Wednesday, December 19, 2012

უმუშევარის დღიურებიდან

 პირველ რიგში უნდა ავღნიშნო, რომ სახლში ჯდომა და არაფრის კეთება არის საშინელება !
mmm...
 მთლად უმუშევარიც არ ვარ, დროებით დასაქმებული ვარ )) მოკლედ დედაჩემს ვეხმარები თავის პატარა ბიზნესში და ხელფასსაც ავიღებ.. ვინაიდან და რადგანაც სწრაფად ვბეჭდავ კომპიუტერზე პროდუქტის დასახელება და კოდები შემყავს სპეციალურ პროგრეამაში, ადვილია, მაგრამ ძალიან დამღლელი. რაც მთავარია რაღაცას ვაკეთებ ისევ და არ ვარ უსაქმური, ძალიან მახარებს ეს ფაქტი.
  როცა სახლში ვიჯექი და ფაქტობრივად არსად გავდიოდი არც მაშინ ვიყავი უაზროდ, ვკითხულობდი, ვქსოვდი, სხვათა შორის ერთი სვიტერი მოვქსოვე და კიდევ ვაპირებ ისე შევედი მუღამში))
 ახლა თბილისის დროით საღამოს 4:25 წთ–ია, გარეთ საკმაოდ ცივა, თოვლი მოდის.. არ მიყვარს არც უკიდურესი სიცხე და არც უკიდურესი სიცივე, მაგრამ 2 ღის წინ მეგობართან ერთად იმდენი ვისეირნე თოვლში, რომ არც მციოდა და უფრო და უფრო მინდოდა სიაურული, თან ცხელი შოკოლადი ზეფირებთან ერთად იყო ძალიან მაგარი... 2 კვირაში ახალი წელია, სამწუხაროდ ჩვენთან შობას 25 დეკემბერს არ აღნიშნავენ, არადა ყოველთვის მომწონდა ეს ტრადიცია.. არ მაქვს ახალი წლის განწყობა რატომღაც, ბავშვობაში უფრო მიხაროდა ხოლმე, როცა თოვლის ბაბუის მჯეროდა, არადა როგორ მატყუებდნენ მშობლები:))) ძალიან მწყდებოდა გული თოვლის ბაბუას რომ ვერ ვუსწრებდი ხოლმე.
 მოკლედ ძალიან მინდა ჩემი ცხოვრება დალაგდეს და მოწესრიგდეს, სწორედ ამიტომაც გავაუქმე Facebook. სიმართლე გითხრათ ძალიან დავიღალე და უკვე ნერვებს მიწამლავდა იქ ყოფნა, ამიტომაც სანამ ყველაფერი თავის ადგილზე არ დადგება არ აღვადგენ. არც მენატრება და არც მის ნაკლებობას განვიცდი, საღამოობით Даёшь Молодёжь–ს ვუყურებ ტვ–ში და კარგად ვერთობი ხოლმე, ვგიჟდები რუსების იუმორზე. ნუ რუსული Comedy Club-იც მიყვარს მაგრამ არ მაქვს ეგ არხი :(
 მოკლედ ბედნიერ ახალ წელს გისურვებთ, გაგეტარებინოთ საყვარელ ადამიანებთან ერთად და 2013–ში მაინც აგხდენოდეთ ის, რაც ვერ განახორციელეთ წინა წელს. (ნუ გეშინიათ სამყაროს დასასრული არ იქნება) )))
 ძალიან მიყვარხართ და გკოცნით და გიტოვებთ ამ საყვარელ ვიდეოს)))




Saturday, September 15, 2012

წერილი მომავალ მეს (The Letter To The Future Me)

     გამარჯობა, დღეს 2012 წლის 15 სექტემბერია, თითქმის ღამის 3 სთ. გეტყვი რამდენიმე ფაქტს შენს შესახებ, რომელიც (გარდა მნიშვნელოვანისა) შეიძლება აღარც გახსოვდეს ამ დროისთვის:

  • რამდენიმე თვის წინ დაამთავრე უნივერსიტეტი
  • 2 დღის წინ გახდი 21 წლის წინ
  • ეძებ სამსახურს უიმედოდ
 არ ვიცი როგორი ხარ ახლა, რას მიაღწიე ცხოვრებაში, სად ხარ, რას საქმიანობ, მაგრამ იმედი მაქვს კარგად ხარ, ბედნიერი ხარ და მიიღე ის რაც გინდოდა. მინდა რომ დღევანდელი მე და ახლანდელი შენ განსხვავდებოდეთ ერთმანეთისგან, რადგან მე სულაც არ მახარებს ჩემი ახლანდელი მდგომარეობა. ახლა ასე მგონია რომ ვიღაცამ დიდი კედელი აღმართა ჩემსა და მომავალს შორის და არაფრის გაკეთება არ შემიძლია. ძალიან არ მომწომს სახლში ჯდომა და არაფრის კეთება. მოკლედ ასე მგონია რომ არც ვარსებობ. ძალიან მინდა გავაღწიო ამ ქვეყნიდან, ვიმოგზაურო უზომოდ ბევრი, მინდა მინდა რომ შენ უკვე ასრულებული გქონდეს ოცნებები და როცა რამდენიმე წლის მერე ამ წერილს წაიკითხავ უბრალოდ გაგეცინოს ამ "სულელურ" წერილზე. მინდა უზომოდ უზომოდ ბედნიერი იყო, გყავდეს საყვარელი ადამიანი და აკეთებდე იმას რაც სიხარულს განიჭებს. მოკლედ გემშვიდობები შენი ლანა წარსულიდან.


     Hello, Today is 15th of September, 2012 year, almost 3 a.m. I'll tell you several facts about yourself, that (except important ones) you might not remember:

  • You graduated from university some months ago
  • You turned 21 years old 2 days ago
  • You're looking for a job hopelessly
I don't know how are you now, what did you achieve in your life, where are you, what do you do, but I hope that you're well, happy and you got what you wanted. I want that today me and future you were different from each other, because I'm not happy about my present situation. Now I think that someone has built up a big wall between me and my future and I can't do anything about this. I hate being at home and doing absolutely nothing as if I don't even exist. I want to go abroad, travel the world. I want that you have already fulfilled your dreams and when you'll read this letter after several years you just smile about this "stupid" letter. I want you to be very very happy, to have a loved one and do what makes you happy.
So bye from the past
Your Lana

Wednesday, May 9, 2012

Beatniks

  Read More Books-აი ასეთი დევიზი აქვს ამ საყვარელ ბლოგს, რომელიც სამმა თეატრალურის სტუდენტმა დაარსა. როგორც უკვე მიხვდით ბლოგი  წიგნებზე, კითხვაზე და მათ განხილვაზე იქნება. ბლოგი ახლახანს დაარსდა, წარმატებებს ვუსურვებ და ბევრ მკითხველს, მაგრამ მინდა მანამდე  თქვენი ყურადღება კონკურსზე შევაჩერო, რომელიც ბლოგზე მიმდინარეობს.


გამარჯვებული 10 დღეში გამოვლინდება. გისურვებთ წარმატებებს.

Monday, April 9, 2012

Welcome 2 my Zoo

ჩემს ოჯახში მატებაა :)))) კიდევ ერთი კნუტი შემოგვემატა, ამჯერად ჯიშიანი... დავიწყებ ყველაფერს თავიდან :)))



           ცუცა
ზუსტად 1,5 წლის წინ ჩემს დას მოუყვანეს ზღვის გოჭი, მაშინ პირველად ვნახე პატარა არსება ნაყინის ყუთში და ძალიან შემიყვარდა.. მართლა ძალიან მიყვარს, ფუმფულაა, საყვარელი და როცა შია ჭყვიტინებს, (ნუ მაცივრის ყოველ გაღებაზე) გიჟდება როცა ეფერებიან და ინაბება.. უყვარს ჭამა ძალიან, მთელი დღე ჭამს, ძილს როდის ასწრებს ვერ გეტყვით. თავიდან ნუცა ერქვა,მერე ცუცა გადავარქვით. ძალიან მივეჩვიეთ... ჩემს დას რატომღაც ნაკლებად უყვარს. ჰო დამავიწყდა მეთქვა, რომ გოგოა ჩვენი ცუცა.

ჩემი ცუცა

















                                                                                   Alley
ზუსტად აღარ მახსოვს, მაგრამ დაახლოებით ერთი წლის წინ მოუყვანეს ჩემს დას ჩვენმა მეგობარმა, კნუტი იყო პატარა.. თავიდან არ მიყვარდა, დიდი ხანი არ მყავდა კატა და ამიტომ ვერ ვეგუებოდი... ნამდვილი გიჟია, დახტის აქეთ–იქით.. დროთა განმავლობაში შევეჩვიე და ახლა ძალიან მიყვარს.. სტუმრები რო მოდიან ალბათ გიჟდება თუ არ ვიცი რა ემართება და დარბის გიჟივით...ხშირად ვეთამაშები და ბევრს ვიცინი, მაგარი ტიპია.. სულ შავია და ღამით ძლივს ვხედავთ ხოლმე... საყვარელია, მლოკავს ხოლმე ლოყაზე, ალბათ ასე გამოხატავს სიყვარულს... საშინლად ეჭვიანია აი საშინლად, ცუცაზე ეჭვიანობს ხოლმე (ახლა უკვე პაკოზეც), ყუთში უხტება საწყალს და აწიოკებს, როცა ცუცა მიზის კალთაში, მოდის ეს და ფეხებში მიწვება...
         
აიი ასეთი შავია :)))























                                           პაკო 
დაახლოებით რამდენიმე დღის წინ უნივერსიტეტიდან მოვდიოდი დაღლილი, გზაში მეგობარი შემხვდა და სახლში სიურპრიზი გელოდებაო მითხრა, რო ჩავეძიე აღმოჩნდა კატა მოუყვანია, ჯიშიანი, მაგრამ ვერ გავარკვიე ჯიში.. პატრონი ვერ უვლიდა და ასე მოხვდა ჩემთან.. ძალიან საყვარელია, ისეთი რბილი და ფაფუკი ბეწვი აქვს... შედარებით წყნარია და დამჯერი ელისგან განსხვავებით... ხან თამაშობს ხან სძინავს, ჯერ პატარაა... ახლაც გვერდით მიწევს, თავი აქვს დადებული და სძინავს... თავიდან ელი და პაკო ვერ შეეწყვნენ ერთმანეთს, უღრენდნენ (თუ რა ქვია არ ვიცი) ერთმანეთს, რამდენიმე დღის შემდეგ კი უკვე ერთადაც თამაშობენ, მაგრამ ელი ისევ ძალიან ეჭვიანობს, რამდენიმე ხანი მთელი დღე გარეთ იყო დაკარგული, მაგრამ ახლა მგონი შეეჩვია, ვნახოთ რა იქნება.. :))) პაკო ბიჭია..

პაკო



არ ჩანს თორე ელი თათს ურტყამს თავზე :))))

Friday, March 30, 2012

:))))))

გამარჯობაააააააა... ჰო ვიცი რომ ძალიან დავიკარგე, მაგრამ თითქოს მომბეზრდა ბლოგი და აქაურობა, ნუ მაინც არავინ არ კითხულობს ლოლ :)))
 მოკლედ და კონკრეტულად ძალიან კარგად ვარ, გავაუქმე ფეისბუქი, თუ ვინმეს მოუნდება ჩემი ნახვა ამისთვის არსებობს სხვა საშულებებიც, დავიღალე უბრალოდ მანდ ცხოვრებით და ადამინების სუპერ ფეისბუქური ცხოვრებით... დაბოღმილი გოგოსავით ვლაპარაკობ(?).
დღეიდან ყველაფერი კარგად იქნება, იმიტომ რომ მე ასე მინდა ვოტ.. :)))
ეხლა კარგად იყავით და ჩემთვის დავდებ სურათებს...

ასეთი ვიქნები ზაფხულამდე, ნუ 48 კილო აუცილებლად!









წყარო: thesartorialist.com
ამაზე ნაკლები შეყვარებული არ მეყოლება :))))))))























მინიმუმ ასეთ სახლში ვიცხოვრებ.





აუცილებლად ვიმოგზაურებ მსოფლიოს გარშემო.








აჰა ესეც ჩემი მანქანა...









იცინეთ იცინეთ, ბოლოს მე გავიცინებ :***

Friday, February 17, 2012

მეგობარი წარსულიდან

   რა კარგიაა არაფრის კეთება,დილის 6–მდე მღვიძავს და შუადღეს ვიღვიძებ, როგორ მომნატრებია, მთელი დღე ჩემს საყვარელ სერიალებს ვუყურებ, არ მბეზრდება ასე ყოფნა, სახლიდანაც მეზარება გასვლა, ცოტა უნდა დავისვენო... ჰოდაა ვუყურებდი ამ ჩემს საყვარელ სერიალს და ერთი ამბავი გამახსენდა შორეული ბავშვობიდან...

Tuesday, February 7, 2012

Have some fun

 ასე მგონია მილიონი წელია აქ არ ვყოფილვარ, არ მეცალა და თან არც მინდოდა... 5 გამოცდა ჩავაბარე, ერთი დამრჩა მაგრამ ისეთი რომ მახსენდება მეშინია :))))) 14–ში მაქვს და მანამდე ვისვენებ... ისეთი გადატვირთული სემესტრი მქონდა, სულ დამავიწყდა რა კარგია გვიანობამდე ფილების ყურება, არაფრის კეთება, შუა დღეს გაღვიძება...
 ისევ ისე ვარ ძველებურად, მაგრამ კარგად ვარ :)))) ცნობისმოყვარეობა მკლავს როგორც ყოველთვის და პასუხები არ მაქვს... ერთი წლის მერე გავიგებ, როცა აღარ დამაინტერსებს.. ცუდია გაურკვევლობა :)))
 ამ გამოცდებისგან გადატვირთულია ჩემი მეგობრის ივენთზე წავედი და მაგრად გავერთე :))))) წამოსვლა არც მინდოდა, ვეღარ ვჩერდებოდი, მაგრამ ჩემი მეგობრები წამოვიდნენ და დავემორჩილე მეც... ძალიან ბევრი ვიცეკვე, უბრალოდ მაღლები მეცვა და ბოლოს ხოხვით მივედი სახლში ))) ძალიან მაგარია მეგობრებთან ერთად რომ ხარ, თან ძააან გიჟი და მხიარული მეგობრები რომ გყავს :)))) კარგი იყოოო საკმაოდ... ხოდა კიდევ გადავწყვიტეთ რომ სადმე წავალთ, ოღონდ გამოცდას რომ დავწერ მერე(!) :))))
დანარჩენი ფოტოები მერე, რომ მექნება.. (ქეთ მაპატიე რომ ამ ფოტოში არ ხარ) :))))
ვერ დაგპირებით რომ ხშირად დავწერ, მაგრამ შევეცდები...

Monday, January 2, 2012

New Year, New Year

  დადგა უკვე 2012, მაგრამ რატომღაც წელს ვერ ვგრძნობ საერთოდ ახალ წელს, ერთი ჩვეულებრივი დღესავით იყო, იმედია ეს მხოლოდ წელს და მთელი ცხოვრება არ გამყვება... მგონი გრინჩმა მომპარა :)))
  შეიძლება ითქვას რომ 2011 წელი არაფრით იყო განსაკუთრებული, არაფერი მნიშვნელოვანი არ მომხდარა ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ ვიცი რომ ეს წელი განსაკუთრებული იქნება, ბოლოს და ბოლოს მე შევცვლი რაღაც–რაღაცებს.
  2012 ტრადიციულად სახლში შევხვდი.. ჯერ კიდევ 7 საათიდან დავიწყე დალევა და 8ისთვის კარგად ვიყავი, 12–მდე უკვე გამოფხიზლებაც მოვასწარი :))) მერე ჩემს მეგობართან ჩავედით სახლში, ცოტა ხანი შევჩერდით, რა თქმა უნდა იქაც დამალევინეს :))) იქედან სახვა მეგობრებთან წავედით :)))) ყოველ წელს სხვადასხვანაირად ვხვდები, მაგრამ ჯერ მხოლოდ ერთხელ შევხვდი ისე როგორც მე მინდოდა :)))
  ყველას გისურებთ (და გასნაკუთრებით ჩემს თავს) ეს წელი ბევრად კარგი ყოფილიყოს თქვეს ცხოვრებაში და დაუვიწყარი, აგესრულებინოთ სურვილები, ბედნიერები და ჯანმრთელები ყოფილიყავით...
  იმედი მაქვს წელს მაინც გავიცნობ!
  და წელს წავალ სადმე ევროპის ქვეყანაში :)))) ბოლოს და ბოლოს უნივერსიტეტს ვამთავრებ :))))
  გკოცნით, მიყვარხართ :)))