Friday, February 17, 2012

მეგობარი წარსულიდან

   რა კარგიაა არაფრის კეთება,დილის 6–მდე მღვიძავს და შუადღეს ვიღვიძებ, როგორ მომნატრებია, მთელი დღე ჩემს საყვარელ სერიალებს ვუყურებ, არ მბეზრდება ასე ყოფნა, სახლიდანაც მეზარება გასვლა, ცოტა უნდა დავისვენო... ჰოდაა ვუყურებდი ამ ჩემს საყვარელ სერიალს და ერთი ამბავი გამახსენდა შორეული ბავშვობიდან...

Tuesday, February 7, 2012

Have some fun

 ასე მგონია მილიონი წელია აქ არ ვყოფილვარ, არ მეცალა და თან არც მინდოდა... 5 გამოცდა ჩავაბარე, ერთი დამრჩა მაგრამ ისეთი რომ მახსენდება მეშინია :))))) 14–ში მაქვს და მანამდე ვისვენებ... ისეთი გადატვირთული სემესტრი მქონდა, სულ დამავიწყდა რა კარგია გვიანობამდე ფილების ყურება, არაფრის კეთება, შუა დღეს გაღვიძება...
 ისევ ისე ვარ ძველებურად, მაგრამ კარგად ვარ :)))) ცნობისმოყვარეობა მკლავს როგორც ყოველთვის და პასუხები არ მაქვს... ერთი წლის მერე გავიგებ, როცა აღარ დამაინტერსებს.. ცუდია გაურკვევლობა :)))
 ამ გამოცდებისგან გადატვირთულია ჩემი მეგობრის ივენთზე წავედი და მაგრად გავერთე :))))) წამოსვლა არც მინდოდა, ვეღარ ვჩერდებოდი, მაგრამ ჩემი მეგობრები წამოვიდნენ და დავემორჩილე მეც... ძალიან ბევრი ვიცეკვე, უბრალოდ მაღლები მეცვა და ბოლოს ხოხვით მივედი სახლში ))) ძალიან მაგარია მეგობრებთან ერთად რომ ხარ, თან ძააან გიჟი და მხიარული მეგობრები რომ გყავს :)))) კარგი იყოოო საკმაოდ... ხოდა კიდევ გადავწყვიტეთ რომ სადმე წავალთ, ოღონდ გამოცდას რომ დავწერ მერე(!) :))))
დანარჩენი ფოტოები მერე, რომ მექნება.. (ქეთ მაპატიე რომ ამ ფოტოში არ ხარ) :))))
ვერ დაგპირებით რომ ხშირად დავწერ, მაგრამ შევეცდები...