Wednesday, February 13, 2013

Candle Holders DIY

გუშინ გვიან ღამით მინდოდა რაღაც გამეკეთებინა და დავიწყე ინტერნეტში ძრომიალი... ძალიან მინდოდა ლამაზი სასანთლეები და ამიტომ გადავყვიტე ჩემით გამეკეთებინა.

აი რა დაგჭირდებათ ამისთვის:
1.


2.



3. წაუსვით წებო და მოაყარეთ მძივები



4. დაელოდეთ როდის გაშრება



აი რა გამოვიდა საბოლოოდ:

Sunday, February 10, 2013

To someone I loved once...

ძალიან ბევრი რამის თქმა მინდა, მაგრამ არ ვიცი ეს ყველაფერი აქ როგორ გადმოვიტანო.
2013 მართლაც სიურპრიზებით დაიწყო და ეს სიურპრიზია, რომ ვფიქრობ და ვერ ვიძინებ ამ ღამეს.
 ბევრს ვფიქრობ და მგონი ეგ არის ჩემი დიდი პრობლემა.
 მეოცნებე ვარ და რომანტიკოსი, დღემდე არ მჯერა რომ ადამიანი შეიძლება ცუდი და მატყუარა იყოს. უბრალოდ ზოგჯერ ასე ხდება, ზოგჯერ შენ გტკენენ გულს, მერე ნანობენ  ან არ ნანობენ. ყველაფერი ხდება, უნდა ისწავლო, გაიზარდო, შეიყვარო, გადაიყვარო და ა.შ.
 შენს თავში უნდა იპოვო ძალა და გადალახო ყველაფერი, თუ არ მოინდომე სხვა ვერ დაგეხმარება, დღეები გავა და შენ ისევ მარტოსულად იგრძნობ თავს. უბრალოდ გაუშვი გულიდან გაბრაზება და წყენა,
 ყოველ ღამე მინდა გითხრა ბევრი რამ, გეჩხუბო, დაგარიგო, მინდა დაგეხმარო, იმიტომ რომ ოდესღაც ჩემთვის სულ ერთი არ იყავი, მინდა ბედნიერი იყო, როგორსაც გიცნობდი. სამწუხაროდ არ შემიძლია ამ ყველაფრის თქმა.  სამწუხაროდ ძალიან არეული ვარ და ათად გაყოფილი. სამწუხაროდ მინდა არ მინდა შენზე ვლაპარაკობ...
არა, მე აღარ მიყვარხარ, არც შერიგება მინდა, უბრალოდ მინდა ბედნიერი იყო...
 ვიცი ნანობ რომ დამკარგე, მაგრამ ეგ ვერ შეცვლის იმ ფაქტს რომ სხვა გიყვარს.. ვერც მე დაგეხმარები მის გადაყვარებაში, ვერავინ ვერ დაგეხმარება, შენ თუ არ დაეხმარე შენს თავს... რამდენი რამის თქმა მინდა შენთვის ვერ წარმოიდგენ.. და ამ ყველაფერზე რომ ვფიქრობ გული უფრო მიმძიმდება... და საერთოდ ვინ იცის, რა იქნება...