Saturday, October 8, 2011

მე რომ არ დავბადებულიყავი...

მე რომ არ დავბადებულიყავი ჩემს მშობლებს ალბათ იმედი დაეკარგებოდათ რომ ოდესმე შვილს გააჩენდნენ...
მე რომ არ დავბადებულიყავი ჩემი და არ მომიშლიდა ნერვებს და მე–მას... სიმთვრალეში არ მეტყოდა "მიყვარხარ"–ს... არ ჩავეხუტებოდით ერთმანეთს... არ გეყოლებოდი უფროსი და, არ ვიჩხუბებდით...
მე რომ არ ვყოფილიყავი ალბათ არც არაფერი შეიცვლებოდა თქვენთვის, უბრლოდ ვერასოდეს გამიცნობდით, ვერასოდეს მაკოცებდით, მომეფერებოდით, ვერ ვისეირნებდით ერთად, ვერ გეყვარებოდით...
მე რომ არ ვიყო ვერ მომატყუებდით რომ გიყვარვართ,ვერ მაკოცებდით პირველად, მერე მიმატოვებდით და დამტოვებდით ატირებულს... ვერ დამკარგავდით როგორც მეგობარს და ისევ მაწყენინებდით ძალიან ძალიან...
მე რომ არ ვიყო არ გეყოლებოდათ კარგი მეგობარი, არ ვიცინებდი ან ვიტირებდი თქვენთან ერთად, არ მოვუსმენდი ერთსა და იმავეს ყოველ ღამე...დამიჯერეთ ჩემნაირს ვერ იპოვიდით... შეიძლება შეგხვედროდათ ჩემზე კარგი მაგრამ მე–არასოდეს....
სამყაროსთვის არაფერი შეიცვლებოდა, სხვა აღადგენდა ამ კანონზომიერებას... მე... მე არ ვიცი რა მომივიდოდა... შეიძლება სხვა ქვეყანაში სხვა ადამიანად დავბადებულიყავი...
სხვა ვყოფილიყავი სულ სხვაა... არ ვიცი რა იქნებოდა...
მე რომ არ დავბადებულიყავი მაინც დავაკლდებოდი აქაურობას... რატომ მაინც და მაინც მე? ამ კითხვას ვერ ვიტან ყველაზე მეტად... უბრალოდ უჩემოდ ეს სამყარო იქნებოდა ისევ ისეთი როგორც არის, მაგრამ არა ჩემთან ერთად.... მე ჩემი სამყარო შევცვალე... ხო მე მაქვს ჩემი კუთვნილი სამყარო, სადაც ყველაფერი სხვანაირადაა... მინდა და ვიყურები ვარდისფერი სათვალეებიდან, მინდა და მჯერა რომ ყველა კარგია, მინდა და ვიცინი სულ... მინდა და გიჟი ვარ, რომელიც არასოდეს ამოყოფს საგიჟეთში თავს.... ისეთი ვარ როგორიც არ ვარ საინამდვილეში...
მაგრამ ვიცი, სხვაგან არასდროს გავხდებოდი ისეთი როგორიც ახლა ვარ... არ მეყოლებოდა ოჯახი რომელიც მყავს... ხანდახან ვფიქრობ რომ მბეზრდება, მინდა წასვლა, გაქცევა, მაგრამ რეალობა ერთია–რომ არა ისინი, ვერასოდეს ვიქნებოდი როგორსაც ახლა მიცნობთ, ან ცდილობთ რომ გამიცნოთ....
მე რომ არ დავბადებულიყავი, ნეტა ვინ იქნებოდა ჩემ მაგივრად?

4 comments:

  1. ვაიიი და კიდევ ჩემზე რომ თქვა განდიდების მანია გტანჯავსო რუში ან ტაშტში დაგახრჩობ!!! მაგარი პოსტია!!! :)

    ReplyDelete
  2. უფფ მომაბრალე ეხლა ყველაფერი მე <3

    ReplyDelete
  3. საინტერესო პოსტია :)

    ReplyDelete