Wednesday, August 3, 2011

როგორ გახდე ქარიზმატული

შეგიმჩნევიათ ოდესმე, რომ ზოგიერთი ადამიანი ხიბლავს მათ, ვისაც ელაპარაკება? არ აქვს მნიშვნელობა, როგორ გამოიყურებიან ან რამდენი ფული აქვთ, მათ შეუძლიათ შემოვიდნენ ოთახში და მაშინვე მოექცნენ ყურადღების ცენტრში. როდესაც მიდიან, ხალხი დადებითად ფიქრობს მათზე და ცდილობნ შეეჯიბრონ მათ. ეს არის ქარიზმა,  ერთგვარი მაგნიტიზმი. როგორც სილამაზე, იღბალი და სოციალური პოზიცია, ქარიზმამ შეიძლება გააღოს ბევრი კარი ცხოვრებაში. ამ თვისებებისგან განსხვავებით, ნებისმიერს შეუძლია გახდეს უფრო მეტად ქარიზმატული.


მოდუნდით. ქარიზმა–ეს არის თქვენი ენერგიის მიმართვა სხვა ადამიანებისადმი. თუ მიმართავთ სტრესს და დაძაბულობას, ხალხი ამას აირეკლავს. თუ მიმართავთ სიმშვიდეს და მოდუნებას, ხალხი მოიხიბლება თქვენი სიწყნარით და მათ მოუნდებათ იყონ თქვენნაირი.

იყავით დარწმუნებული. ქარიზმა არ არის იგივე, რაც თავდაჯერებულობა, მაგრამ იგი საშუალებას მოგცემთ იყოთ მეტად დარწმუნებული, რადგანაც სხვებს ეს თავისუფლად ქცევას გაუადვილებს და მოგანიჭებთ თქვენი ნიჭის რწმენას.

  • გააუმჯობესეთ თქვენი მდგომარეობა. არაფერი არ განიჭებთ თავდაჯერებულობას ისე, როგორც კარგი მდგომარეობა.დადექით ან დაჯექით სწორად, მაგრამ არა ხისტად. როდესაც ხვდებით ვინმეს, მტკიცედ ჩამოართვით ხელი და უყურეთ მას თვალებში. დაჯექით ადამიანის პირისპირ, რომელსაც ელაპარაკებით, არ გადააჯვარედინოთ ხელები და ფეხები და მოაშორეთ ხელები სახეს. იყავით თავისუფალი.
  • იყავით ყველას თანასწორი.  არ აქვს მნიშვნელობა ვის ელაპარაკებით, მოეპყარით მას როგორც თანასწორს.
იყავით კარგი პიროვნება. თუ ხართ ამპარტავანი, არავინ ისურვებს თქვენს მოსმენას.

აკონტროლეთ თქვენი ემოციები. გამოკვლევებმა ცხადყო, რომ ადამიანები, რომლებიც ითვლებიან ქარიზმატულად, გრძნობენ ემოციებს ძლიერად და ასევე მათ შეუძლიათ გაიგონ, რას გრძნობენ სხვები. ირონიულია, მაგრამ ბევრ საზოგადოებაში, ემოციების ჩახშობა ითლება სასურველად. არ შეგეშინდეთ, თუ გრძნობთ გაბრაზებას, ტკივილს, სევდას ან აღფრთოვანებას და ასევე არ შეგეშინდეთ თქვენს ემოციების გამომჟღავნების. ასევე იცოდეთ, რომ არსებობს განსხვავება ემოციების დათრგუნვასა და კონტროლში, თუ როგორ გამოხატოთ თქვენი ემოცია. სწორედ ეს კონტროლია სასურველი. ყოველთვის იყავით გულწრფელი–ყალბი ემოცია იშვიათად მოუწოდებს ვინმეს.

შეუსაბამეთ თვენი სხეულის ენა თქვენს საუბარს. შესაძლოა, ქარიზმატულის განმსაზღვრელი ხასიათის თვისებაა გამოიყენოს სხეულის ენა ეფექტურად კომუნიკაციისას. ჟესტიკულაცია მნიშვნელოვანია, მაგრამ კარგი ჟესტები არ არის თვითნებური.

  • დააკვირდით სხვა ხალხის ჟესტებს. ყურადღება მიაქციეთ ზოგიერთის ჟესტების სიყალბეს ან როგორ არ შეესაბამება მათი ჟესტები მათ შეტყობინებას. სხვები სხეულის ენას განსაკუთრებულად კარგად იყენებენ. ესენი ძირითადად არიან უფრო ეფექტური კომუნიკატორები  და ჩანან უფრო სანდო და კომპეტენტურები. ეს ხალხი არიან წარმატებული მსახიობები, რელიგიური ლიდერები და ექსპერტები. მოძებნე სხეულის ენის გამოყენების კარგი და ცუდი მაგალითები. ყურადღება გაამახვილე და ისწავლე.
  • იფიქრეთ თქვენს საკუთარ ჟესტებზე. როდესაც ლაპარაკობთ, თქვენი სხეულის ენა შეგესაბამებათ თუ ნერვიულად ან მოწყენილად გამოიყურებით? თუ რამით ხართ გართული, თქვენი ჟესტები გამოხატავენ ამას თუ უბრალოდ კარგად თამაშობთ?
  • ივარჯიშეთ სარკეში.  დააკვირდით თქვენს თავს სარკეში, სიტყვა წარმოთქვით ან გამართეთ კონფერენცია. რას შვრებიან თქვენი თვალები? თვენი ხელები? მოხერხებულ პოლიტიკოსს ჰგავხართ თუ ქარიზმატულს? შეუძლია ვინმეს მიხვდეს, რა ემოციას გამოხატავთ, თუ ვერ გხედავთ? ივარჯიშეთ რეგულარულად და ჩაიწერეთ,  რა უნდა გააუმჯობესოთ.
იფიქრეთ მანამდე, სანამ ლაპარაკს დაიწყებთ.  შეეცადეთ ყველა სიტყვა აწონ–დაწონოთ და იფიქრეთ, როგორ გინდათ წარმოთქვათ რამე, სანამ პირს გააღებთ.თუ არ გაქვთ რაიმე მნიშვნელოვანი სათქმელი, შეინარჩუნეთ სიჩუმე. უწყვეტი ძალისხმევით, შესაფერისი სიტყვები თქვენთან უფრო ადვილად მოვა. შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ ლაპარაკის შემცირება თქვენს საუბარს უფრო საინტერესოს გახდის.

ილაპარაკეთ დარწმუნებით. ჟესტიკულაციის მსგავსად, საშუალება რომლითაც ლაპარაკობთ შეიძლება ისეთივე მნიშვნელოვანი იყოს როგორც რასაც ამბობთ.თქვით რამე მნიშვნელოვანი და თქვით ეს რწმენით. ისაუბრეთ დამშვიდებული ტემპით და მკაფიოდ. შეცვალეთ თქვენი რითმი, ტონი და ხმა, რათა ხაზი გაუსვათ თქვენს ყველაზე მნიშვნელოვან სიტყვებს და შეინარჩუნოთ საინტერესო საუბარი. ჩაიწერეთ თქვენი საუბარი.

მოექეცით ხალხს ისე, როგორც უნდათ რომ მოექცნენ. ყოველ ადამიანს, რომელსაც ხვდებით აგრძნობინეთ, რომ ის მნიშვნელოვანია, თქვენი პირველი შთაბეჭდილების ან ამ ადამიანის რეპუტაციის მიუხედავად. თუ ადამიანებს აგრძნობინებთ თავს კარგად, მათ კარგი აზრი ექნებათ თქვენზე.

  • მოუსმინეთ, როდესაც სხვა ლაპარაკობს. დაუთმეთ მთელი ყურადღება მათ, ვინც გესაუბრებათ. დაამყარეთ "თვალის კონტაქტი" (ანუ თვალებში უყურეთ), თავი დაუქნიეთ თანხმობის ნიშნად ან გამოთქვით მოკლე შორისდებული, როგორიცაა "მესმის", "კარგი", რათა დაარწმუნოთ, რომ უსმენთ და გაინტერესებთ, რასაც ლაპარაკობს. მხარზე ხანმოკლე შეხება, გამოხატავს თქვენს თანხმობას ან თანაგრძნობას და ადამიანს დააკავშირებს თქვენთან.
  • აგრძნობინეთ ადამიანებს თავი განსაკუთრებულად. ისწავლეთ და დაიმახსოვრეთ ადამიანის სახელები და ასევე მისამართები. გაიღიმეთ გულწრფელად, როდესაც ხვდებით ვინმეს. უთხარით კომპლიმენეტები, თამამად, მაგრამ გულწრფელად, ასევე მიიღეთ კომპლიმენტები მოწყალედ და აღელვების გარეშე.  დაარწმუნეთ მათ, რომ რაც უნდა გააკეთონ თქვენთვის არის ის რაც მათ უნდათ და კარგია მათთვის.
შეხედეთ ადამიანებს თვალებში, როდესაც ესაუბრებით.  არ შეაცბუნოთ ისინი, მაგრამ არ იყუროთ ირგვლივ ოთახში ან შეხედოთ ყველაფერს მათ გარდა. მიიზიდეთ თვალების და არა მხოლოდ ხმით.

2 comments:

  1. მშვენიერი პოსტია!
    მომეწონა

    ReplyDelete