Friday, August 26, 2011

Party Games

ინტერნეტში ბევრი ვეძებე თამაშები და ძლივს ვიპოვე საინტერესო  დიდებისთვის. იმედია მხიარულ დროს გაატარებთ :)
ეს თამაშები კარგია და სახალისოა, როდესაც თქვენი სტუმრები არ იცნობენ კარგად ერთმანეთს.

                                                    "პრესკონფერენცია"

შინაარსი: შენ არ გჭირდება რამე ამ თამაშისთვის, გარდა ბოროტი იუმორი და ხმაურიანი ჯგუფი. ეს თამაში კარგია ადმიანების გასაცნობად და მათ გასამხიარულებლად.

თამაში:
  • ერთ–ერთ სტუმარს უშვებენ ოთახიდან, ხოლო დანარჩენები წყვეტენ ვინ იქნება ეს სტუმარი–შემდეგ მართავენ კონფერენციას.
  • როდესაც მოთამაშე ბრუნდება, დანარჩენები უსვამენ მისი პროფესიის შესაფერის შეკითხვებს. მოთამაშეები უნდა შეეცადონ იყვნენ კრეატიულები და შეკითხვებით მიახვედრონ მოთამაშეს ვინ არის მისი პერსონაჟი.
  • შენ შეგიძლია დროის ლიმიტი დააწესო ინტერვიუსთვის ან ითამაშო ჩვეულებრივ
შენიშვნა: ეს თამაში ასევე შეგიძლია ითამაშო ფარულად. როდესაც წვეულების დროს ვინმე გავა ოთახიდან, შენ ჩუმად შეგიძლია მიანიჭო პროფესია ან პერსონაჟის სახელი და დაიწყო "პრეს–კონფერენცია" როდესაც დაბრუნდება–ასე რომ ის ვერ  მიხვდება რა ხდება. (მგონი ასე უფრო სასაცილოა)

             
                                               "თამაში კინომანებისთვის"


შინაარში: ეს არის გასაცნობად კარგი თამაში, რომელსაც კინომანები თამაშობენ.  თუ შენ გყავს ფილმების მოყვარული მეგობრები, ეს არის კარგი გზა, რომ აალაპარაკო ისინი მათ საყვარელ ფილმებსა და მსახიობებზე.
თამაში:
  • ერთ–ერთი მოთამაშე ამბობს მსახიობის სახელს. თამაში მიმდინარეობს საათის ისრილს მიმართულებით. შემდეგმა მოთამაშემ უნდა თქვას ფილმი, რომელშიც ეს მსახიობი მონაწილეობს.
  • შემდეგი მოთამაშე ამბოს მსახიობის სახელს, რომელიც თამაშობდა პირველ მსახიობთან ერთად დასახელებულ ფილმში. 
და ასე გრძელდება.
  • მსახიობები და ფილმები შეიძლება ახსენო რამდენჯერმე, მაგრამ არა იმავე კომბინაციით. მაგალითად, შეგიძლია თქვა Leonardo DiCaprio ორჯერ, მაგრამ არა იგივე ფილმი.
  • მოთამაშე რომელიც ვეღარ აგრძელებს თამაშს ვარდება.

                                                  "გაგიკეთებია ოდესმე ეს?"

შინაარსი: ყველა წერს გიჟურ ან საინტერესო რაღაცას რაც გაუკეთებიათ ცხოვრების მანძილზე და დებს ქუდში. სხვადასხვა სტუმარი რიგის მიხედვით იღებს და კითხულობს მას. მოთამაშეები რომელთაც გაუკეთებიათ მსგავსი რამ უზიარებენ თავიანთ ისტორიას ამ ქმედებაზე, სპორტზე და ა.შ.

                                                      "მუცლით ბუშტების გახეთქვა"

ამ თამაშის აზრი არის ის, რომ მოძებნოთ პარტნიორი, რომელსაც ასე თუ ისე იცნობთ  და შეეცადო გახეთქო ბუშტი, რომელიც მოთავსებულია თქვენს მუცლებს შორის. წყვილი, რომელიც ყველაზე მეტ ბუშტს გახეთქავს იგებს. ასევე შეგიძლია პარტნიორი შეიცვალო მას შემდეგ როდესაც გახეთქავ ბუშტს.


                                               "თამაში დალევაზე:  მეფის ჭიქა"


შინაარსი:
  • მოათავსე ჭიქა  მაგიდის შუაში.
  • დადე კარტები ამ ჭიქის ირგვლივ (ნახატებით დაბლა) და შესაბამისად დასვი სტუმრებიც.
  • თამაშის მთავარი გმირი არის–ყოველი კაროლის ამოღებაზე, მოთამაშე რომელიც იღებს ამ კარტს, ასხამს თავის სასმელს მაგიდის შუაში მოქცეულ ჭიქაში. 
  • ის მოთამაშე რომელიც იღებს ბოლო კაროლს სვამს ამ ჭიქაში ჩასხმულ სასმელს. ეს ყველაზე საზიზღარი თამაშია, რადგან ყველა მოთამაშე სხვადასხვა სასმელს ასხამს ჭიქაში.
აირჩიე მოთამაშე, რომელიც პირველი დაიწყებს თამაშს და აი წესებიც:

2–ორი თქვენთვის: (ანუ თუ ამოიღებთ ორიანს კარტიდან)
თვენმა არჩეული მოთამაშე სვამს ორ ჭიქას.

3–სამი ჩემთვის:
მოთამაშე სვამს სამ ჭიქა სასმელს.

4:
ყველა გოგო სვამს სასმელს

5–სილა:
როდესაც ამოიღებ 5–იანს, ყველა მოთამაშე დებს მაგიდაზე ხელებს, ხოლო ბოლო (ვინც დადებს) სვამს.

6: 
ყველა ბიჭი სვამს.

7- Thumbmaster: (ცერა თითის ოსტატი)
 ვინც 7–იანს ამოიღებს ხდება ახალი Thumbmaster. მას შეუძლია დადოს ცერა თითი მაგიდაზე როცა უნდა, ხოლო ბოლო მოთამაშე სვამს.

8–მე არადროს:
თქვი სიმართლე, რაც არასდროს გაგიკეთებია, ხოლო მათ ვინც გააკეთა სვამენ.

9–რითმა:
 თქვი მოკლე წინადადება. მეორე მოთამაშე ამბობს წინადადებას, რომელიც ერითმება შენ მიერ ნათქვამს. ეს ვრცელდება მაგიდის ირგვლიც, ხოლო მოთამაშე რომელიც ვერ რითმავს, სვამს.

10–კატეგორია:
 აირჩიე კატეგორია. მოთამაშეებმა უნდა აირჩიონ რაღაცები ამ კატეგორიიდან. თუ ვერაფერს ვერ მოიფიქრებ სვამ. ( მაგალითად: შოკოლადის ფილა–სნიკერსი, ტვიქსი და ა.შ.)

ვალეტი–წესი:
ყველაზე მხიარული კარტი. შენ უნდა შეადგინო წესი თამაშისთვის (მაგალითდ, ვილაპარაკოთ სახელების გარეშე, "მწვანე კაცი"–წარმოიდგინე რომ შენს ჭიქაზე ზის პატარა კაცი, ყოველთვის როცა დალევ სასმელს ხელით მოაშორე ეს კაცი და შემდეგ დალიე) ყველა ვინც დაარღვევს წესს სვამს.

დამა–შეკითხვები:
მოთამაშე რომელიც ირჩევს დამას, ხდება შეკითხვების ოსტატი შემდეგი დამის ამორჩევამდე. მას შეუძლია დაუსვას შეკითხვა ნებისმიერ მოთამაშეს ნებისმიერ დროს. თუ მოთამაშე პასუხობს შეკიტხვას, მაშინ სვამს.

კაროლი–მეფის ჭიქა:
პირველი სამი მოთამაშე, რომელიც იღებს კაროლს, ასხამს თავის სასლემს, მაგიდის შუაში მოქცეულ ჭიქაში, ხოლო ბოლო კაროლის მფლობელი სვამს მას. თამაში მთავრდება, როცა ბოლო კაროლი იქნება ამოიღებული.

ტუზი–ჩანჩქერი:
ყველა სვამს. არც ერთ მოთამაშეს არ შეუძლია შეწყვიტოს დალევა, მანამ სანამ მის გვერდით მჯდომი არ შეწყვეტს.



2 comments:

  1. ჰაჰაჰააა რა მაგარიაა!!!
    ეს ბოლო აუცილებლად უნდა ვითამაშთ, აუცილებლად!! :>:*

    ReplyDelete
  2. აბა რააა : )))))))) :*

    ReplyDelete