Monday, October 31, 2011

Weekender–ანუ როგორ აღმოვჩნდი ფილმის გადასაღებ მოედანზე

     ეს ამბავი ძალიან ცოტამ თუ იცის. არც მახსოვდა სანამ ფილმი არ გამოვიდა. ყველაფერს თავიდან დავიწყებ.
  დაახლოებით ერთი წლის წინ, ჩემმა ფრანგმა მეგობარმა ნენსიმ მითხრა, რომ ერთ–ერთი ინგლისური ფილმისთვის  მსახიობები სჭირდებოდათ, რაღაც კლუბის სცენის გადასაღებად. მე სიხარულით დავთანხმდი, რადგან მანამდე კინოსთან შეხება არასდროს მქონია. არც ვიცოდი რომ ინგლისში საკმაოდ ცნობილ მსახიობებთან მომიწევდა შეხვედრა. ბევრმა თქვენგანმა იცით ალბათ სერიალი The Skins, ასევე მისი ვარსკვლავი Jack O'Connell ,რომელიც ერთ–ერთ მთავარ როლს თამაშობს. მსახიობებიდან მხოლოდ ეს და Henry Lloyd-Hughes ვიცოდი, ეს უკანასკნელიც იმიტომ რომ რამდენიმე დღით ადრე სერიალში ვნახე.
  ფილმი 90–იანი წლებზე მოგვითხრობს, ამიტომ შესაბამისად გვეცვა ყველას.  არ მეგონა ერთი პატარა სცენის გადაღებას თუ ამდენი დუბლი დასჭირდებოდა, მთელი დღე იქ დავყავით და ბოლოს ისეთი დაღლილი ვიყავი ერთი სული მქონდა სახლში როდის წამოვიდოდი.
  თუმცა საკმაოდ კარგად გავერთე და დიდი შთაბეჭდილებებიც მივიღე. ძალიან მინდოდა ის სიტუაცია ფოტოებზე აღმებეჭდა, მაგრამ აბა ვინ დამრთავდა ნებას. ის მომენტები ახლაც ძალიან კარგად ამხსოვს, მართალია რამდენიმე საათი თითქმის შეუსვენებლად ვცეკვავდით, მაგრამ ვთვლი რომ ამად ღირდა. ახლა მესმის მსახიობების, თუ რისი გაძლება და გადატანა უწევთ, ნამდვილად არ მეგონა ასეთი რთული თუ იქნებოდა.

  ფილმის სიუჟეტი ასეთია: 1990 წელი, ინგლისი. რევოლუცია ედება მთელს გაერთიანებულ სამეფოს. დანგრეული საწყობები და ფაბრიკები ღამით იწყებენ გამოცოცხლებას. ეიფორიული მოზარდები უგულებელყოფენ პოლიციის აკრძალვას. Acid House ჩამოვიდა და მეგობრები Matt (HENRY LLOYD-HUGHES) და Dylan (JACK O'CONNELL) მის შუაგულში არიან. ეს არის ისტორია ორ მეგობარზე, რომელთაც წვეულებები არალეგალურ შეკრებებად აქციეს.
   საინტერესო ფაქტი ისაა, რომ 10 და 20 ფუნტიანი, რომელიც გამოყენებულ იქნა ფილმში, არის ახლანდელი ვალუტა. ისინი არ იყო მიმოქცევაში 1990 წელს. "კლუბში" შესვლისას რადენიმეს მოგვცეს ფული, (რა თქმა უნდა ნამდვილი არ იყო), რათა ნარკოტიკები გვეყიდა. მოკლედ მაგრად ვიხალისეთ.
 ფილმის პრემიერა შედგა 2 ოქტომბერს. სამწუხაროდ ვერ ვნახე ეს ფილმი, მაგრამ იმედი მაქვს უახლოეს მომავალში ვიხილავ და ჩემს თავს მოვკრავ სადმე თვალს.

თუ ფილმის გადმოწერა მოგინდებათ:
Weekender

ესეც ფილმის თრაილერი:

Friday, October 28, 2011

Braids

ნაწნავები ჩემი საყვარელი ვარცხნილობაა, ბავშვობიდან ძალიან მიყავრს. ის საკმაოდ მოდური ტრენდია, რომელიც მოსახერხებელია როგორც მზეში, წვიმასა თუ ქარში, ამიტომაც შემოგთავაზებთ ტუტორიალს რამდენიმე საინტერესო ვარცხნილობის შესახებ. ეს ჩემი პირველი მცდელობაა, ძალიან ნუ გამაკრიტიკებთ.

Friday, October 21, 2011

დეპრესიული მე

   ვზივარ სახლში ჩემთვის და ყავას ველოდები, ცოტა არ იყოს და მცივა... ახლა მოვედი უნივერსიტეტიდან, თან ძალიან დაღლილი ვარ, თან მეცადინეობაც მეზარება...  არაუშავს ამ 1 წელს გავუძლებ როგორმე :)
   ამ ბოლო დროს საშინლად არ მომწონს ჩემი თავი... დაკარგულივით ვარ, ძიების პროცესსში, სულ ცუდ ხასიათზე, სახლში მოსვლა არ მინდა ხოლმე. რატომღაც ყოველთვის ვფიქრობდი, რომ უნდა ვყოფილიყავი 1 წლით დიდი, რატომ არ ვიცი...
  სიმართლე უნდა ვთქვა, ჩემზე მოსაწყენი ცხოვრება ალბათ არავის არ აქვს. ყოველ დღე ერთი და იგივე, სახლი–უნივერსიტეტი–სახლი. მიკვირს, ჩემზე მეტად სიარული და სეირნობა არავის უყვარს ალბათ, მაგრამ ეგეც მეზარება. არა მართლა დავიღალე ყველაფრით. ადამიანებიც მომბეზრდნენ, ვეღარ ვუგებ ვერავის :)
  არა არ მიყვარს ასეთი მე, მაგრამ ზოგჯერ ასეც ხდება. ვიცი ძნელად ასატანი ვარ, მაგრამ ყველაზე მეტად ვერ ვიტან როცა მეუბნებიან რამე შეცვალე შენს ხასიათშიო... ჰეჰ არ შევცვლი არასდროს! ვისაც არ მოწონს გაიაროს :)
    რა მოხდება ერთხელ გავიღვიძო და 30 წლის ვიყო. ჩამოყალიბებული ადამიანი. ვიცი პატარა ბავშვივით ვწუწუნებ, მაგრამ როდესაც რაღაცა მაწუხებს რომ არ ვთქვა არ შემიძლია, თქვენ კი მას წუწუნს უწოდებთ, მე კი სულაც არ ვფიქრობ ასე. მეგობრებსაც ბოლომდე ვერაფერს ვეუბნები, ან ვერ მიგებენ ან კიდევ მომიგდებენ 1–2 სიტყავს და ვჩუმდები.. არა მაინც არავის არ ესმის ჩემი, მე უნდა ვუშველო ჩემს თავს... რამდენს ვფიქრობ, სულ წვრილმანებზე, მალე გავგიჟდები...
   სადაცაა ცრემლები წამსკდება ისე ვარ, რა აზრი აქვს მაინც ვერავინ დაინახავს, არც არავის ვაჩვენებ, არადა როგორ მინდა ვინმე უბრალოდ მაგრად ჩამეხუტოს და დამამშვიდოს, მეტი არაფერი. ცოტა ხანი ჩემი წუწუნიც აიტანოს და არაფერი მითხრას.
  უბრალოდ ზოგჯერ მაწვება ხოლმე ემოციები და ბოლომდე მაინც ვერავის ვეუბნები. ერთადერთი დედაჩემი მიგებს და მანუგეშებს ხოლმე, მაგრამ ბოლომდე მაინც არ ვიხსნები.
  ზოგჯერ რა მგონია იცით? რომ ადამიანებს არ ვუყვარვარ, ტყუილად მიღიმიან და ზრდილობის გამო მესალებიან, არადა ზოგ შემთხვევაში მართლა ასეა. საერთოდ რატო ვფიქრობ მათზე–არ ვიცი. არაფერი არ ვიცი, ამ წუთში არაფერზე არ მაქვს პასუხი, უბრალოდ მხოლოდ ის ვიცი რომ ცუდ ხასიათზე ვარ, ძალიან მინდა გარეთ გავიდე, მაგრამ იმდენი მაქვს სამეცადინო ვერ გავალ :)
  მინდა სხვებივით უდარდელი ვიყო, წვრილმანებზე არ ვფიქრობდე, მეკიდოს ყველაფერი და საერთოდ სხვანაირი ხასიათები მქონდეს, უფრო მხიარული და გახსნილი ვიყო. არა, საერთოდ მინდა რომ გავქრე ხანდახან თითქოს არც ვიყავი :)
   ახლა მართლა უნდა გავქრე აქედან. იმედია ეს ჩემი პოსტი ცუდ ხასიათზე არ დაგაყენებთ. რა ვქნა უნდა დამეწერა. :)

 P.S. “I'm selfish, impatient and a little insecure. I make mistakes, I am out of control and at times hard to handle. But if you can't handle me at my worst, then you sure as hell don't deserve me at my best.”
 ― Marilyn Monroe

Sunday, October 9, 2011

ნაბოდვარი

 უმრავი აზრი ირევა თავში, სულ ასე ვარ, ამის გამო ქუჩაშიც ვერავის ვამჩნევ, აუცილებლად გვერდს ჩაგივლი, იმიტომ რომ ვფიქრობ, სადღაც ვარ, არა დედამიწაზე. ამ დროს არაფერი არ მესმის, ვერავის ვერ ვხედავ, ვართ მარტო მე და ჩემი აზრები...
 ვფიქრობ უამრავ სისულელეზე, რომელთა უდიდესი ნაწილიც აღარ მახსოვს რამდენიმე წამის მერე. ვაწყობ გეგმებს და შემდეგ ისევ ვანგრევ. მივუყვები ტროტუარს, თან მუსიკას ვუსმენ და ვერ ვხედავ, რა ხდება ირგვლივ. ასეთ დროს შემიძლია უსასრულოდ გავაგრძელო გზა, ვიბოდიალო მთელი დღე, რა ვქნა ძალიან მიყვარს ფეხით სიარული და ფიქრი.
     მე ერთი ჩვეულებრივი გოგო ვარ, რომელიც პატარა ქალაქში ცხოვრობს. ყოველ დღე  სახლიდან ბედნიერი გამოდის, მაგრამ გულის სიღრმეში ეს  მონოტონურობა აგიჟებს. რა თქმა უნდა სახეზე ვერასოდეს შეატყობთ, არც გაგრძნობინებთ. არა, მეგობრებიც ვერ ამჩნევენ. შეიძლება ხანდახან თვითნაც ვერ მიხვდეს. უყვარს ყველა და ყველაფერი, მაგრამ ხანდახან ადამიანები აღიზიანებენ. ოცნებობს უსასრულოდ, ვერ წარმოუდგენია სინამდვილეში რა სხვანაირია ეს სამყარო და რომ ზოგჯერ ყველაფერი ისე ვერ იქნება როგორც უნდა, მაგრამ  მაინც ცდილობს არ დაუჯეროს არავის და ოცნება გააგრძელოს. ჯიუტია, ძალიან ჯიუტი, მაგრამ იმდენად ხშირად უთმობს სხვას, რომ ამ თვისებას ვერც კი აღმოაჩენთ მასში.
       სურს–ეს სამყარო იყოს ისეთი როგორიც ვერასოდეს ვერ გახდება. ადამიანები იმდენად  არიან დაკავებულნი თავიანთი საქმეებით, ყველაზე მნიშვნელოვანი რჩება მათი თვალთახედვიდან. ამასობაში კი დრო მიდის, მასთან ერთად ის შანსები, ის სიურპრიზები, რომელსაც ჩვენს ცხოვრების საჩუქარს ვეძახით. ადამიანები რა თქმა უნდა ხელიდან უშვებენ მათ და შემდეგ წუწუნებენ. დრო არავის არ ელოდება, ცხოვრება გრძელდება და იმდენად ეჩვევიან ასე ყოფნას, ფეხს უწყობენ და უაზროდ მიყვებიან ამ დინებას. ბოლოს ფიქრობენ "რა იქნებოდა თუ"... მერე ნანობენ  წარსულში დაშვებულ შეცდომებს, რომელთა გამოსწორება თურმე ძალიან ძალიან გვიან არის.
      რატომ უძნელდებათ ასე ძალიან საყვარელი ადამიანების პატიება? რატომ ართულებენ ყველაფერს "დიდები", როცა "ყველაფერი გენიალური მარტივია"? რატომ არ უნდა გააკეთო  რაღაც, მხოლოდ იმიტომ რომ გეშინია? რატომ არ ესმით, რომ ერთმა რაღაცამ შეიძლება ყველაფერი შეცვალოს. რატომ არ უნდათ პატარა უმნიშვნელო რაღაცებით ტკბობა ისწავლონ?
    რა მოხდებოდა მაშინ, თუ გაიგებდი რომ მხოლოდ 1 კვირის სიცოცხლე დაგრჩა? ხომ გააკეთებდი იმას რაც გაკლია,რაზეც ოცნებობ, რისიც გეშინია... ხოდა რატომ არ ცხოვრობთ ისე თითქოს თქვენი უკანსკნელი დღეა?
 ვიცი იტყვით პატარა ხარო და შენ რა გესმისო, მაგრამ არც მინდა გავიგო. ვიცი რთულია ყველაფერი, მაგრამ უფრო ნუ გაართულებთ.

Saturday, October 8, 2011

მე რომ არ დავბადებულიყავი...

მე რომ არ დავბადებულიყავი ჩემს მშობლებს ალბათ იმედი დაეკარგებოდათ რომ ოდესმე შვილს გააჩენდნენ...
მე რომ არ დავბადებულიყავი ჩემი და არ მომიშლიდა ნერვებს და მე–მას... სიმთვრალეში არ მეტყოდა "მიყვარხარ"–ს... არ ჩავეხუტებოდით ერთმანეთს... არ გეყოლებოდი უფროსი და, არ ვიჩხუბებდით...
მე რომ არ ვყოფილიყავი ალბათ არც არაფერი შეიცვლებოდა თქვენთვის, უბრლოდ ვერასოდეს გამიცნობდით, ვერასოდეს მაკოცებდით, მომეფერებოდით, ვერ ვისეირნებდით ერთად, ვერ გეყვარებოდით...
მე რომ არ ვიყო ვერ მომატყუებდით რომ გიყვარვართ,ვერ მაკოცებდით პირველად, მერე მიმატოვებდით და დამტოვებდით ატირებულს... ვერ დამკარგავდით როგორც მეგობარს და ისევ მაწყენინებდით ძალიან ძალიან...
მე რომ არ ვიყო არ გეყოლებოდათ კარგი მეგობარი, არ ვიცინებდი ან ვიტირებდი თქვენთან ერთად, არ მოვუსმენდი ერთსა და იმავეს ყოველ ღამე...დამიჯერეთ ჩემნაირს ვერ იპოვიდით... შეიძლება შეგხვედროდათ ჩემზე კარგი მაგრამ მე–არასოდეს....
სამყაროსთვის არაფერი შეიცვლებოდა, სხვა აღადგენდა ამ კანონზომიერებას... მე... მე არ ვიცი რა მომივიდოდა... შეიძლება სხვა ქვეყანაში სხვა ადამიანად დავბადებულიყავი...
სხვა ვყოფილიყავი სულ სხვაა... არ ვიცი რა იქნებოდა...
მე რომ არ დავბადებულიყავი მაინც დავაკლდებოდი აქაურობას... რატომ მაინც და მაინც მე? ამ კითხვას ვერ ვიტან ყველაზე მეტად... უბრალოდ უჩემოდ ეს სამყარო იქნებოდა ისევ ისეთი როგორც არის, მაგრამ არა ჩემთან ერთად.... მე ჩემი სამყარო შევცვალე... ხო მე მაქვს ჩემი კუთვნილი სამყარო, სადაც ყველაფერი სხვანაირადაა... მინდა და ვიყურები ვარდისფერი სათვალეებიდან, მინდა და მჯერა რომ ყველა კარგია, მინდა და ვიცინი სულ... მინდა და გიჟი ვარ, რომელიც არასოდეს ამოყოფს საგიჟეთში თავს.... ისეთი ვარ როგორიც არ ვარ საინამდვილეში...
მაგრამ ვიცი, სხვაგან არასდროს გავხდებოდი ისეთი როგორიც ახლა ვარ... არ მეყოლებოდა ოჯახი რომელიც მყავს... ხანდახან ვფიქრობ რომ მბეზრდება, მინდა წასვლა, გაქცევა, მაგრამ რეალობა ერთია–რომ არა ისინი, ვერასოდეს ვიქნებოდი როგორსაც ახლა მიცნობთ, ან ცდილობთ რომ გამიცნოთ....
მე რომ არ დავბადებულიყავი, ნეტა ვინ იქნებოდა ჩემ მაგივრად?

Friday, October 7, 2011

Drama, lies, tears. Cheers to the teenage years

  ვზივართ მე და ჩემი განუყრელი მეგობარი ყავა.... ვზივარ და ვფიქრობ, როგორც ყოველთვის... მინდა გავიხსენო სასიამოვნო მომენტები ღრმა ბავშობიდან, მაგრამ სულ პირველი მოგონება ძალიან ცუდია და კოშმარს გავს... გამოვტოვებ...
  მთელი ჩემი ბავშვობა სიგიჟეში გავატარე, რადგან ცელქი ვიყავი... მახსოვს მიყვარდა ოჯახი რომ ერთად ვსეირნობდით... მერე ეს სადღაც გაქრა, დაიკარგა, აღარ ეცალათ ჩვენთვის... მერე მოვიდა სკოლაში წავსლის დრო, ძალიან მიხაროდა უფრო იმიტომ, რომ ახალი რაღაცები მიყიდეს... პირველი დღეც მახსოვს, მეორე დღეს კი სხვა სკოლაში მიკრეს თავი, მახსოვს არ გამხარებია... ეს სკოლა რომ მახსენდება მეზიზღება იქაურობა... მთელი 10 წლის განმავლობაში მხოლოდ 1–მა მასწავლებელმა მოახერხა ისე შეეყვარებინა თავი, რომ დღესაც კი მახარებს მისი გახსენება და აი ყველაზე უმაგრესი და სამართლიანი იყო...
 სკოლის წლების გახსენება არ მინდა, იმიტომ რომ არაფერი იყო გასაოცარი... ამბობენ სკოლა მოგენარება, რომ დაამთავრებო, მას მერე 3 წელი გავიდა, მაგრამ ისევ მეზიზღება იქაურობა...
 მერე იყო აბიტურიენტობა... იმდენს ვსწავლობდი მთელი წელი სახლიდან არ გავსულვარ, დამიჯერებთ? მე და ჩემი მეგობარი ერთად დავდიოდით მასწავლებლებთან და გზაში ვერთობოდით კარგად... რაც მთავარია ჩემმა შრომამ შედეგი გამოიღო და პირველივეზე მოვხვდი...
 ძალიან მიყვარს უნივერსიტეტის წლებიი.... რამდენი კარგი მეგობარი შევიძინე, რომელსაც ვერ დავკარგავ... იყო ბედნიერი წუთებიც და უბედურიც...
 რომ მახსენდება რამდენი ტყუილი იყო ჩემს ცხოვრებაში, რამდენ ადამიანს უტკენია გული... ხო ალბათ თქვენც გატკინეს... რას ვიზამთ, უნდა გავიზარდოთ და ვისწავლოთ...
 ჩემი ყველაზე დიდი ბედნიერება იცით რა იყო? მამაჩემმა რომ მითხრა ლონდონში გაგიშვებო... 1 წელი ველოდებოდი ამ პასუხს, წარმოიდგინეთ ერთ ღამეს ჩავწექი ლოგინში და ჩემთვის ვთქვი ნეტავ ახლა გავიღვიძო, ერთი წელი იყოს გასული და ლონდონში მივდიოდეთქო... მახსოვს, სირთულეებიც მახსოვს...
 არა მაინც რაზე მწყდება გული ყველეაზე ძალიან იცით? მეგობრის დაკარგვაზე... ისე ვეჩვევი ადამიანებს, ისე, რომ მერე მიჭირს მათთან განშორება. კიდევ იმას განვიცდი, როდესაც ადამიანის ნამდვილ სახეს დავინახავ და ისეთი არ აღმოჩნდება, რომელსაც მოველი...
 ახლა?  ახლა ძალიან ბედნიერი ვარ ყველაფრით, მაგრამ მაინც მაკლია რაღაც... რაღაც, რომელსაც არ ვიტყვი...

Sunday, October 2, 2011

My Dreams

არავინ არ თქვას, რომ ოცნებები არ ხდება...  როცა ძალიან გინდა, როცა მთელი გულით ოცნებობ რაღაცაზე, აუცილებლად მიაღწევ აუცილებლად!!! უბრალოდ საჭიროა რწმენა... ამას ჰაერზე არ ვამბობ, ჩემს თავზე გამოვცადე...
 ცხოვრებაში დიდი მიზნები მაქვს და მჯერა რომ მივაღწევ... მინდა რომ ისეთი ადამიანი გავხდე, რომელიც კვალს დატოვებს ამ ცხოვრებაში და ისე არ მოვკვდები თითქოს არც ვყოფილვარ... ჩემს თავს ყოველთვის ვეუბნები, რომ ჩემი სახელი აუცილებლად ჩაიწერება ვიკიპედიაში, აუცილებლად!!!
 ჩემი თავი როგორი წარმომიდგენა იცით? საქმიანი, მუდამ აქეთ–იქით რომ დადის, ყველას რომ უყვარს და ყველას მის ადგილას რომ უნდა... :) რაც მთავარია, მინდა ვიყო ჩემი საქმის პროფესიონალი... არა, არ მინდა ერთ ადგილას გაჩერება!
 ბავშვობიდან ვარ ასეთი მეოცნებე, ფანტაზიორი და მიზანდასახული! ყოველთვის ვიცი რა მინდა და რა უნდა გავაკეთო.. ეს ბოლო პერიოდში ავირიე ცოტა, მაგრამ აზრები ისევ დავალაგე როგორც ყოველთვის.... თავი ხანდახან უცნაურიც მგონი, ჩემს თავში ყველაფერი ლაგდება და გეგმასავით ეწყობა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ გეგმიდან არ ვუხვევ....
 დღეს მე და ჩემი უახლოესი მეგობარი ვსაუბრობდით და ვიცინოდით... ვინმეს რომ შეეხედა ჩვენთვის იფიქებდა გიჟები არიანო... დაახლოებით ასე ჟღედრა: "ჩვენ უმაგრესი მარკეტოლოგები ვართ, მოთხოვნაა ჩვენზე", "სულ ვმოგზაურობთ", "ძალიან ბედნიერები ვართ" და უამრავი კიდევ ასეთი :))) არა გიჟები არ ვართ... ამის მერე ისეთ კარგ ხასიათზე დავდექი და ისეთი ბედნიერი ვიყავი....
 ვოლტ დისნეიმ თქვა, ყველა ოცნება შეიძლება ასრულდეს, თუ გაქვს იმის ძალა რომ გაყვე მას... და აბსოლიტურად ვეთანხმები (ჩემი საყვარელი სიტყვებია), არ უნდა დანებდე და ყოველთვის გახსოვდეს შენს გონებაში...
 მე მინდა ვიყო ის გოგო, რომელიც ერთ დღეს მთელს მსოფლიოს შეცვლის, არ ვიცი როგორ, მაგრამ შევეცდები მაინც...
 თქვენ კი იოცნებეთ და გჯეროდეთ.. :)