გეგონოთ რომ აქ რაიმე ბრენდის განხილვას ვაპირებ, ან პარიზზე მოგიყვებით.. ეს ამბავი ორ მეგობარ გოგოზეა, ვიცი ბევრი ამ ისტორიას მიხვდება, ბევრი უბრალოდ დაიბნევა, მაგრამ ჩემმა გერმანიაში მყოფმა მეგობარმა გამახსენა ეს ყველაფერი და შევეცდები თქვენც მოგიყვეთ...

Thursday, November 10, 2011

What Goes Around, Comes Around

     არც კი ვიცი როგორ დავიწყო, ან რა დავწერო. ახლა ვხვდები რომ ყველაფერი ხდება ცხოვრებაში... ადამიანები კარგად უნდა დაფიქრდნენ სანამ სხვებს გულს ატკენენ, თან ძალიან კარგად, იმიტომ რომ შეიძლება ანალოგიური სხვამ თქვენც გაგიკეთოთ. ამ ქვეყნად არავინ რჩება დაუსჯელი. ვიცი ეს ბანალური ფრაზები ალბათ ათასჯერ მოგსმენიათ, მაგრამ ათაასმეერთედაც წაიკითხეთ...
     ამ საკითხზე იმიტომ დავიწყე წერა, რომ დღეს ფეისბუქში წერილი მომივიდა,

Thursday, November 3, 2011

Sweet Autumn

   შემოდგომის ბოლო თვეა, ვერც ვიგრძენი ისე გავიდა დრო.. ვგიჟდები ისე მიყვარს გადაყვითლებული ქუჩები, შემოდგომის წვიმის სურნელი, თბილი მზე... რაღაც რომანტიკულ განწყობაზე მაყენებს.. არა, არც ცივი ამინდები არ მიყვარს, არც მარტის სიგიჟეები და მისი არეული დღეები, არც მწველი მზე, შემოდგომა მიყვარს, როდესაც ცდილობ სულ მზეს მიეფიცხო, რადგან ჩრდილში გცივა, ხანაც ამინდების სწრაფი ცვალებადობა, უცებ რომ მოიღრუბლება, შენ კი ზიხარ სახლში, ყავით ხელში, წიგნს კითხულობ ან ლეპტობს ჩაჰკირკიტებ... თუ

Monday, October 31, 2011

Weekender–ანუ როგორ აღმოვჩნდი ფილმის გადასაღებ მოედანზე

     ეს ამბავი ძალიან ცოტამ თუ იცის. არც მახსოვდა სანამ ფილმი არ გამოვიდა. ყველაფერს თავიდან დავიწყებ.
  დაახლოებით ერთი წლის წინ, ჩემმა ფრანგმა მეგობარმა ნენსიმ მითხრა, რომ ერთ–ერთი ინგლისური ფილმისთვის  მსახიობები სჭირდებოდათ, რაღაც კლუბის სცენის გადასაღებად. მე სიხარულით დავთანხმდი, რადგან მანამდე კინოსთან შეხება არასდროს მქონია. არც ვიცოდი რომ ინგლისში საკმაოდ ცნობილ მსახიობებთან მომიწევდა შეხვედრა. ბევრმა თქვენგანმა იცით ალბათ სერიალი The Skins, ასევე მისი ვარსკვლავი Jack O'Connell ,რომელიც ერთ–ერთ მთავარ როლს თამაშობს. მსახიობებიდან მხოლოდ ეს და Henry Lloyd-Hughes ვიცოდი, ეს უკანასკნელიც იმიტომ რომ რამდენიმე დღით ადრე სერიალში ვნახე.
  ფილმი 90–იანი წლებზე მოგვითხრობს, ამიტომ შესაბამისად გვეცვა ყველას.  არ მეგონა ერთი პატარა სცენის გადაღებას თუ ამდენი დუბლი დასჭირდებოდა, მთელი დღე იქ დავყავით და ბოლოს ისეთი დაღლილი ვიყავი ერთი სული მქონდა სახლში როდის წამოვიდოდი.
  თუმცა საკმაოდ კარგად გავერთე და დიდი შთაბეჭდილებებიც მივიღე. ძალიან მინდოდა ის სიტუაცია ფოტოებზე აღმებეჭდა, მაგრამ აბა ვინ დამრთავდა ნებას. ის მომენტები ახლაც ძალიან კარგად ამხსოვს, მართალია რამდენიმე საათი თითქმის შეუსვენებლად ვცეკვავდით, მაგრამ ვთვლი რომ ამად ღირდა. ახლა მესმის მსახიობების, თუ რისი გაძლება და გადატანა უწევთ, ნამდვილად არ მეგონა ასეთი რთული თუ იქნებოდა.

  ფილმის სიუჟეტი ასეთია: 1990 წელი, ინგლისი. რევოლუცია ედება მთელს გაერთიანებულ სამეფოს. დანგრეული საწყობები და ფაბრიკები ღამით იწყებენ გამოცოცხლებას. ეიფორიული მოზარდები უგულებელყოფენ პოლიციის აკრძალვას. Acid House ჩამოვიდა და მეგობრები Matt (HENRY LLOYD-HUGHES) და Dylan (JACK O'CONNELL) მის შუაგულში არიან. ეს არის ისტორია ორ მეგობარზე, რომელთაც წვეულებები არალეგალურ შეკრებებად აქციეს.
   საინტერესო ფაქტი ისაა, რომ 10 და 20 ფუნტიანი, რომელიც გამოყენებულ იქნა ფილმში, არის ახლანდელი ვალუტა. ისინი არ იყო მიმოქცევაში 1990 წელს. "კლუბში" შესვლისას რადენიმეს მოგვცეს ფული, (რა თქმა უნდა ნამდვილი არ იყო), რათა ნარკოტიკები გვეყიდა. მოკლედ მაგრად ვიხალისეთ.
 ფილმის პრემიერა შედგა 2 ოქტომბერს. სამწუხაროდ ვერ ვნახე ეს ფილმი, მაგრამ იმედი მაქვს უახლოეს მომავალში ვიხილავ და ჩემს თავს მოვკრავ სადმე თვალს.

თუ ფილმის გადმოწერა მოგინდებათ:
Weekender

ესეც ფილმის თრაილერი:

Friday, October 28, 2011

Braids

ნაწნავები ჩემი საყვარელი ვარცხნილობაა, ბავშვობიდან ძალიან მიყავრს. ის საკმაოდ მოდური ტრენდია, რომელიც მოსახერხებელია როგორც მზეში, წვიმასა თუ ქარში, ამიტომაც შემოგთავაზებთ ტუტორიალს რამდენიმე საინტერესო ვარცხნილობის შესახებ. ეს ჩემი პირველი მცდელობაა, ძალიან ნუ გამაკრიტიკებთ.

Friday, October 21, 2011

დეპრესიული მე

   ვზივარ სახლში ჩემთვის და ყავას ველოდები, ცოტა არ იყოს და მცივა... ახლა მოვედი უნივერსიტეტიდან, თან ძალიან დაღლილი ვარ, თან მეცადინეობაც მეზარება...  არაუშავს ამ 1 წელს გავუძლებ როგორმე :)
   ამ ბოლო დროს საშინლად არ მომწონს ჩემი თავი... დაკარგულივით ვარ, ძიების პროცესსში, სულ ცუდ ხასიათზე, სახლში მოსვლა არ მინდა ხოლმე. რატომღაც ყოველთვის ვფიქრობდი, რომ უნდა ვყოფილიყავი 1 წლით დიდი, რატომ არ ვიცი...
  სიმართლე უნდა ვთქვა, ჩემზე მოსაწყენი ცხოვრება ალბათ არავის არ აქვს. ყოველ დღე ერთი და იგივე, სახლი–უნივერსიტეტი–სახლი. მიკვირს, ჩემზე მეტად სიარული და სეირნობა არავის უყვარს ალბათ, მაგრამ ეგეც მეზარება. არა მართლა დავიღალე ყველაფრით. ადამიანებიც მომბეზრდნენ, ვეღარ ვუგებ ვერავის :)
  არა არ მიყვარს ასეთი მე, მაგრამ ზოგჯერ ასეც ხდება. ვიცი ძნელად ასატანი ვარ, მაგრამ ყველაზე მეტად ვერ ვიტან როცა მეუბნებიან რამე შეცვალე შენს ხასიათშიო... ჰეჰ არ შევცვლი არასდროს! ვისაც არ მოწონს გაიაროს :)
    რა მოხდება ერთხელ გავიღვიძო და 30 წლის ვიყო. ჩამოყალიბებული ადამიანი. ვიცი პატარა ბავშვივით ვწუწუნებ, მაგრამ როდესაც რაღაცა მაწუხებს რომ არ ვთქვა არ შემიძლია, თქვენ კი მას წუწუნს უწოდებთ, მე კი სულაც არ ვფიქრობ ასე. მეგობრებსაც ბოლომდე ვერაფერს ვეუბნები, ან ვერ მიგებენ ან კიდევ მომიგდებენ 1–2 სიტყავს და ვჩუმდები.. არა მაინც არავის არ ესმის ჩემი, მე უნდა ვუშველო ჩემს თავს... რამდენს ვფიქრობ, სულ წვრილმანებზე, მალე გავგიჟდები...
   სადაცაა ცრემლები წამსკდება ისე ვარ, რა აზრი აქვს მაინც ვერავინ დაინახავს, არც არავის ვაჩვენებ, არადა როგორ მინდა ვინმე უბრალოდ მაგრად ჩამეხუტოს და დამამშვიდოს, მეტი არაფერი. ცოტა ხანი ჩემი წუწუნიც აიტანოს და არაფერი მითხრას.
  უბრალოდ ზოგჯერ მაწვება ხოლმე ემოციები და ბოლომდე მაინც ვერავის ვეუბნები. ერთადერთი დედაჩემი მიგებს და მანუგეშებს ხოლმე, მაგრამ ბოლომდე მაინც არ ვიხსნები.
  ზოგჯერ რა მგონია იცით? რომ ადამიანებს არ ვუყვარვარ, ტყუილად მიღიმიან და ზრდილობის გამო მესალებიან, არადა ზოგ შემთხვევაში მართლა ასეა. საერთოდ რატო ვფიქრობ მათზე–არ ვიცი. არაფერი არ ვიცი, ამ წუთში არაფერზე არ მაქვს პასუხი, უბრალოდ მხოლოდ ის ვიცი რომ ცუდ ხასიათზე ვარ, ძალიან მინდა გარეთ გავიდე, მაგრამ იმდენი მაქვს სამეცადინო ვერ გავალ :)
  მინდა სხვებივით უდარდელი ვიყო, წვრილმანებზე არ ვფიქრობდე, მეკიდოს ყველაფერი და საერთოდ სხვანაირი ხასიათები მქონდეს, უფრო მხიარული და გახსნილი ვიყო. არა, საერთოდ მინდა რომ გავქრე ხანდახან თითქოს არც ვიყავი :)
   ახლა მართლა უნდა გავქრე აქედან. იმედია ეს ჩემი პოსტი ცუდ ხასიათზე არ დაგაყენებთ. რა ვქნა უნდა დამეწერა. :)

 P.S. “I'm selfish, impatient and a little insecure. I make mistakes, I am out of control and at times hard to handle. But if you can't handle me at my worst, then you sure as hell don't deserve me at my best.”
 ― Marilyn Monroe

Sunday, October 9, 2011

ნაბოდვარი

 უმრავი აზრი ირევა თავში, სულ ასე ვარ, ამის გამო ქუჩაშიც ვერავის ვამჩნევ, აუცილებლად გვერდს ჩაგივლი, იმიტომ რომ ვფიქრობ, სადღაც ვარ, არა დედამიწაზე. ამ დროს არაფერი არ მესმის, ვერავის ვერ ვხედავ, ვართ მარტო მე და ჩემი აზრები...
 ვფიქრობ უამრავ სისულელეზე, რომელთა უდიდესი ნაწილიც აღარ მახსოვს რამდენიმე წამის მერე. ვაწყობ გეგმებს და შემდეგ ისევ ვანგრევ. მივუყვები ტროტუარს, თან მუსიკას ვუსმენ და ვერ ვხედავ, რა ხდება ირგვლივ. ასეთ დროს შემიძლია უსასრულოდ გავაგრძელო გზა, ვიბოდიალო მთელი დღე, რა ვქნა ძალიან მიყვარს ფეხით სიარული და ფიქრი.
     მე ერთი ჩვეულებრივი გოგო ვარ, რომელიც პატარა ქალაქში ცხოვრობს. ყოველ დღე  სახლიდან ბედნიერი გამოდის, მაგრამ გულის სიღრმეში ეს  მონოტონურობა აგიჟებს. რა თქმა უნდა სახეზე ვერასოდეს შეატყობთ, არც გაგრძნობინებთ. არა, მეგობრებიც ვერ ამჩნევენ. შეიძლება ხანდახან თვითნაც ვერ მიხვდეს. უყვარს ყველა და ყველაფერი, მაგრამ ხანდახან ადამიანები აღიზიანებენ. ოცნებობს უსასრულოდ, ვერ წარმოუდგენია სინამდვილეში რა სხვანაირია ეს სამყარო და რომ ზოგჯერ ყველაფერი ისე ვერ იქნება როგორც უნდა, მაგრამ  მაინც ცდილობს არ დაუჯეროს არავის და ოცნება გააგრძელოს. ჯიუტია, ძალიან ჯიუტი, მაგრამ იმდენად ხშირად უთმობს სხვას, რომ ამ თვისებას ვერც კი აღმოაჩენთ მასში.
       სურს–ეს სამყარო იყოს ისეთი როგორიც ვერასოდეს ვერ გახდება. ადამიანები იმდენად  არიან დაკავებულნი თავიანთი საქმეებით, ყველაზე მნიშვნელოვანი რჩება მათი თვალთახედვიდან. ამასობაში კი დრო მიდის, მასთან ერთად ის შანსები, ის სიურპრიზები, რომელსაც ჩვენს ცხოვრების საჩუქარს ვეძახით. ადამიანები რა თქმა უნდა ხელიდან უშვებენ მათ და შემდეგ წუწუნებენ. დრო არავის არ ელოდება, ცხოვრება გრძელდება და იმდენად ეჩვევიან ასე ყოფნას, ფეხს უწყობენ და უაზროდ მიყვებიან ამ დინებას. ბოლოს ფიქრობენ "რა იქნებოდა თუ"... მერე ნანობენ  წარსულში დაშვებულ შეცდომებს, რომელთა გამოსწორება თურმე ძალიან ძალიან გვიან არის.
      რატომ უძნელდებათ ასე ძალიან საყვარელი ადამიანების პატიება? რატომ ართულებენ ყველაფერს "დიდები", როცა "ყველაფერი გენიალური მარტივია"? რატომ არ უნდა გააკეთო  რაღაც, მხოლოდ იმიტომ რომ გეშინია? რატომ არ ესმით, რომ ერთმა რაღაცამ შეიძლება ყველაფერი შეცვალოს. რატომ არ უნდათ პატარა უმნიშვნელო რაღაცებით ტკბობა ისწავლონ?
    რა მოხდებოდა მაშინ, თუ გაიგებდი რომ მხოლოდ 1 კვირის სიცოცხლე დაგრჩა? ხომ გააკეთებდი იმას რაც გაკლია,რაზეც ოცნებობ, რისიც გეშინია... ხოდა რატომ არ ცხოვრობთ ისე თითქოს თქვენი უკანსკნელი დღეა?
 ვიცი იტყვით პატარა ხარო და შენ რა გესმისო, მაგრამ არც მინდა გავიგო. ვიცი რთულია ყველაფერი, მაგრამ უფრო ნუ გაართულებთ.

Saturday, October 8, 2011

მე რომ არ დავბადებულიყავი...

მე რომ არ დავბადებულიყავი ჩემს მშობლებს ალბათ იმედი დაეკარგებოდათ რომ ოდესმე შვილს გააჩენდნენ...
მე რომ არ დავბადებულიყავი ჩემი და არ მომიშლიდა ნერვებს და მე–მას... სიმთვრალეში არ მეტყოდა "მიყვარხარ"–ს... არ ჩავეხუტებოდით ერთმანეთს... არ გეყოლებოდი უფროსი და, არ ვიჩხუბებდით...
მე რომ არ ვყოფილიყავი ალბათ არც არაფერი შეიცვლებოდა თქვენთვის, უბრლოდ ვერასოდეს გამიცნობდით, ვერასოდეს მაკოცებდით, მომეფერებოდით, ვერ ვისეირნებდით ერთად, ვერ გეყვარებოდით...
მე რომ არ ვიყო ვერ მომატყუებდით რომ გიყვარვართ,ვერ მაკოცებდით პირველად, მერე მიმატოვებდით და დამტოვებდით ატირებულს... ვერ დამკარგავდით როგორც მეგობარს და ისევ მაწყენინებდით ძალიან ძალიან...
მე რომ არ ვიყო არ გეყოლებოდათ კარგი მეგობარი, არ ვიცინებდი ან ვიტირებდი თქვენთან ერთად, არ მოვუსმენდი ერთსა და იმავეს ყოველ ღამე...დამიჯერეთ ჩემნაირს ვერ იპოვიდით... შეიძლება შეგხვედროდათ ჩემზე კარგი მაგრამ მე–არასოდეს....
სამყაროსთვის არაფერი შეიცვლებოდა, სხვა აღადგენდა ამ კანონზომიერებას... მე... მე არ ვიცი რა მომივიდოდა... შეიძლება სხვა ქვეყანაში სხვა ადამიანად დავბადებულიყავი...
სხვა ვყოფილიყავი სულ სხვაა... არ ვიცი რა იქნებოდა...
მე რომ არ დავბადებულიყავი მაინც დავაკლდებოდი აქაურობას... რატომ მაინც და მაინც მე? ამ კითხვას ვერ ვიტან ყველაზე მეტად... უბრალოდ უჩემოდ ეს სამყარო იქნებოდა ისევ ისეთი როგორც არის, მაგრამ არა ჩემთან ერთად.... მე ჩემი სამყარო შევცვალე... ხო მე მაქვს ჩემი კუთვნილი სამყარო, სადაც ყველაფერი სხვანაირადაა... მინდა და ვიყურები ვარდისფერი სათვალეებიდან, მინდა და მჯერა რომ ყველა კარგია, მინდა და ვიცინი სულ... მინდა და გიჟი ვარ, რომელიც არასოდეს ამოყოფს საგიჟეთში თავს.... ისეთი ვარ როგორიც არ ვარ საინამდვილეში...
მაგრამ ვიცი, სხვაგან არასდროს გავხდებოდი ისეთი როგორიც ახლა ვარ... არ მეყოლებოდა ოჯახი რომელიც მყავს... ხანდახან ვფიქრობ რომ მბეზრდება, მინდა წასვლა, გაქცევა, მაგრამ რეალობა ერთია–რომ არა ისინი, ვერასოდეს ვიქნებოდი როგორსაც ახლა მიცნობთ, ან ცდილობთ რომ გამიცნოთ....
მე რომ არ დავბადებულიყავი, ნეტა ვინ იქნებოდა ჩემ მაგივრად?

Friday, October 7, 2011

Drama, lies, tears. Cheers to the teenage years

  ვზივართ მე და ჩემი განუყრელი მეგობარი ყავა.... ვზივარ და ვფიქრობ, როგორც ყოველთვის... მინდა გავიხსენო სასიამოვნო მომენტები ღრმა ბავშობიდან, მაგრამ სულ პირველი მოგონება ძალიან ცუდია და კოშმარს გავს... გამოვტოვებ...
  მთელი ჩემი ბავშვობა სიგიჟეში გავატარე, რადგან ცელქი ვიყავი... მახსოვს მიყვარდა ოჯახი რომ ერთად ვსეირნობდით... მერე ეს სადღაც გაქრა, დაიკარგა, აღარ ეცალათ ჩვენთვის... მერე მოვიდა სკოლაში წავსლის დრო, ძალიან მიხაროდა უფრო იმიტომ, რომ ახალი რაღაცები მიყიდეს... პირველი დღეც მახსოვს, მეორე დღეს კი სხვა სკოლაში მიკრეს თავი, მახსოვს არ გამხარებია... ეს სკოლა რომ მახსენდება მეზიზღება იქაურობა... მთელი 10 წლის განმავლობაში მხოლოდ 1–მა მასწავლებელმა მოახერხა ისე შეეყვარებინა თავი, რომ დღესაც კი მახარებს მისი გახსენება და აი ყველაზე უმაგრესი და სამართლიანი იყო...
 სკოლის წლების გახსენება არ მინდა, იმიტომ რომ არაფერი იყო გასაოცარი... ამბობენ სკოლა მოგენარება, რომ დაამთავრებო, მას მერე 3 წელი გავიდა, მაგრამ ისევ მეზიზღება იქაურობა...
 მერე იყო აბიტურიენტობა... იმდენს ვსწავლობდი მთელი წელი სახლიდან არ გავსულვარ, დამიჯერებთ? მე და ჩემი მეგობარი ერთად დავდიოდით მასწავლებლებთან და გზაში ვერთობოდით კარგად... რაც მთავარია ჩემმა შრომამ შედეგი გამოიღო და პირველივეზე მოვხვდი...
 ძალიან მიყვარს უნივერსიტეტის წლებიი.... რამდენი კარგი მეგობარი შევიძინე, რომელსაც ვერ დავკარგავ... იყო ბედნიერი წუთებიც და უბედურიც...
 რომ მახსენდება რამდენი ტყუილი იყო ჩემს ცხოვრებაში, რამდენ ადამიანს უტკენია გული... ხო ალბათ თქვენც გატკინეს... რას ვიზამთ, უნდა გავიზარდოთ და ვისწავლოთ...
 ჩემი ყველაზე დიდი ბედნიერება იცით რა იყო? მამაჩემმა რომ მითხრა ლონდონში გაგიშვებო... 1 წელი ველოდებოდი ამ პასუხს, წარმოიდგინეთ ერთ ღამეს ჩავწექი ლოგინში და ჩემთვის ვთქვი ნეტავ ახლა გავიღვიძო, ერთი წელი იყოს გასული და ლონდონში მივდიოდეთქო... მახსოვს, სირთულეებიც მახსოვს...
 არა მაინც რაზე მწყდება გული ყველეაზე ძალიან იცით? მეგობრის დაკარგვაზე... ისე ვეჩვევი ადამიანებს, ისე, რომ მერე მიჭირს მათთან განშორება. კიდევ იმას განვიცდი, როდესაც ადამიანის ნამდვილ სახეს დავინახავ და ისეთი არ აღმოჩნდება, რომელსაც მოველი...
 ახლა?  ახლა ძალიან ბედნიერი ვარ ყველაფრით, მაგრამ მაინც მაკლია რაღაც... რაღაც, რომელსაც არ ვიტყვი...

Sunday, October 2, 2011

My Dreams

არავინ არ თქვას, რომ ოცნებები არ ხდება...  როცა ძალიან გინდა, როცა მთელი გულით ოცნებობ რაღაცაზე, აუცილებლად მიაღწევ აუცილებლად!!! უბრალოდ საჭიროა რწმენა... ამას ჰაერზე არ ვამბობ, ჩემს თავზე გამოვცადე...
 ცხოვრებაში დიდი მიზნები მაქვს და მჯერა რომ მივაღწევ... მინდა რომ ისეთი ადამიანი გავხდე, რომელიც კვალს დატოვებს ამ ცხოვრებაში და ისე არ მოვკვდები თითქოს არც ვყოფილვარ... ჩემს თავს ყოველთვის ვეუბნები, რომ ჩემი სახელი აუცილებლად ჩაიწერება ვიკიპედიაში, აუცილებლად!!!
 ჩემი თავი როგორი წარმომიდგენა იცით? საქმიანი, მუდამ აქეთ–იქით რომ დადის, ყველას რომ უყვარს და ყველას მის ადგილას რომ უნდა... :) რაც მთავარია, მინდა ვიყო ჩემი საქმის პროფესიონალი... არა, არ მინდა ერთ ადგილას გაჩერება!
 ბავშვობიდან ვარ ასეთი მეოცნებე, ფანტაზიორი და მიზანდასახული! ყოველთვის ვიცი რა მინდა და რა უნდა გავაკეთო.. ეს ბოლო პერიოდში ავირიე ცოტა, მაგრამ აზრები ისევ დავალაგე როგორც ყოველთვის.... თავი ხანდახან უცნაურიც მგონი, ჩემს თავში ყველაფერი ლაგდება და გეგმასავით ეწყობა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ გეგმიდან არ ვუხვევ....
 დღეს მე და ჩემი უახლოესი მეგობარი ვსაუბრობდით და ვიცინოდით... ვინმეს რომ შეეხედა ჩვენთვის იფიქებდა გიჟები არიანო... დაახლოებით ასე ჟღედრა: "ჩვენ უმაგრესი მარკეტოლოგები ვართ, მოთხოვნაა ჩვენზე", "სულ ვმოგზაურობთ", "ძალიან ბედნიერები ვართ" და უამრავი კიდევ ასეთი :))) არა გიჟები არ ვართ... ამის მერე ისეთ კარგ ხასიათზე დავდექი და ისეთი ბედნიერი ვიყავი....
 ვოლტ დისნეიმ თქვა, ყველა ოცნება შეიძლება ასრულდეს, თუ გაქვს იმის ძალა რომ გაყვე მას... და აბსოლიტურად ვეთანხმები (ჩემი საყვარელი სიტყვებია), არ უნდა დანებდე და ყოველთვის გახსოვდეს შენს გონებაში...
 მე მინდა ვიყო ის გოგო, რომელიც ერთ დღეს მთელს მსოფლიოს შეცვლის, არ ვიცი როგორ, მაგრამ შევეცდები მაინც...
 თქვენ კი იოცნებეთ და გჯეროდეთ.. :)

Thursday, September 29, 2011

We don't lose friends, we just learn who our real ones are...

  სულ სხვა რამ მინდოდა დამეწერა, დავწერე კიდევაც, მაგრამ ალბათ draft-ებში დარჩება სამუდამოდ... ან გაურკვეველი ვადით...
  დღეს ერთი რამ გამახსენდა და ძალიან დამწყდა გული... საერთოდ ძალიან იშვიათად ვკარგავ მეგობრებს, იმიტომ რომ ადამიანებს საოცრად ვეჩვევი და მერე მიჭირს მათ გარეშე... რას ვიზამ, ასეთი ვარ :)
  არადა ამ ისტორიის მერე სამი წელი გავიდა.. იშვიათად ვუფრიქრდები და ვიხსნებ ამ ამაბვს... მოკლედ, უნივერსიტეტში პირველ დღეს გავიცანი ეს გოგო... ჯგუფში ყველაზე აქტიური იყო და  მთელი ლექცია ელაპარაკებოდა ლექტორს, როცა სხვები ჩუმად ვისხედით... აღარ მახსოვს როგორ დავახლოვდით, მაგრამ მოხდა ძალიან სწრაფად... ისე ვიყავით, რომ ძალიან ხშირად ვრჩებოდი  მასთან, ვერთობოდით, ერთად დავდიოდით.....მართლა კარგი დრო იყო და ხშირად მენატრება...
  დღემდე მენატრება და მიყვარს მიუხედავად ყველაფრისა...
  ერთი ბიჭი მომწონდა, მეგონა იმასაც, მაგრამ არაფერი გამოგვივიდა, ნუ რაღაც მიზეზების გამო... ხოდა მოხდა ისე რომ ეს ჩემი მეგობარი და ეს ბიჭი დაახლოვდნენ, კი რაღაცნაირად მეტკინა გული, მაგრამ დავიკიდე ეს ბიჭი და დავუთმე მეგობარს, ისევ ძველი ურთიერთობა შევინარჩუნე...
  ამის მერე კიდევ ცოტა ხანი ვმეგობრობდით, არა მე არ გამიწყვიტავს ურთიერთობა, თვითონ გახდა ცივი, უნივერსიტეტში თვალს მარიდებდა, ბოლოს მითხრა, ხომ ხედავ ძველი ურთიერთობა აღარ გვაქვსო.. რა უნდა მექნა... ძალიან განვიცადე...
 დღეს ჩვეულებრივი ნაცნობები ვართ... ნუ მე დავიკიდე მაგრამ მაინც ხანდახან მენატრება ის პერიოდი...
 ახლა მადლობა ღმერთს ძალიან კარგი მეგობრები მყავს.. არა არ მინდა რამე ცუდი მოხდეს და დავკარგო ისინი... ან რატომ უნდა მოხდეს :)))

Saturday, September 24, 2011

For me...

დიდი ხანი გავიდა რაც არ დამიპოსტავს, თუმცა რა მნიშვნელობა აქვს მაინც არავინ წაიკითხავს... მაგრამ მაინც დავწერ ჩემთვის...

Wednesday, September 7, 2011

10 რამ ჩემს შესახებ ანუ რა მიყვარს მე

1. ძალიან მიყვარს სეირნობა, ამინდს მნიშვნელობა არ აქვს, არც იმას მარტო ვარ თუ მეგობრებთან ერთად, ყველაზე მეტად ეს მამშვიდებს, ფიქრში მეხმარება, ამიტომაც დავდივარ ძალიან ბევრს.
2. ვგიჟდები როდესაც წვიმს, ლოგინში ვწევარ და წვიმის ხმაზე მეძინება. ამ დროს მინდა ვიყო სადმე ხის სახლში, ბუნებაში მეგობრებთან ერთად, ბუხარი რომ გიზგიზებს და გარეთ რომ ძალიან ცივა.
3. ძალიან ვერთობი კარაოკეთი, მართალია არც ხმა მაქვს და არც სმენა, მაგრამ როდესაც მეგობრებთან ერთად ხარ ამას არსებითი მნიშვნელობა არც აქვს.
4. შოკოლადი–ჩემი სუსტი წერტილი. ტკბილეულობაზე ჩაციკლული არ ვარ, მაგრამ ესაა ნივთიერება რომლის სესასუსნად მზად ვარ ყოველთვის, იგივე შემიძლია ვთქვა ცხელ შოკოლადზეც.
5. ყავა–ალბათ ამის დალევა რომ ამიკრძალონ მოვკვდები, მგონი ჩემს ვენებში სისხლის მაგივრად ყავა ჩქეფს იმდენს ვსვამ დღეში.
6. მიყვარს სიცილი, სულ ვცდილობ გაღიმებულმა ვიარო (მაგრამ როცა დაღლილი ვარ არ გამომდის), რატომღაც საქართველოში სახე ყველას ჩამოსტირის ან ისეთი სახით დადიან შეგეშინდება. გაუღიმეთ ერთმანეთს!
7.  ვცდილობ დავეხმარო მეგობრებს როცა შემიძლია და თუ მათ პრობლემას გადავჭრი და ამით ცოტას მაინც დავეხმარები, საოცარი გრძნობა მეუფლება ხოლმე.
8. ბავშვობა მენატრეა ხანდახან. ძალიან ცელქი და მოუსვენარი ვიყავი, წარმოიდგინეთ, ერთხელ თოვლის მოსვლა ისე გამეხარდა, რომ გარეთ მაიკით და ტრუსიკით გავვარდი და ვცეკვავდი.
9. ძალიან მიყვარს მეგობრებთან გართობა, დალევა და მხიარულება. :)))
10. ისეთი წიგნები მიყვარს, რომ კითხულობ და არ გინდა დამთავრდეს, ან შენზე ისეთ შთაბეჭდილებას ახდენს რომ მუდამ გახსოვს და მას ემოციის გარეშე ვერ იხსენებ.

Friday, August 26, 2011

Party Games

ინტერნეტში ბევრი ვეძებე თამაშები და ძლივს ვიპოვე საინტერესო  დიდებისთვის. იმედია მხიარულ დროს გაატარებთ :)
ეს თამაშები კარგია და სახალისოა, როდესაც თქვენი სტუმრები არ იცნობენ კარგად ერთმანეთს.

                                                    "პრესკონფერენცია"

შინაარსი: შენ არ გჭირდება რამე ამ თამაშისთვის, გარდა ბოროტი იუმორი და ხმაურიანი ჯგუფი. ეს თამაში კარგია ადმიანების გასაცნობად და მათ გასამხიარულებლად.

Thursday, August 25, 2011

Happy Birthday

ბავშვობაში ვგიჟდებოდი დაბადების დღეებზე და ძალიან მიხაროდა როცა ეს დღე გებოდა, მაგრამ ახლა სულ არ მიხარია რომ ბავშვობას სულ უფრო და უფრო ვშორდები და იმდენად ვეღარ აღვიქვამ ჩემს დაბადების დღეს, რომელიც საცაა კარს მომადგება, მაგრამ იმედია ეს პოსტი თქვენც გამოგადგებათ....

Wednesday, August 3, 2011

როგორ გახდე ქარიზმატული

შეგიმჩნევიათ ოდესმე, რომ ზოგიერთი ადამიანი ხიბლავს მათ, ვისაც ელაპარაკება? არ აქვს მნიშვნელობა, როგორ გამოიყურებიან ან რამდენი ფული აქვთ, მათ შეუძლიათ შემოვიდნენ ოთახში და მაშინვე მოექცნენ ყურადღების ცენტრში. როდესაც მიდიან, ხალხი დადებითად ფიქრობს მათზე და ცდილობნ შეეჯიბრონ მათ. ეს არის ქარიზმა,  ერთგვარი მაგნიტიზმი. როგორც სილამაზე, იღბალი და სოციალური პოზიცია, ქარიზმამ შეიძლება გააღოს ბევრი კარი ცხოვრებაში. ამ თვისებებისგან განსხვავებით, ნებისმიერს შეუძლია გახდეს უფრო მეტად ქარიზმატული.


მოდუნდით. ქარიზმა–ეს არის თქვენი ენერგიის მიმართვა სხვა ადამიანებისადმი. თუ მიმართავთ სტრესს და დაძაბულობას, ხალხი ამას აირეკლავს. თუ მიმართავთ სიმშვიდეს და მოდუნებას, ხალხი მოიხიბლება თქვენი სიწყნარით და მათ მოუნდებათ იყონ თქვენნაირი.

Tuesday, July 19, 2011

Starbucks, სიგნალიზაცია და ისევ ლონდონი...

დავამთავრებ ამ თემაზე საუბარს, თორემ ძალიან გამიგრძელდა.. არა ერთი კარგი დღე გამახსენდა და შევეცდები ჩავატიო ამ პოსტში..ნისლიან ალბიონზე გესაუბრებით დიახ...
ამას წინათ დამესიზმრა.... ვითომ ჩემს Starbucks-ში მივდიოდი, ჩემი სკოლის წინ რომ იყო, ცხელ შოკოლადს ვიყიდი და აბა თუ მიცნობენთქო... სიზმარში მიცნეს :)) ამ ყავის სახლთან დაკავშირებით ერთი რამ გამახსენდა... ეს უკვე სინამდვილეა..

Sunday, July 10, 2011

Moving in...

გავაგრძელებ ჩემს ლონდონურ ამბებს.. სანამ წავიდოდი ვფიქროდი ბლოგს გავაკეთებთქო, მაგრამ რატომღაც გადავიფიქრე, ახლა კი ვნანობ ძალიან, ბევრი წვრილმანი მექნებოდა ახლა გასახსენებლი..
ჩემს მასპინძელ ოჯახში 2 კვირა გავატარე... მიუხედევად იმისა, რომ უძალიან მაგრეს უბანში ვცხოვრობდი, სადაც სულ ვიქტორიანული სახლები იდგა( ხუთსართულიან სახლში ვცოხვრობდი), სიმწვანე, სიმყუდროვე, მანქანაც კი იშვიათად დადიოდა, მაინც წავედი... ჯერ ერთი, რომ ერთ ოთახში ვიხდიდი 160 ფუნტს, გზაში მეხარჯებოდა კიდევ 20 ფუნტი და ეს ყველაფერი 1 კვირაში... ჩემი მშობლების წინაშე სინდისი მაწუხებდა... მეორე და ეს ყველაზე დიდი მიზეზია რატომაც გადავწყვიტე წასვლა, სახლში თავს უცხოდ ვგრძნობდი, ჩემს მასპინძლებთან გამარჯობა–გაგიმარჯოთი შემოვფარგლებოდი და შერგძნება მქონდა ცუდი, არ მინდოდა დარჩენა, თან სულ მარტო რო ვრჩებოდი საღამოობით არ მომწონდა და სულ ვიწყენდი...

Sunday, July 3, 2011

სასაცილო თავგადასავლ(ებ)ი

როგორც იქნა მივადექი ჩემს მასპინძელ ოჯახს... კარი გამიღო ლამაზმა, ქერა გოგომ, რომელიც როგორც ჩანს სულ არ მელოდებოდა... ბარგი ამატანინა ჩემს ოთახამდე.. შემდეგ ქვევით ჩავედით და გავიცანი... ასევე მისი დაქალიც... ტარა და სარა...
მეორე დღეს, სარამ ამიხსნა როგორ უნდა წავსულიყავი სკოლამდე... მატარებლების სადგურამდე გზა მასწავლა... ის–ისაა ბილეთი უნდა მეყიდა, მთელი კვირის, რომ უცებ ჩემი ფუნტები (რომელიც საქართველოში გადავახურავე) აღარ იყო მიმოქცევაში და ამიტომ მომიწია საკრედიტო ბარათით გადამეხადა... დაახლოებით ერთი კვირა ვწვალობდი, როგორმე შემეცვალა ფული... რამდენ ბანკში არ მივედი, მაგრამ ყველამ, თუ ჩვენი კლიენტი არ ხარო ვერაფრით დაგეხმარებითო... ბოლოს ევროში გადავახურდავე ჩემი ფუნტი, მერე ისევ ევროდან ფუნტში და ამ პროცედურებმა 25 ფუნტი დამაკარგვინა...
იმ დღეს კიდევ ერთი უბედურება შემემთხვა.. ჩემს დას ველაპარაკებოდი skype-ში და ვუთხარი გარეთ გავალ, სურათებს გადავიღებ და განახებთქო.. ჩავედი დაბლა, კარები გავიხურე და გამოვედი... დავხურე თუ არა კარები, მაშინ მივხვდი რომ ცუდ დღეში ვიყავი, რადგანაც

Saturday, July 2, 2011

ლონდონი და სასაცილო თავგადასავლ(ებ)ი...

ამ თემაზე ბევრი მისაუბრია, მეგობრები მგონი ვეღარ მიტანენ ხმას რომ ვიღებ, მაგრამ რა ვქნა, თითქმის 1 წელი გავიდა, მე სულ მახსოვს ...დაახლოებით ამ პერიოდში ველოდებოდი ვიზას.. ისე მიხაროდა ვერ აგიღწერთ, მაგარი გრძნობაა ოცნებები რომ გიხდება... რატომღაც დარწმუნებული ვიყავი რომ ვიზას ჩამირტყამდნენ და ასეც მოხდა...

Thursday, June 30, 2011

კითხვა–პასუხი..

ტანსაცმლით გძინავს თუ მის გარეშე?–მაისურით
შავი თუ ლურჯი კალამი?–ლურჯი
მოგწონს მოგზაურობა?–ვგიჟდები

გილოცავ დაბადების დღეს...

დღეს ჩემი ერთადერთი და 18 წლის გახდა.. მინდა მთელი გულით მივულოცო და ვუთხრა:
მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთს ხშირად არ ვეუბნებით თბილ სიტყვებს (იმიტომ რომ ჩემი და არ აღიარებს ხოლმე),  იცი, რომ ძალიან მიყვარხარ.. 18 წელია შენთან ერთად ვიზიარებ ყველაფერს... ახლა რომ მახსენდება, თურმე რამდენი დრო გასულა.. ჩვენი თავი ძალიან პატარები მახსოვს.. გახსოვს, როგორ ვჩხუბობდით ხოლმე? როგორ გაწვალებდი და თმებს გწიწკნიდი... მერე სკოლაში ხელიხელ ჩაკიდებული რო დავდიოდით... პატარები ისე ვგავდით ერთმანეთს, ყველას ტყუპები ვეგონეთ, მიუხედავად იმისა, რომ თითქმის 2 წელია ჩვენს შორის სხვაობა... ხო,  ხშირად ვერეოდით ერთმანეთში, ზოგს ერთნი ვეგონეთ... მერე გავიზარდეთ... მერე ჩვენს შორის თითქოს ბზარი გაჩნდა... დები ვიყავით და თითქოს არ ვიყავით... ალბათ ეს გარდატეხის ასაკის ბრალი იყო... ვერ ვუგებდით ერთმანეთს და ხშირად ვჩხუბობდით... მერე კიდევ გავიზარდეთ, ჭკუა მოგვემატა და მივხვდით რომ უაზრობაზე ჩხუბი არ ღირს და ისევ ერთად დავიწყეთ სიარული.. საერთო მეგობრები გვაყვს უკვე, შენი დაქალები ჩემები გახდნენ და პირიქით.... ახლა უკვე 18–ის ხარ.. მე 20–ის გავხდები მალე... რა დიდები ვართ და ამასთან ერთად ისევ ბევრი რამ გვაქვს სასწავლი... იცი, არ მჯერა! ვერ ვიჯერებ რომ უკვე ამხელები ვართ...
მე მინდა გისურვო, რომ ოცნებები აგიხდეს... ვიცი რამხელა ამბიციები გაქვს და ისიც ვიცი, რომ აუცილებლად მიაღწევ... მაგრამ პირველ რიგში მინდა, რომ ბედნიერი იყო და ყველა შენით ამაყობდეს, მე კი ახლაც ვამაყობ შენით...
ძალიან ძალიან მიყვარხარ ჩემო პატარა დაიკო... ♥♥♥♥♥♥

Monday, June 20, 2011

რა კარგია...

რა კარგია როდესაც აღმოაჩენ რომ ის ვინც გიყვარდა აღარ გიყვარს და ისიც კი გიხარია, რომ სხვასთანაც ბედნიერია... როცა თვალზე ბინდი გაიფანტება და დაინახავ რომ შენ უფრო მეტის ღირსი ხარ... რომ უიმისოდაც გააგრძელებ ცხოვრებას...  მე ის დიდი ხნის წინ გადავიყვარე... მაინც მეფიქრებოდა, მაგრამ არა ძველებურად.. უბრალოდ ალბათ მიმიხვდებთ.. ხანდახან თბილად მახსენდებოდა, მაგრამ როცა ვიხსენებდი რამდენი ცუდი ქნა, გული მწყდებოდა, მაგრამ ვიცი რომ არ გულისხმობდა ამას... უბრალოდ შეცდომები ყველას მოგვდის...
მართლაც რომ ცხოვრება გრძელდება ჩვეულ რითმში და არც არავის არ ელოდება...
მე იმ 2–მა თვემ ბევრი რამ მასწავლა... უბრალოდ მომავალში ცოტა ფრთხილად ვიქნები და ნაჩქრავ გადაწყვეტილბებეს აღარ მივიღებ.. კიდევ ბევრი მაქვს სასწავლი... მაგრამ მაინც გამიხარდა რომ ჩემს თავს ვაჯობე... მტკივნეული იყო 1 წელი, მაგრამ დრო ყველაფერს კურნავსო და მართალია.. იმ წელმაც ბევრი მასწავლა... ბევრი შეიცვალა ჩემს ცხოვრებაშიც და ახლა ბედნიერი ვარ...
საჭირო იყო ყველაფერი, რომ გავზრდილიყავი, რომ დავრწმუნებულიყავი, რომ ყველა კარგი არ არის.. ახლაც მიჭირს ადამიანების ცნობა, მაგრამ შევეცდები ისე გული აღარვის ვატკენინო...
ახლა რომ ვიხსენებ თითქოს გუშინ იყო ყველაფერი არადა იმდენი დრო გასულა... კიდევ იმ არჩევანის წინაშე რომ ვყოფილიყავი ახლა ნამდვილად არ ვიცი რას ვიზამდი... ალბათ ისევ დავთანხმდებოდი, ამგრამ ისე გულუბრყვილოდ არ მოვიქცეოდი...
ნამდვილად აღარ მენატრება, აღარ მიყვარს და აღარ ვფიქრობ და მიხარია...
გამიმართლა რომ ასეთი კარგი მეგობრები მყავს და ყოველთვის მეხმარებიან... ამისთვის ღმერთს მადლობა...
ხომ კიდევ, ნუ მიიღებთ ნაჩქრევ გადაწყვეტილებს და ის ნამდვილად მართალია, რომ ჯობია საყვარელი ადამიანი გაუშვა, თუ დაბრუნდა ნამდვილად ღირს მისთვის ყველაფრის გაკეთება და თუ არა უბარალოდ იცოდე, რომ ისიც ადამიანია და იმასაც აქვს გრძნობები... ვერავის ვერ აიძულებ შეგიყავროს... და ვერც შენ აიძულებ შენ თავს იმავეს...
ასე რომ მთვარაია გჯეროდეს შენი ოცნებების.. მე მაინც ასე მჯერა...

Friday, June 17, 2011

გამოცდები, ყაზბეგი და სხვა სისულელეები...

კარგა ხანია არაფერი დამიპოსტავს...
ბევრი რაღაც მოხდა..
ჯერ ერთი რომ იქითა კვირიდან გამოცდები მეწყება და ძალიან მეზარება... იმედი მაქვს ყველაფერს კარგად ჩავაბარებ..
წინა კვირა–ორშაბათს მე და ჩემი ჯგუფელები წავედით ყაზბეგში.... აუ ძალიან ლამაზაია იქაურობა... პირველ დღეს დავიღალეთ და მარტო ანანური ვნახეთ და დარიალის ხეობა...
ავძვერი ანანურის ციხეზე და რო ჩამოვედი კუნთები ისე მტკიოდა ძლივს დავდიოდი...
მერე წავედით სახლში, რომელიც ვიქირავეთ... ძალიან გვშიოდა, მაგრამ 3 საათი მარტო მწვადებს ველოდეთ... მოკლედ ეს იყო 1 დღე... მე–2 დღეს დილით წავედით  გერგეთის სამებაზე... რამდენიმე მოკლე გზით ავედით და დიდი ხანი არ მოგვიწია სიარულმა... დანარჩენები მგონი 1 სთ–ის მერე ამოვიდნენ... კარგა ხანს ვიყავით ზემოთ... წირვაზეც შედევედით და ქადაგებაც მოვისმინეთ... გასაოცარი სილამაზეა... მინდა ყაზბეგში ქმონდეს სოფელი...
გუშინ გავიგე, რომ თურმე ბიჭმა, რომელიც მომწონს, არც კი იცის ვინ ვარ და სახეზეც ვერ მცნობს... არ ვიცი როგორ შეიძლება არ ახსოვდე ადამიანს, სულ რომ გიყურებს.. :))) სწავლა დამთავრდა და ვნახოთ რა იქნება :)) ასეთი ცუდი მეხსიერება აქვთ ბიჭებს? თუ თავისი რაგბი თავში ისე აუვარდა "უბრალო მოკვდავებს" აღარ გვკადრულობს :))) არაუშავს, ვასწავლი ჭკუას... :))
გუშინ კიდევ დაქალთან დავრჩით, სწავლის ბოლო დღე იყო  :)) ხოდა ავღნიშნეთ, დავლიეთ და დავთვრერით.. არადა თავიდან ყველაზე ფხიზელი მე ვიყავი, მერე ბოლოში აღარ მახსოვს :)) უცებ მომეკიდა :))
ახლა კი წავედი, მომზადებას დავიწყებ, GMAT-ზე მაგვიანდება..

Friday, June 10, 2011

The Worst Day

არ წყდება ცუდი დღეები... სულ ცუდი ხდება... არაფერში არ გამიმართლა რა..
გუშინ ღამის 5 სთ–ზე გამაღვიძა ჩემი დის წკაპუნმა ლეპტოპზე და ვთხოვე მეძინება და გეყოთქო, ისედაც ძლივს მყოფნის ძილი და საბაოლოოდ მაგრად ვიჩხუბეთ..
გათენდა დილა და დილასაც მაგრა დავცხეთ... მოვედი უნივერსიტეტიდან და კიდევ დავცხეთ, ისეთი რაღაცები მითხრა, რო ტირილს ვერ ვიკავებ, ამსკდება ცრემლები..
მართლა ცუდი ადამიანი ვარ? რა დავაშავე ცხოვრებაში ასეთი რომ ეს დავიმსახურე? ან როდის დამთავრდება ეს ცუდი დღეები, აღარ შემიძლია უკვე, ყველა ჩემზე რატომ იყრის ჯავრს.. ყველაზე მეტად ჩხუბი მტკენს გულს... ამ ჩემს დას კიდე რო ჰკითხო უკვე დიდია, არადა მაინც ბავშვურად ფიქრობს და ბევრი აკლია გაზრდამდე...
აღარ შემიძლია მე ასე... ასე უაზრო ცხოვრება აღარ მინდაა......
ბევრი კარგიც მოხდა დღეს, მაგრამ ამან მთლიანად გადაფარა ყველაფერი...

Monday, June 6, 2011

Cause you had a bad day...

მთელი დღე უაზრო ხასიათზე ვარ... ბევრი წვრილმანი დამატყდა ამ ბოლო დროს თავს და ყველაფერს განვიცდი... ყველაფერზე ნერვები მეშლება...
რა მოხდება ცოტახნით გავქრე...
მთელი დღეა ასე ვარ და სულ რაღაცა მიფუჭებს ხასიათს, დამღალეს ჩემმა ჯგუფელებმა, ყველაფრის კოსნპექტს მე მთხოვენ, დავიღალე დავიღალე... ვერავინ ნახავს ამ ჩემს დეპრესიულ პოსტს... ალბათ ყველა დავღალე ჩემი წუწუნით და აქ მაინც ვიწუწუნებ...

Saturday, June 4, 2011

ჩემი ზღვის გოჭი

ძალიან გავს ჩემს გოჭს
ის ნოემბრის ერთ საღამოს სახლში პატარა ყუთით მოიყვანეს... როდესაც ყუთს თავი ავხადე, პატარა მობუზული არსება დავინახე.. მაშინ მართლა ვერ ვიფიქრებდი რომ ის ”ოჯახის წევრი’ გახდებოდა და ასე შემიყვარდებოდა... მართალია ჩემს დას აჩუქეს, მაგრმ მის გარდა  ცუცას ყველა უვლის...

Sunday, May 29, 2011

Crush

ეს 2 დღეა მოკლედ ბედნიერი ვარ კი არა დავფრინავ...
როგორც ჩემი დაქალი იტყვის, რა ცოტა რაღაცები გვაბედნიერებს ხოლმე...
ჩემს შემთხვევაში კიდევ ვიტყოდი რომ ვიბედნიერო თუ ვიუბედურო არ ვიცი... ერთი ბიჭი ”შემომეწონა”, რომელსაც არ ვიცნობ... რა კარგია რომ ამას ვერ ნახავს ვერასდროს, ან კი როგორ ნახავს არც კი იცის როგორ ვარ :)))
აი არ ვიცი რა ვქნა, ახლა ვზივრ და ვფიქრობ რა, როგორ, რანაირად? მაგრამ ვერაფერიც ვერ მომიფქრებია...
სიგიჟემდე ცოტა მაკლია :)))
მაგრამ არ იფიქროთ რომ მოწყენილი ვარ, ცხოვრება დამთავრდა და ა.შ. პირიქით, სულ პოზიტიურად ვფიქრობ...
კიდევ ქეთა და ილია იყვნენ დღეს ჩემთან, ცივი ყავა დავლიეთ, ნაყინები ვჭამეთ.. მოკლედ ძალიან მენატრებოდა ქეთა და ვიჭორავეთ ბევრი....
აღარ მომდის თავში არაფერი, ჩემი გონება მის მეტზე ვერაფერზე ფიქრობს... რაღაცნაირად ვარ, შევიცვალე მგონი...
მოკლედ, თუ არაფერი არ შეიცვლება მალე, შეიძლება ასათიანზეც მიხილოთ.. დროებით :))))

Monday, May 23, 2011

I'll be okay, but not today... :)



ახლა ისეთ ხასიათზე ვარ, წავიდოდი სადღაც სხვა ქვეყანაში და ვივილიდი უსუსრულოდ წვიმაში, ცხელი ყავით ან თუნდაც შოკოლადით ხელში... ვისიმოვნებდი წვიმის სუნით, არ ვიფიქრებდი არაფერზე და უბრალოდ დავტკბებოდი...
არ მიყვარს ასე ყოფნა... ალბათ მე ვამეტებ ყველაფერს, ზედმეტად ვფიქრობ ყველაზე და გულთან მიმაქვს ყველაფერი.. ალბათ ისინი ღირსნიც არ არიან, არ სწუხან, საერთოდ არა... სხვას არას ვერ ეუბნებიან, მაგრამ მერე რა მე გადავიტან.. არა მართლა გადავიტან, უბრალოდ საწყენია როცა გპირდებიან და თავის დაპირებას იმ წამსვე

გოგონებთან ურთიერთობის წესები

ახლა ვიქექებოდი ჩემი Youtube-ის ფავორიტ ვიდეობში და წავაყდი ერთ პატარა ფილმს, რომელიც სულ 9 წუთიანია, მაგრამ ძალიან საინტერესო და სახალისო.. :))

Sunday, May 22, 2011

Body Language

ალბათ ყველას გვაინტერესებს ე.წ Body Language სხეულის ენა... უბრალოდ ავიღე სტატია და გადმოვთარგმნე.. იმედია დაგეხმარებათ.. მაშ ასე დავიწყოთ...

1. გაამახვილე ყურადღება რამდენად ახლოსაა ადამიანი შენთან. რაც უფრო ახლოს არის, მით უფრო თბილად ფიქრობს შენზე, ხოლო რაც უფრო შორსაა მით უფრო ნაკლებად აღელვებს სიტუაცია ან ადამიანი.
2. დააკვირდი მათი თავის პოზიციას. 
  • ზედმეტად გადახრილი თავი სიგნალია სიმპათიისა ან თუ ის იღიმის თავის გადახრის დროს ის თამამადაა ან შეიძლება გეფლირტავებოდეს კიდეც.
  • დახრილი თავი ნიშნავს  იმას, რომ ის მალავს რაღაცას. თუ ადამიანი თავს ხრის მაშინ, როდესაც კომპლიმენტს გეუბნება, მაშინ ის მორცხოვბს, მოკრძალებულია, დისტანციას იჭერს, ან არ არის დარწმუნებული თავის თავში. თუ ეს ხდება ახსნის შემდეგ, მაშინ ის არ არის დარწმუნებული იმაში თქვა თუ არა სიმართლე.
  •  აწეული თავი ნიშნავს იმას, რომ ის დაბნეულია ან გეჯიბრება შენ, ეს დამოკიდებულია თვალებზე, წარბებზე და პირის ჟესტებზე. 
  • მეორეს მხრივ, თავის დახრა ღიმილთან ერთად ნიშნავს რომ თქვენ მას მოსწონხართ და თქვენთან ლაპარაკი სიამოვნებს.
3.შეხედეთ მათ თვალებში. 
  •  ადამიანი, რომელიც წამდაუწუმ გვერდზე იხედება ნიშნავს, რომ ნერვიულობს, იტყუება ან თავგზააბნეულია. მეორეს მხრივ, თუ ადამიანი თვალს აშორებს (არ უყურებს) მოსაუბრეს, ეს შესაძლებელია იყოს კომფორტის ან მორჩილების ნიშანი. ირიბად მზერა ნიშნავს, რომ ადამიანი არის ეჭვით გნწყობილი მოსაუბრის მიმართ ან არ არის დარწმუნებული.
  •  თუ ადამიანი ხშირად უყურებს იატაკს, ის მორცხვობს ან მოკრძალებულია.
  • ზოგიერთ კულტურას მიაჩნია, რომ თვალებში ყურება ეს უპატივცემულობის ნიშანია, ამიტომ ისინი არიდებენ თავს თვალებში მზერას.
  • გაფართოებული გუგები დაინტერესების ნიშანია. გაითვალისწინეთ ასევე, რომ ალკოჰოლი და ნარკოტიკები იწვევენ თვალის გუგების გაფართოებას. 
  • თუ ადამაინის თვალები ჩანს შორს, ის ღრმად ჩაფიქრებულია  ან არ გისმენს.