Thursday, September 29, 2011

We don't lose friends, we just learn who our real ones are...

  სულ სხვა რამ მინდოდა დამეწერა, დავწერე კიდევაც, მაგრამ ალბათ draft-ებში დარჩება სამუდამოდ... ან გაურკვეველი ვადით...
  დღეს ერთი რამ გამახსენდა და ძალიან დამწყდა გული... საერთოდ ძალიან იშვიათად ვკარგავ მეგობრებს, იმიტომ რომ ადამიანებს საოცრად ვეჩვევი და მერე მიჭირს მათ გარეშე... რას ვიზამ, ასეთი ვარ :)
  არადა ამ ისტორიის მერე სამი წელი გავიდა.. იშვიათად ვუფრიქრდები და ვიხსნებ ამ ამაბვს... მოკლედ, უნივერსიტეტში პირველ დღეს გავიცანი ეს გოგო... ჯგუფში ყველაზე აქტიური იყო და  მთელი ლექცია ელაპარაკებოდა ლექტორს, როცა სხვები ჩუმად ვისხედით... აღარ მახსოვს როგორ დავახლოვდით, მაგრამ მოხდა ძალიან სწრაფად... ისე ვიყავით, რომ ძალიან ხშირად ვრჩებოდი  მასთან, ვერთობოდით, ერთად დავდიოდით.....მართლა კარგი დრო იყო და ხშირად მენატრება...
  დღემდე მენატრება და მიყვარს მიუხედავად ყველაფრისა...
  ერთი ბიჭი მომწონდა, მეგონა იმასაც, მაგრამ არაფერი გამოგვივიდა, ნუ რაღაც მიზეზების გამო... ხოდა მოხდა ისე რომ ეს ჩემი მეგობარი და ეს ბიჭი დაახლოვდნენ, კი რაღაცნაირად მეტკინა გული, მაგრამ დავიკიდე ეს ბიჭი და დავუთმე მეგობარს, ისევ ძველი ურთიერთობა შევინარჩუნე...
  ამის მერე კიდევ ცოტა ხანი ვმეგობრობდით, არა მე არ გამიწყვიტავს ურთიერთობა, თვითონ გახდა ცივი, უნივერსიტეტში თვალს მარიდებდა, ბოლოს მითხრა, ხომ ხედავ ძველი ურთიერთობა აღარ გვაქვსო.. რა უნდა მექნა... ძალიან განვიცადე...
 დღეს ჩვეულებრივი ნაცნობები ვართ... ნუ მე დავიკიდე მაგრამ მაინც ხანდახან მენატრება ის პერიოდი...
 ახლა მადლობა ღმერთს ძალიან კარგი მეგობრები მყავს.. არა არ მინდა რამე ცუდი მოხდეს და დავკარგო ისინი... ან რატომ უნდა მოხდეს :)))

6 comments:

  1. როცა მიუტევებ მერე ყოველთვის დებილის როლში გამოდიხარ. მაგრამ ყოველთვის ჯობია მიუტევო. მეცოდებიან ეგეთი მარაზმატიკები. ისინი კიდევ ერთად არიან?

    ReplyDelete
  2. გეთანხმები უნდა მიუტევო, ისევ შენთვისაა კარგი... არ არიან ერთად, 2 დღე იყვნენ თუ რაღაც ეგრე :დ

    ReplyDelete
  3. ფოტო <3 ძალიან მიყვარს :)

    ReplyDelete
  4. რატო უნდა მოხდეს?!
    არ მოხდება <3 :*
    მომწონს ახალი დიზაინი, როგორ გააკეთე?!
    ვერ მივხვდი

    ReplyDelete
  5. მადლობა კნუტ :)
    ქეთ ვაიმე სადღაც შევედი, ახალი დიზაინი აქვს ყველას, სეთინგებში ან სადმე ნახე, დიზაინში :დ

    ReplyDelete