Thursday, November 3, 2011

Sweet Autumn

   შემოდგომის ბოლო თვეა, ვერც ვიგრძენი ისე გავიდა დრო.. ვგიჟდები ისე მიყვარს გადაყვითლებული ქუჩები, შემოდგომის წვიმის სურნელი, თბილი მზე... რაღაც რომანტიკულ განწყობაზე მაყენებს.. არა, არც ცივი ამინდები არ მიყვარს, არც მარტის სიგიჟეები და მისი არეული დღეები, არც მწველი მზე, შემოდგომა მიყვარს, როდესაც ცდილობ სულ მზეს მიეფიცხო, რადგან ჩრდილში გცივა, ხანაც ამინდების სწრაფი ცვალებადობა, უცებ რომ მოიღრუბლება, შენ კი ზიხარ სახლში, ყავით ხელში, წიგნს კითხულობ ან ლეპტობს ჩაჰკირკიტებ... თუ
კარგი ამინდია გინდა ფეხით მთელი ქალაქი შემოიარო... წვიმაშიც კარგია სიარული, თან თუ ცხელი შოკოლადი ან ყავა გიჭირავს ხელში... უცებ გამახსენდა ეს შეგრძნება და მომენატრა..
   მეც შემოდგომასავით ვარ ხან მოღრუბლული, უფო მეტად კი მზიანი, მასავით ყვითელი და მრავალფეროვანი... ყველაზე ლამაზია ქალაქი ამ დროს, თუ მე მეჩვენება?!                 
     ნოემბერი, ტკბილი ნოემბერი...  
    ვგრძნობ როგორ მოდის ზამთარი, იცვლება ყველაფერი, ამინდი უფრო პირქუში ხდება და ცივი, ღამეები უფრო მეტად, Ну и что, ეს სულაც არ შემიშლის ხელს ისევ ვისეირნო ცარიელ ქუჩებში, ვიარო შეუჩერებლად და ბოლოს დაღლილი მივესვენო სახლში... 
    მოდის ზამთარი და მასთან ერთად ახალი წლის შეგრძნება უფრო მძაფრდება, ზამთარი მგონი მხოლოდ ამიტომაა კარგი,ბავშვობაში მთელი წელი ამ დღეს ველოდებოდი... როგორ მიხაროდა ხოლმე და უფრო მეტად საჩუქრები... გუშინ საღამოს მოვსეირნობდი სახლისკენ, თან Coldplay–ს Christmas Lights ვუსმენდი და უცებ მომინდა ეს დღე, თოვლი, მეგობრები, მხიარულება, დალევა, 10–დან უკუღმა დათვლა ახალი წლის დადგომამდე, ჟრიამული, ბედნიერი სახეები,ფეიერვერკები, მილოცვები...
   მგონი ძალიან შორს წავედი... უბრალოდ ფიქრის ხასიათზე ვარ, შევიკეტე ოთახში და ვფიქრობ ჩემზე, "მასზე" და ათასგვარ სისულელეზე... ოჰ რა კარგია ხოლმე ასე ყოფნა ხანდახან...  თან ისევ ჩემს Coldplay–ს ვუსმენ და ასე მგონი ზოგიერთი სიმღერა ჩემზე უწერიათ... სანამ მოვკვდები ვიცი რომ თუ მათ არ შევხვდები, კონცერტს აუცილებლად დავესწრები...კარგია ოცნება, მაგრამ მისი განხორციელება უფრო კარგია! მათი სიმღერები ჩემს სულამდე აღწევს და ძალიან მოქმედებს...
  შემოდგომიდან ზამთრამდე, ზამთრიდან კი Coldplay-მდე... უბრალოდ დატკბით: 

   
   
   

6 comments:

  1. ასეთი ლამაზად დაწერილი წერილი, ჯერ არ წამიკითხავს შემოდგომის შესახებ. აუუუუ, კარგია, ძალიან კარგია ლან!

    ReplyDelete
  2. შემოდგომა <3 და წვიმა ))). ვგიჟდები ამ სეზონზე.
    ლონდონური ნისლი გამახსენდა რატომღაც, ჩემი ერთერთი საოცნებო ქალაქი

    ReplyDelete
  3. მადლობაა აქსიომ :*
    ჰო ომარ მეც ძალიან მიყვაარს <3

    ReplyDelete
  4. სასიამოვნო პოსტია ლაან <3
    ახალი წლის მოსვლა როგორ მიხაროდა ბავშობაშიი <3 ეჰ

    ReplyDelete
  5. როგორ მიყვარს ლან ეს სიმღერა და ეს ფერადი კლავიშები <3 რა ტკბილი პოსტია, მეც დიდი სიამოვნებით ვსეირნობ ღამის თბილისში. ფიქრის საშუალება მეტად მეძლევა, არაფერი მიშლის ხელს...

    ReplyDelete
  6. აუ, დღეს განსაკუთრებით ლამაზი იყო )) ძალიან, ძალიან ბევრი ფოთოლი ეყარა ქუჩაში <3

    ReplyDelete