Thursday, March 7, 2013

The Perks of Being a Wallflower

   დღეს შემთხვევით აღმოვაჩინე ეს ფილმი. მიუხედავად იმისა, რომ ასეთ ხასიათზე დრამას არ ვუყურებ ხოლმე, რაღაცნაირად დავინტერესდი და ვუყურე კიდეც. უნდა ვაღიარო რომ ეს იმ იშვიათ ფილმთაგანია, რომელიც ძალიან მოქმედებს ჩემზე, მთელი გრძნობებით ვუყურებ და ველოდები როგორ განვითარდება მოვლენები.
  ეს არის წიგნის ადაპტაცია. იმდენად მომეწონა ფილმი, რომ ძალიან მინდა წიგნის წაკითხვა, არ ვიცი არის თუ არა საქართველოში, მაგრამ იმედი მაქვს ინგლისურად მაინც ვიპოვი.
 აუცილებლად ვუყურებ მეორედ. ახლაც კი შთაბეჭდილების ქვეშ ვარ. არასდროს დამიწერია განხილვები, მაგრამ უბრალოდ ვერ მოვითმინე რომ არ დამეწერა. ფილმმა ძალიან იმოქმედა ჩემზე.
 ეს არის ფილმი სიყვარულზე, მეგობრობაზე, ტკივილზე,სიხარულზე. ეს სიტყვები ვიცი ბანალურად ჟღერს, მაგრამ უყურეთ არ ინანებთ. გულში ჩამწვდა.
  "An introvert freshman is taken under the wings of two seniors who welcome him to the real world."
ჩარლი (მთავარი გმირი) თავიდან ძალიან მორცხვია და არც მეგობრები ყავს. შემდეგ სემს და პატრიკს გაიცნობს და აი აქედან იწყება ყველაფერი და მისი ცხოვრებაც იცვლება.
 იგი ანონიმურ წერილებს სწერს ადამიანს, რომელიც არ ჩანს.
 ასევე ფილმში ჩანს ჩარლის განსაკუთრეული დამოკიდებულება დეიდასადმი, რომელიც გარდაეცვალა. პარალელურად მოთხრობილია მათი ურთიერთობის შესახებ. ყველა საიდუმლოს არ გავამხელ, უყურეთ და ისიამოვნეთ.
იმდენად ემოციების ქვეშ ვარ, არ ვიცი რა დავწერო.
 Sam: Why do I and everyone I love pick people who treat us like we're nothing?
Charlie: We accept the love we think we deserve.
 მინდა გაუთავებლად ვილაპარაკო და ვთქვა რას ვგრძნობ, მაგრამ ვხვდები რომ სიტყვები ზედმეტია. შემიძლია კი ავღწერო და გადმოვცე ყველაფერი რასაც განვიცდი. გულში ჩამწვდა, ყველაფერს შეეხო, შინაგანად შემძრა. აღსანიშნავია ის ფაქტი,რომ ფილმის რეჟისორი წიგნის ავტორია. მაგარია, არა?
  არ ვიცი გიყვართ თუ არა დრამა, მაგრამ ვთვლი, რომ ძალიან კარგი ნამუშევარია და კარგი საყურებელია. ალბათ გაიცინებ და  იტირებ ერთსა და იმავე დროს.
ესეც დასასრულს:
Charlie: I don't know if I will have the time to write anymore letters because I might be too busy trying to participate. So if this does end up being the last letter I just want you to know that I was in a bad place before I started high school and you helped me. Even if you didn't know what I was talking about or know someone who has gone through it, you made me not feel alone. Because I know there are people who say all these things don't happen. And there are people who forget what it's like to be 16 when they turn 17. I know these will all be stories someday. And our pictures will become old photographs. We'll all become somebody's mom or dad. But right now these moments are not stories. This is happening, I am here and I am looking at her. And she is so beautiful. I can see it. This one moment when you know you're not a sad story. You are alive, and you stand up and see the lights on the buildings and everything that makes you wonder. And you're listening to that song and that drive with the people you love most in this world. And in this moment I swear, we are infinite.

Saturday, March 2, 2013

Sleepy me

 დილის 5 სთ–ია, Sex And The City-ს ვუყურებ, ძალიან მეძინება, მაგრამ "კიდევ ერთ სერიას ვუყურებ და მერე დავიძნებ" აღარ დამთავრდა და ასე შემოვრჩი.
 ისევ ისე ვარ როგორც უწინ, არაფერი ახალი, არაფერი..
 დღეს ერთ საინტერესო ფრაზას წავაწყდი: "In the book of life, the answers aren't in the back." (ცხოვრების წიგნში პასუხები ყოველთვის უკან არ წერია. ვინც ვერ გაიგო განვმარტავ, ზოგიერთ წიგნში პასუხები წერია ბოლო ფურცლებზე და შეგიძლია გადაამოწმო სწორი ხარ თუ არა). ამ ფრაზამ დამაფიქრა და ვინატრე ნეტავ იყოსთქო, აი როგორ მინდა სულ ესეთ გაურკვევლობაში არ ვიყო და მაიტერესებდეს რატომ მოხდა ან არ მოხდა, რატომ გამოჩნდა, რატომ გაქრა და ა.შ. სულ რაღაცის ძიებაში ვარ და სულ კითხვები მიტრიალებს თავში.
 "There must be millions of people all over the world who never get any love letters . . . I could be their leader." აი ზუსტად რა
წავედი დავიძინე..
 იმედი მაქვს აღარ გავიღვიძებ სანამ რამე არ შეიცვლება

Wednesday, February 13, 2013

Candle Holders DIY

გუშინ გვიან ღამით მინდოდა რაღაც გამეკეთებინა და დავიწყე ინტერნეტში ძრომიალი... ძალიან მინდოდა ლამაზი სასანთლეები და ამიტომ გადავყვიტე ჩემით გამეკეთებინა.

აი რა დაგჭირდებათ ამისთვის:
1.


2.



3. წაუსვით წებო და მოაყარეთ მძივები



4. დაელოდეთ როდის გაშრება



აი რა გამოვიდა საბოლოოდ:

Sunday, February 10, 2013

To someone I loved once...

ძალიან ბევრი რამის თქმა მინდა, მაგრამ არ ვიცი ეს ყველაფერი აქ როგორ გადმოვიტანო.
2013 მართლაც სიურპრიზებით დაიწყო და ეს სიურპრიზია, რომ ვფიქრობ და ვერ ვიძინებ ამ ღამეს.
 ბევრს ვფიქრობ და მგონი ეგ არის ჩემი დიდი პრობლემა.
 მეოცნებე ვარ და რომანტიკოსი, დღემდე არ მჯერა რომ ადამიანი შეიძლება ცუდი და მატყუარა იყოს. უბრალოდ ზოგჯერ ასე ხდება, ზოგჯერ შენ გტკენენ გულს, მერე ნანობენ  ან არ ნანობენ. ყველაფერი ხდება, უნდა ისწავლო, გაიზარდო, შეიყვარო, გადაიყვარო და ა.შ.
 შენს თავში უნდა იპოვო ძალა და გადალახო ყველაფერი, თუ არ მოინდომე სხვა ვერ დაგეხმარება, დღეები გავა და შენ ისევ მარტოსულად იგრძნობ თავს. უბრალოდ გაუშვი გულიდან გაბრაზება და წყენა,
 ყოველ ღამე მინდა გითხრა ბევრი რამ, გეჩხუბო, დაგარიგო, მინდა დაგეხმარო, იმიტომ რომ ოდესღაც ჩემთვის სულ ერთი არ იყავი, მინდა ბედნიერი იყო, როგორსაც გიცნობდი. სამწუხაროდ არ შემიძლია ამ ყველაფრის თქმა.  სამწუხაროდ ძალიან არეული ვარ და ათად გაყოფილი. სამწუხაროდ მინდა არ მინდა შენზე ვლაპარაკობ...
არა, მე აღარ მიყვარხარ, არც შერიგება მინდა, უბრალოდ მინდა ბედნიერი იყო...
 ვიცი ნანობ რომ დამკარგე, მაგრამ ეგ ვერ შეცვლის იმ ფაქტს რომ სხვა გიყვარს.. ვერც მე დაგეხმარები მის გადაყვარებაში, ვერავინ ვერ დაგეხმარება, შენ თუ არ დაეხმარე შენს თავს... რამდენი რამის თქმა მინდა შენთვის ვერ წარმოიდგენ.. და ამ ყველაფერზე რომ ვფიქრობ გული უფრო მიმძიმდება... და საერთოდ ვინ იცის, რა იქნება...

Monday, January 14, 2013

Changes...

რა კარგია რომ არსებობს Facebook, ახლა ისე გავმხიარულდი ჩემი ძველი სტატუსების კითხვით. თაიმლაინზე 2009 წელში გადავედი, თურმე რა სხვანაირი ვყოფილვარ 4 წლის წინ. რაღაცნაირი გრძნობა დამეუფლა და თბილად გამეღიმა ჩემს თავზე, რა უაზრობებზე მეშლებოდა ნერვები და როგორი შეყვარებული ვიყავი, უაზროდ შეყვარებული )) (ერთი რჩევა ჩემგან, შეგიყვარდეთ, მაგრამ თავი არ დაკარგოთ). წელბთან ერთად რამდენიმე მეგობარიც დავკარგე, ერთზე ყველაზე მეტად განვიცადე, მაგრამ უფრო მეტი შევიძინე, თან ძალიან კარგი ადამიანები. გავიზარდე, ვთვლი რომ ბევრად გავიზარდე.  მოვპარავ ჩემს ერთ–ერთ მეგობარს და დრო მართლაც ყველაფერს ცვლის. 2010–შიც უაზრობებზე ვრბაზდებოდი, აი ახლა რომ ვუყურებ მეცინება. აი ეგ წელი ყველაზე მაგარი იყო ჩემს ცხოვრებაში და იმედი მაქვს უკეთესები წინ მელის. usmineet chiqos :) ერთ–ერთი დაპოსტილი ჩემს ვოლზე, ლექციაზე ვისხედით და  Facebook–ზე შემოვძვერით, ჩიქობავა ლექტორი იყო ჩვენი))) გამახსენდა ეგ მომენტი))) მაკროეკონომიკის ლექცია გვქონდა და ალბათ გადავიღალეთ))
 lankaa shen ro ar xaaar eseni ar mepadzelnikebian karaokezee :(( :*:*:*:*:* იმედია ერთ–ერთი ჩემი მეგობარი ამოიცნობს თავის თავს :)))) ჩვენი Bad Day  მაინც ყველაზე მაგარი ხო))
 თვალს ვავლებ ჩემს ვოლზე დაპოსტილ კომენტარებს და ვხვდები რომ ძალიან მაგარი მეგობრები მყავს :)))))) რამდენი რამ მომხდარა 2010–ში.. სამწუხაროა რომ ლონდონის მეგობრები ისე აღარ მეკონტაქტებიან,როგორც ადრე.
ყველაზე ხშირად ერთ ინგლისელ მეგობარს ვწერ წერილებს...
–Hey Lanka! Hope I didn't miss you. Whereabouts are you? Still in London?
Jen :) ნეტა ვიყო აი ამ წამს :)))
რამდენი ადამიანი მწერდა მხოლოდ იმიტომ რომ ლონდონში ვიყავი და ახლა არ ვახსენდები, თითქმის ყოველ დღე მახსენებდნენ საჩუქრებს :)))
2009–შიც მიყვარდა და 2010–შიც მაგრამ გადამიყვარდა :)))))))
cvims , cvims , gruxunebs
ca chamodis dziirsooooo ...
 ))))))))))))))))))))))))))  ამაზე ჩემი მეგობრის მთაწმინდის სახლი მახსენდება, იქ "დავწერე" ეს შედევრი )))) კარგი იყო, ძალიან კარგი ეგ პერიოდი, მარტო ცხოვრობდა და თითქმის სულ მაგასთან ვიყავით...
zogierti bavshvi shemtxvevit chndeba, chemi bavshvic ase gachndeba , chasti bibberic xom ase gahnda arada exla milioneria:D:sD::D gecnoba es praza ert-erti filmidan? P.S. mmmmmm xval ragaceeebi unda mogikveeeeee ამაზე ძალიან გამეცინა :))))))))
2011–ში მომწონდა ერთი ბიჭი, ძალიან დიდხანს. გავიცანი, მაგრამ ვერ გავიცანი მაინც :))))))))) მოკლედ გრძელი ამბავია, მაგრამ მაინც კარგად მახსენდება პლატონურად როგორ ვეტრფოდი უნივერსიტეტში. რაებს ვაკეთებდით მე და ჩემი დაქალები..
 მოგიყევით ჩემი ისტორიის გარკვეული ნაწილი, უმეტესობა  Facebook–ის საშუალებით გავიხსენე  და ამიტომ ცუკერბერგ მადლობა რომ შექმენი ეს სოცილაური ქსელი. გაგრძელება იქნება აუცილებლად, უკეთესი ისტორიებით..





ლონდონი მართლაც ხშირად მესიზმრება... გკოცნით..

Wednesday, December 19, 2012

უმუშევარის დღიურებიდან

 პირველ რიგში უნდა ავღნიშნო, რომ სახლში ჯდომა და არაფრის კეთება არის საშინელება !
mmm...
 მთლად უმუშევარიც არ ვარ, დროებით დასაქმებული ვარ )) მოკლედ დედაჩემს ვეხმარები თავის პატარა ბიზნესში და ხელფასსაც ავიღებ.. ვინაიდან და რადგანაც სწრაფად ვბეჭდავ კომპიუტერზე პროდუქტის დასახელება და კოდები შემყავს სპეციალურ პროგრეამაში, ადვილია, მაგრამ ძალიან დამღლელი. რაც მთავარია რაღაცას ვაკეთებ ისევ და არ ვარ უსაქმური, ძალიან მახარებს ეს ფაქტი.
  როცა სახლში ვიჯექი და ფაქტობრივად არსად გავდიოდი არც მაშინ ვიყავი უაზროდ, ვკითხულობდი, ვქსოვდი, სხვათა შორის ერთი სვიტერი მოვქსოვე და კიდევ ვაპირებ ისე შევედი მუღამში))
 ახლა თბილისის დროით საღამოს 4:25 წთ–ია, გარეთ საკმაოდ ცივა, თოვლი მოდის.. არ მიყვარს არც უკიდურესი სიცხე და არც უკიდურესი სიცივე, მაგრამ 2 ღის წინ მეგობართან ერთად იმდენი ვისეირნე თოვლში, რომ არც მციოდა და უფრო და უფრო მინდოდა სიაურული, თან ცხელი შოკოლადი ზეფირებთან ერთად იყო ძალიან მაგარი... 2 კვირაში ახალი წელია, სამწუხაროდ ჩვენთან შობას 25 დეკემბერს არ აღნიშნავენ, არადა ყოველთვის მომწონდა ეს ტრადიცია.. არ მაქვს ახალი წლის განწყობა რატომღაც, ბავშვობაში უფრო მიხაროდა ხოლმე, როცა თოვლის ბაბუის მჯეროდა, არადა როგორ მატყუებდნენ მშობლები:))) ძალიან მწყდებოდა გული თოვლის ბაბუას რომ ვერ ვუსწრებდი ხოლმე.
 მოკლედ ძალიან მინდა ჩემი ცხოვრება დალაგდეს და მოწესრიგდეს, სწორედ ამიტომაც გავაუქმე Facebook. სიმართლე გითხრათ ძალიან დავიღალე და უკვე ნერვებს მიწამლავდა იქ ყოფნა, ამიტომაც სანამ ყველაფერი თავის ადგილზე არ დადგება არ აღვადგენ. არც მენატრება და არც მის ნაკლებობას განვიცდი, საღამოობით Даёшь Молодёжь–ს ვუყურებ ტვ–ში და კარგად ვერთობი ხოლმე, ვგიჟდები რუსების იუმორზე. ნუ რუსული Comedy Club-იც მიყვარს მაგრამ არ მაქვს ეგ არხი :(
 მოკლედ ბედნიერ ახალ წელს გისურვებთ, გაგეტარებინოთ საყვარელ ადამიანებთან ერთად და 2013–ში მაინც აგხდენოდეთ ის, რაც ვერ განახორციელეთ წინა წელს. (ნუ გეშინიათ სამყაროს დასასრული არ იქნება) )))
 ძალიან მიყვარხართ და გკოცნით და გიტოვებთ ამ საყვარელ ვიდეოს)))




Saturday, September 15, 2012

წერილი მომავალ მეს (The Letter To The Future Me)

     გამარჯობა, დღეს 2012 წლის 15 სექტემბერია, თითქმის ღამის 3 სთ. გეტყვი რამდენიმე ფაქტს შენს შესახებ, რომელიც (გარდა მნიშვნელოვანისა) შეიძლება აღარც გახსოვდეს ამ დროისთვის:

  • რამდენიმე თვის წინ დაამთავრე უნივერსიტეტი
  • 2 დღის წინ გახდი 21 წლის წინ
  • ეძებ სამსახურს უიმედოდ
 არ ვიცი როგორი ხარ ახლა, რას მიაღწიე ცხოვრებაში, სად ხარ, რას საქმიანობ, მაგრამ იმედი მაქვს კარგად ხარ, ბედნიერი ხარ და მიიღე ის რაც გინდოდა. მინდა რომ დღევანდელი მე და ახლანდელი შენ განსხვავდებოდეთ ერთმანეთისგან, რადგან მე სულაც არ მახარებს ჩემი ახლანდელი მდგომარეობა. ახლა ასე მგონია რომ ვიღაცამ დიდი კედელი აღმართა ჩემსა და მომავალს შორის და არაფრის გაკეთება არ შემიძლია. ძალიან არ მომწომს სახლში ჯდომა და არაფრის კეთება. მოკლედ ასე მგონია რომ არც ვარსებობ. ძალიან მინდა გავაღწიო ამ ქვეყნიდან, ვიმოგზაურო უზომოდ ბევრი, მინდა მინდა რომ შენ უკვე ასრულებული გქონდეს ოცნებები და როცა რამდენიმე წლის მერე ამ წერილს წაიკითხავ უბრალოდ გაგეცინოს ამ "სულელურ" წერილზე. მინდა უზომოდ უზომოდ ბედნიერი იყო, გყავდეს საყვარელი ადამიანი და აკეთებდე იმას რაც სიხარულს განიჭებს. მოკლედ გემშვიდობები შენი ლანა წარსულიდან.


     Hello, Today is 15th of September, 2012 year, almost 3 a.m. I'll tell you several facts about yourself, that (except important ones) you might not remember:

  • You graduated from university some months ago
  • You turned 21 years old 2 days ago
  • You're looking for a job hopelessly
I don't know how are you now, what did you achieve in your life, where are you, what do you do, but I hope that you're well, happy and you got what you wanted. I want that today me and future you were different from each other, because I'm not happy about my present situation. Now I think that someone has built up a big wall between me and my future and I can't do anything about this. I hate being at home and doing absolutely nothing as if I don't even exist. I want to go abroad, travel the world. I want that you have already fulfilled your dreams and when you'll read this letter after several years you just smile about this "stupid" letter. I want you to be very very happy, to have a loved one and do what makes you happy.
So bye from the past
Your Lana