Wednesday, November 23, 2011

წითელი "კურტკა", ეიფელი და ტკბილი მოგონებები

    არ გეგონოთ რომ აქ რაიმე ბრენდის განხილვას ვაპირებ, ან პარიზზე მოგიყვებით.. ეს ამბავი ორ მეგობარ გოგოზეა, ვიცი ბევრი ამ ისტორიას მიხვდება, ბევრი უბრალოდ დაიბნევა, მაგრამ ჩემმა გერმანიაში მყოფმა მეგობარმა გამახსენა ეს ყველაფერი და შევეცდები თქვენც მოგიყვეთ...

 
     ამბავი 1. უნივერსიტეტი, ჩვეულებრივი სიტუაცია, შესვენება, ბევრი სახე, არაფერი განსაკუთრებული, წითელი "კურტკის", კი არადა წითელ "კურტკიანი" ბიჭის გარდა. ვიცი ადრეც ყავდა შემჩნეული, მაგრამ უბრალოდ არ აინტერსებდა, იმ დღეს არ ვიცი რა მოხდა, თვითონაც არ იცის გეფიცებით. არა, არ იცნობს, მორცხვია რა ქნას, ვერ მოახერხა... მოწონებით? მოწონს ძალიან... აღტაცებულია, სულ მასზე საუბრობს, მეგობრებს აღარ უნდათ მისი სახელის გაგონება, უბრალოდ თანაუგრძნობენ, რადგან მეტის გაკეთება არ შეუძლიათ... ის კი არ იშლის თავისას... სულელია ალბათ ჰო, მეც ასე ვფიქრობ, ყოველ დღე ვეუბნები, მაგრამ თავისას არ იშლის, ვცდილობ დავარწმუნო რომ არაფერი არ გამოვა მაინც, ვერ გაიცნობს უბრალოდ, მიუხედავად იმისა, რომ ერთ ჯგუფში აღმოჩნდნენ.. ჰო თვითონაც გაუკვირდა ძალიან, უხარია თუ სწყინს ვერ გაურკვევია. საერთოდ დაბნეული ადამიანია, ძალიან მეოცნებე და თავისი ოცნებების სჯერა, მე კი არ მინდა რომ დარჩეს იმედგაცრუებული. დღემდე ასეა, მოწონს, გიჟდება, არ იცნობს და თავის თავს აჯერებს რომ იმასაც, რადგან სულ უყურებს, მაგრამ ვინ იცის, იქნება ელანდება, მე ვეუბნები რომ კი, ის კი ჯიუტად მპასუხობს რომ ეს არ არის მისი ფანტაზიის ნაყოფი. მე მაინც ჩემს აზრზე დავრჩები ვინ იცის რა მოხდება. გიჟია ნამდვილად...

     ამბავი 2. ესეც უნივერსიტეტს უკავშირდება, მაგრამ ყველაფერი ვირტუალურად დაიწყო.  გერმანული, თეთრად გათენებული ღამეები, ოჰ ეს დროში განსხვავება, მაგრამ ვის ადარადებს, როდესაც ორივეს ინტერესები ემთხვევა, როდესაც შეგიძლია ილაპარაკო ნებისმიერ თემაზე,დაუსრულებლად, თან გსიამოვნებს, გიხარია,ელოდები ყოველ საღამოს სულმოუთქმელად და ასე ნელა–ნელა ეშვები გრძნობებში, ისე რომ შენ თვითონაც ვერ ამჩნევ. ყოველი მიმოწერა შენთვის ძალიან ძვირფასია, განსაკუთრებულია, შენია. თანაც იცი რომ ის ადამიანი შენთან ძალიან ახლოსაა, შენსავით ფიქრობს, შენნაირია. მანძილი? ეს უბრალოდ ციფრია და მეტი არაფერი, რა საჭიროა სისულელეებზე ფიქრი ამ დროს... მერე რა რომ ამის გამო არ გეძინება, მერე რა რომ ყველ დილით გამოუძინებელი მიდიხარ უნივერსიტეტში, მერე რა... საღამოზე ფიქრით რა დააძინებს... ასე გავიდა თვეები და აი დადგა ის დღეც როდესაც გამოჩნდა უნივერსიტეტში ეიფელი... გაინტერსებთ რატომ ეიფელი? რა კავშირშია ეიფელი და გერმანია ერთმანეთთან? მოდი ეს ასე დავტოვოთ უბრალოდ... ჰო, ჩამოვიდა ეიფელი, მაგრამ შეიცვალა ყველაფერი... ვირტუალურ სამყაროში ადვილია ლაპარაკი ჰო, მაგრამ რა ხდება რეალურად... ახლა ის საუბრები უბრალო "გამარჯობათი" შეიცვალა და მხოლოდ უნივერსიტეტში შეხვედრებით... სად წავიდა ის უშუალობა არავინ იცის, იქნებ ეს ბიჭი მორცხვია, ან გოგოა კიდევ უფრო მორცხვი... ვინ იცის, ფაქტია, რაღაცა ხდება და ვერ გაურკვევიათ რა...

   ეს ორი გოგო... ჰმ, რამდენი რამ აკავშირებთ მეგობრობის გარდა... ორი სულელი, მეოცნებე გოგო... მე კი ვიტყოდი რომ ნამდვილად არანორმალურები არიან... აბა ვინ დაიცდის 2 საათი უნივერსიტეტის მერე მხოლოდ იმიტომ რომ თვალი შეავლონ "თავიანთ" ბიჭებს, დადგება აი ასე უბრალოდ და უყურებს, "შემამჩნია", "დამინახა" და ასეთა აღტაცებული კომენტარები.... და ვინ იცის რამდენი ასეთი დღე და საათი... მათ კი წარმოდგენაც არ აქვთ ამაზე და ალბათ არც არასდროს ექნებათ...

4 comments:

  1. იცი როგორი პოსტია?– აი... ყველაზე კარგად რომ გაგაგებინებს , როგორები არიან გოგოები რეალურად. მაგარია და საყვარელი :)

    ReplyDelete
  2. ჰმ პირველი მცნობა, მეორესი რა გითხრა :)):*

    ReplyDelete
  3. მმ ლან, შენ ეხლა ფარდა ახადე გოგონების ჩუმ საუბრებს :))) ყველაზე მაგარი იცი რა არის? გავა დრო, არცერთისთვის აღარ იქნება მნიშვნელოვანი "ეიფელი" და "წითელ "კურტკიანი" ბიჭი" მაგრამ მაინც ტკბილ მოგონებად დარჩება, ბავშვურ საყვარელ მოგონებად. :) <3

    ReplyDelete
  4. აქს: ყველა გოგო არაა ეგეთი, ჩემნაირი სულელები მხოლოდ :)
    ქეთ: მე–2 ჩემი ისტორია არაა და იმიტომ :)
    ნინაკა: ჰოო, მაგრამ იმედი ამქვს მხოლოდ მოგონება არ იქნება :)

    ReplyDelete