Thursday, June 30, 2011

კითხვა–პასუხი..

ტანსაცმლით გძინავს თუ მის გარეშე?–მაისურით
შავი თუ ლურჯი კალამი?–ლურჯი
მოგწონს მოგზაურობა?–ვგიჟდები

გილოცავ დაბადების დღეს...

დღეს ჩემი ერთადერთი და 18 წლის გახდა.. მინდა მთელი გულით მივულოცო და ვუთხრა:
მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთს ხშირად არ ვეუბნებით თბილ სიტყვებს (იმიტომ რომ ჩემი და არ აღიარებს ხოლმე),  იცი, რომ ძალიან მიყვარხარ.. 18 წელია შენთან ერთად ვიზიარებ ყველაფერს... ახლა რომ მახსენდება, თურმე რამდენი დრო გასულა.. ჩვენი თავი ძალიან პატარები მახსოვს.. გახსოვს, როგორ ვჩხუბობდით ხოლმე? როგორ გაწვალებდი და თმებს გწიწკნიდი... მერე სკოლაში ხელიხელ ჩაკიდებული რო დავდიოდით... პატარები ისე ვგავდით ერთმანეთს, ყველას ტყუპები ვეგონეთ, მიუხედავად იმისა, რომ თითქმის 2 წელია ჩვენს შორის სხვაობა... ხო,  ხშირად ვერეოდით ერთმანეთში, ზოგს ერთნი ვეგონეთ... მერე გავიზარდეთ... მერე ჩვენს შორის თითქოს ბზარი გაჩნდა... დები ვიყავით და თითქოს არ ვიყავით... ალბათ ეს გარდატეხის ასაკის ბრალი იყო... ვერ ვუგებდით ერთმანეთს და ხშირად ვჩხუბობდით... მერე კიდევ გავიზარდეთ, ჭკუა მოგვემატა და მივხვდით რომ უაზრობაზე ჩხუბი არ ღირს და ისევ ერთად დავიწყეთ სიარული.. საერთო მეგობრები გვაყვს უკვე, შენი დაქალები ჩემები გახდნენ და პირიქით.... ახლა უკვე 18–ის ხარ.. მე 20–ის გავხდები მალე... რა დიდები ვართ და ამასთან ერთად ისევ ბევრი რამ გვაქვს სასწავლი... იცი, არ მჯერა! ვერ ვიჯერებ რომ უკვე ამხელები ვართ...
მე მინდა გისურვო, რომ ოცნებები აგიხდეს... ვიცი რამხელა ამბიციები გაქვს და ისიც ვიცი, რომ აუცილებლად მიაღწევ... მაგრამ პირველ რიგში მინდა, რომ ბედნიერი იყო და ყველა შენით ამაყობდეს, მე კი ახლაც ვამაყობ შენით...
ძალიან ძალიან მიყვარხარ ჩემო პატარა დაიკო... ♥♥♥♥♥♥

Monday, June 20, 2011

რა კარგია...

რა კარგია როდესაც აღმოაჩენ რომ ის ვინც გიყვარდა აღარ გიყვარს და ისიც კი გიხარია, რომ სხვასთანაც ბედნიერია... როცა თვალზე ბინდი გაიფანტება და დაინახავ რომ შენ უფრო მეტის ღირსი ხარ... რომ უიმისოდაც გააგრძელებ ცხოვრებას...  მე ის დიდი ხნის წინ გადავიყვარე... მაინც მეფიქრებოდა, მაგრამ არა ძველებურად.. უბრალოდ ალბათ მიმიხვდებთ.. ხანდახან თბილად მახსენდებოდა, მაგრამ როცა ვიხსენებდი რამდენი ცუდი ქნა, გული მწყდებოდა, მაგრამ ვიცი რომ არ გულისხმობდა ამას... უბრალოდ შეცდომები ყველას მოგვდის...
მართლაც რომ ცხოვრება გრძელდება ჩვეულ რითმში და არც არავის არ ელოდება...
მე იმ 2–მა თვემ ბევრი რამ მასწავლა... უბრალოდ მომავალში ცოტა ფრთხილად ვიქნები და ნაჩქრავ გადაწყვეტილბებეს აღარ მივიღებ.. კიდევ ბევრი მაქვს სასწავლი... მაგრამ მაინც გამიხარდა რომ ჩემს თავს ვაჯობე... მტკივნეული იყო 1 წელი, მაგრამ დრო ყველაფერს კურნავსო და მართალია.. იმ წელმაც ბევრი მასწავლა... ბევრი შეიცვალა ჩემს ცხოვრებაშიც და ახლა ბედნიერი ვარ...
საჭირო იყო ყველაფერი, რომ გავზრდილიყავი, რომ დავრწმუნებულიყავი, რომ ყველა კარგი არ არის.. ახლაც მიჭირს ადამიანების ცნობა, მაგრამ შევეცდები ისე გული აღარვის ვატკენინო...
ახლა რომ ვიხსენებ თითქოს გუშინ იყო ყველაფერი არადა იმდენი დრო გასულა... კიდევ იმ არჩევანის წინაშე რომ ვყოფილიყავი ახლა ნამდვილად არ ვიცი რას ვიზამდი... ალბათ ისევ დავთანხმდებოდი, ამგრამ ისე გულუბრყვილოდ არ მოვიქცეოდი...
ნამდვილად აღარ მენატრება, აღარ მიყვარს და აღარ ვფიქრობ და მიხარია...
გამიმართლა რომ ასეთი კარგი მეგობრები მყავს და ყოველთვის მეხმარებიან... ამისთვის ღმერთს მადლობა...
ხომ კიდევ, ნუ მიიღებთ ნაჩქრევ გადაწყვეტილებს და ის ნამდვილად მართალია, რომ ჯობია საყვარელი ადამიანი გაუშვა, თუ დაბრუნდა ნამდვილად ღირს მისთვის ყველაფრის გაკეთება და თუ არა უბარალოდ იცოდე, რომ ისიც ადამიანია და იმასაც აქვს გრძნობები... ვერავის ვერ აიძულებ შეგიყავროს... და ვერც შენ აიძულებ შენ თავს იმავეს...
ასე რომ მთვარაია გჯეროდეს შენი ოცნებების.. მე მაინც ასე მჯერა...

Friday, June 17, 2011

გამოცდები, ყაზბეგი და სხვა სისულელეები...

კარგა ხანია არაფერი დამიპოსტავს...
ბევრი რაღაც მოხდა..
ჯერ ერთი რომ იქითა კვირიდან გამოცდები მეწყება და ძალიან მეზარება... იმედი მაქვს ყველაფერს კარგად ჩავაბარებ..
წინა კვირა–ორშაბათს მე და ჩემი ჯგუფელები წავედით ყაზბეგში.... აუ ძალიან ლამაზაია იქაურობა... პირველ დღეს დავიღალეთ და მარტო ანანური ვნახეთ და დარიალის ხეობა...
ავძვერი ანანურის ციხეზე და რო ჩამოვედი კუნთები ისე მტკიოდა ძლივს დავდიოდი...
მერე წავედით სახლში, რომელიც ვიქირავეთ... ძალიან გვშიოდა, მაგრამ 3 საათი მარტო მწვადებს ველოდეთ... მოკლედ ეს იყო 1 დღე... მე–2 დღეს დილით წავედით  გერგეთის სამებაზე... რამდენიმე მოკლე გზით ავედით და დიდი ხანი არ მოგვიწია სიარულმა... დანარჩენები მგონი 1 სთ–ის მერე ამოვიდნენ... კარგა ხანს ვიყავით ზემოთ... წირვაზეც შედევედით და ქადაგებაც მოვისმინეთ... გასაოცარი სილამაზეა... მინდა ყაზბეგში ქმონდეს სოფელი...
გუშინ გავიგე, რომ თურმე ბიჭმა, რომელიც მომწონს, არც კი იცის ვინ ვარ და სახეზეც ვერ მცნობს... არ ვიცი როგორ შეიძლება არ ახსოვდე ადამიანს, სულ რომ გიყურებს.. :))) სწავლა დამთავრდა და ვნახოთ რა იქნება :)) ასეთი ცუდი მეხსიერება აქვთ ბიჭებს? თუ თავისი რაგბი თავში ისე აუვარდა "უბრალო მოკვდავებს" აღარ გვკადრულობს :))) არაუშავს, ვასწავლი ჭკუას... :))
გუშინ კიდევ დაქალთან დავრჩით, სწავლის ბოლო დღე იყო  :)) ხოდა ავღნიშნეთ, დავლიეთ და დავთვრერით.. არადა თავიდან ყველაზე ფხიზელი მე ვიყავი, მერე ბოლოში აღარ მახსოვს :)) უცებ მომეკიდა :))
ახლა კი წავედი, მომზადებას დავიწყებ, GMAT-ზე მაგვიანდება..

Friday, June 10, 2011

The Worst Day

არ წყდება ცუდი დღეები... სულ ცუდი ხდება... არაფერში არ გამიმართლა რა..
გუშინ ღამის 5 სთ–ზე გამაღვიძა ჩემი დის წკაპუნმა ლეპტოპზე და ვთხოვე მეძინება და გეყოთქო, ისედაც ძლივს მყოფნის ძილი და საბაოლოოდ მაგრად ვიჩხუბეთ..
გათენდა დილა და დილასაც მაგრა დავცხეთ... მოვედი უნივერსიტეტიდან და კიდევ დავცხეთ, ისეთი რაღაცები მითხრა, რო ტირილს ვერ ვიკავებ, ამსკდება ცრემლები..
მართლა ცუდი ადამიანი ვარ? რა დავაშავე ცხოვრებაში ასეთი რომ ეს დავიმსახურე? ან როდის დამთავრდება ეს ცუდი დღეები, აღარ შემიძლია უკვე, ყველა ჩემზე რატომ იყრის ჯავრს.. ყველაზე მეტად ჩხუბი მტკენს გულს... ამ ჩემს დას კიდე რო ჰკითხო უკვე დიდია, არადა მაინც ბავშვურად ფიქრობს და ბევრი აკლია გაზრდამდე...
აღარ შემიძლია მე ასე... ასე უაზრო ცხოვრება აღარ მინდაა......
ბევრი კარგიც მოხდა დღეს, მაგრამ ამან მთლიანად გადაფარა ყველაფერი...

Monday, June 6, 2011

Cause you had a bad day...

მთელი დღე უაზრო ხასიათზე ვარ... ბევრი წვრილმანი დამატყდა ამ ბოლო დროს თავს და ყველაფერს განვიცდი... ყველაფერზე ნერვები მეშლება...
რა მოხდება ცოტახნით გავქრე...
მთელი დღეა ასე ვარ და სულ რაღაცა მიფუჭებს ხასიათს, დამღალეს ჩემმა ჯგუფელებმა, ყველაფრის კოსნპექტს მე მთხოვენ, დავიღალე დავიღალე... ვერავინ ნახავს ამ ჩემს დეპრესიულ პოსტს... ალბათ ყველა დავღალე ჩემი წუწუნით და აქ მაინც ვიწუწუნებ...

Saturday, June 4, 2011

ჩემი ზღვის გოჭი

ძალიან გავს ჩემს გოჭს
ის ნოემბრის ერთ საღამოს სახლში პატარა ყუთით მოიყვანეს... როდესაც ყუთს თავი ავხადე, პატარა მობუზული არსება დავინახე.. მაშინ მართლა ვერ ვიფიქრებდი რომ ის ”ოჯახის წევრი’ გახდებოდა და ასე შემიყვარდებოდა... მართალია ჩემს დას აჩუქეს, მაგრმ მის გარდა  ცუცას ყველა უვლის...