Thursday, September 29, 2011

We don't lose friends, we just learn who our real ones are...

  სულ სხვა რამ მინდოდა დამეწერა, დავწერე კიდევაც, მაგრამ ალბათ draft-ებში დარჩება სამუდამოდ... ან გაურკვეველი ვადით...
  დღეს ერთი რამ გამახსენდა და ძალიან დამწყდა გული... საერთოდ ძალიან იშვიათად ვკარგავ მეგობრებს, იმიტომ რომ ადამიანებს საოცრად ვეჩვევი და მერე მიჭირს მათ გარეშე... რას ვიზამ, ასეთი ვარ :)
  არადა ამ ისტორიის მერე სამი წელი გავიდა.. იშვიათად ვუფრიქრდები და ვიხსნებ ამ ამაბვს... მოკლედ, უნივერსიტეტში პირველ დღეს გავიცანი ეს გოგო... ჯგუფში ყველაზე აქტიური იყო და  მთელი ლექცია ელაპარაკებოდა ლექტორს, როცა სხვები ჩუმად ვისხედით... აღარ მახსოვს როგორ დავახლოვდით, მაგრამ მოხდა ძალიან სწრაფად... ისე ვიყავით, რომ ძალიან ხშირად ვრჩებოდი  მასთან, ვერთობოდით, ერთად დავდიოდით.....მართლა კარგი დრო იყო და ხშირად მენატრება...
  დღემდე მენატრება და მიყვარს მიუხედავად ყველაფრისა...
  ერთი ბიჭი მომწონდა, მეგონა იმასაც, მაგრამ არაფერი გამოგვივიდა, ნუ რაღაც მიზეზების გამო... ხოდა მოხდა ისე რომ ეს ჩემი მეგობარი და ეს ბიჭი დაახლოვდნენ, კი რაღაცნაირად მეტკინა გული, მაგრამ დავიკიდე ეს ბიჭი და დავუთმე მეგობარს, ისევ ძველი ურთიერთობა შევინარჩუნე...
  ამის მერე კიდევ ცოტა ხანი ვმეგობრობდით, არა მე არ გამიწყვიტავს ურთიერთობა, თვითონ გახდა ცივი, უნივერსიტეტში თვალს მარიდებდა, ბოლოს მითხრა, ხომ ხედავ ძველი ურთიერთობა აღარ გვაქვსო.. რა უნდა მექნა... ძალიან განვიცადე...
 დღეს ჩვეულებრივი ნაცნობები ვართ... ნუ მე დავიკიდე მაგრამ მაინც ხანდახან მენატრება ის პერიოდი...
 ახლა მადლობა ღმერთს ძალიან კარგი მეგობრები მყავს.. არა არ მინდა რამე ცუდი მოხდეს და დავკარგო ისინი... ან რატომ უნდა მოხდეს :)))

Saturday, September 24, 2011

For me...

დიდი ხანი გავიდა რაც არ დამიპოსტავს, თუმცა რა მნიშვნელობა აქვს მაინც არავინ წაიკითხავს... მაგრამ მაინც დავწერ ჩემთვის...

Wednesday, September 7, 2011

10 რამ ჩემს შესახებ ანუ რა მიყვარს მე

1. ძალიან მიყვარს სეირნობა, ამინდს მნიშვნელობა არ აქვს, არც იმას მარტო ვარ თუ მეგობრებთან ერთად, ყველაზე მეტად ეს მამშვიდებს, ფიქრში მეხმარება, ამიტომაც დავდივარ ძალიან ბევრს.
2. ვგიჟდები როდესაც წვიმს, ლოგინში ვწევარ და წვიმის ხმაზე მეძინება. ამ დროს მინდა ვიყო სადმე ხის სახლში, ბუნებაში მეგობრებთან ერთად, ბუხარი რომ გიზგიზებს და გარეთ რომ ძალიან ცივა.
3. ძალიან ვერთობი კარაოკეთი, მართალია არც ხმა მაქვს და არც სმენა, მაგრამ როდესაც მეგობრებთან ერთად ხარ ამას არსებითი მნიშვნელობა არც აქვს.
4. შოკოლადი–ჩემი სუსტი წერტილი. ტკბილეულობაზე ჩაციკლული არ ვარ, მაგრამ ესაა ნივთიერება რომლის სესასუსნად მზად ვარ ყოველთვის, იგივე შემიძლია ვთქვა ცხელ შოკოლადზეც.
5. ყავა–ალბათ ამის დალევა რომ ამიკრძალონ მოვკვდები, მგონი ჩემს ვენებში სისხლის მაგივრად ყავა ჩქეფს იმდენს ვსვამ დღეში.
6. მიყვარს სიცილი, სულ ვცდილობ გაღიმებულმა ვიარო (მაგრამ როცა დაღლილი ვარ არ გამომდის), რატომღაც საქართველოში სახე ყველას ჩამოსტირის ან ისეთი სახით დადიან შეგეშინდება. გაუღიმეთ ერთმანეთს!
7.  ვცდილობ დავეხმარო მეგობრებს როცა შემიძლია და თუ მათ პრობლემას გადავჭრი და ამით ცოტას მაინც დავეხმარები, საოცარი გრძნობა მეუფლება ხოლმე.
8. ბავშვობა მენატრეა ხანდახან. ძალიან ცელქი და მოუსვენარი ვიყავი, წარმოიდგინეთ, ერთხელ თოვლის მოსვლა ისე გამეხარდა, რომ გარეთ მაიკით და ტრუსიკით გავვარდი და ვცეკვავდი.
9. ძალიან მიყვარს მეგობრებთან გართობა, დალევა და მხიარულება. :)))
10. ისეთი წიგნები მიყვარს, რომ კითხულობ და არ გინდა დამთავრდეს, ან შენზე ისეთ შთაბეჭდილებას ახდენს რომ მუდამ გახსოვს და მას ემოციის გარეშე ვერ იხსენებ.