Tuesday, July 19, 2011

Starbucks, სიგნალიზაცია და ისევ ლონდონი...

დავამთავრებ ამ თემაზე საუბარს, თორემ ძალიან გამიგრძელდა.. არა ერთი კარგი დღე გამახსენდა და შევეცდები ჩავატიო ამ პოსტში..ნისლიან ალბიონზე გესაუბრებით დიახ...
ამას წინათ დამესიზმრა.... ვითომ ჩემს Starbucks-ში მივდიოდი, ჩემი სკოლის წინ რომ იყო, ცხელ შოკოლადს ვიყიდი და აბა თუ მიცნობენთქო... სიზმარში მიცნეს :)) ამ ყავის სახლთან დაკავშირებით ერთი რამ გამახსენდა... ეს უკვე სინამდვილეა..

 ვინაიდან და რადგანაც ჩემ სკოლასთან ახლოს იყო, სკოლის შემდეგ ხშირად შევირბენდი ხოლმე და ცხელ შოკოლადს ვყიდულობდი კრემით... აი ასეთი გემრიელი შოკოლადი მე ცხოვრებაში არსად დამილევია... ისე წვიმაში ასწორებს ცხელი შოკოლადით სიარული :)))
ერთხელაც შევედი ამ ჩემს Starbucks-ში და როგორც ყოველთვის შევუკვეთე ჩემი ცხელი შოკოლადი..როდესაც საკრედიტო ბარათი უნდა მიმეწოდებინა გადასახდელად, დახლის იქით მდგომმა ბიჭმა მითხრა, რომ რატომღაც დღეს არ მუშაობდა აპარატი ამიტომ ნაღდი ფულით უნდა გადამეხადა... მაგრამ მე ნაღდი ფული არასდროს მქონდა, საკრედიტო ბარათი უფრო მოსახერხებელია და როდესაც ეს ავუხსენი ბიჭმა მითხრა: "მე ვიცი აქ შენ ხშირად დადიხარ, არაუშავს ნაღდი ფული თუ არ გაქვს, შეგიძლია წაიღო ცხელი შოკოლადი და ხვალ გადაიხადე" მეორე დღეს რა თქმა უნდა მივედი, ისევ ვიყიდე ჩემი სასმელი და გადავიხადე ორის ფული. აი როგორ უყვართ თავისი მომხმარებელები Starbucks-ში და მეც როგორ ვგიჟდები მათზე არ იციან. <3
ეს ამბავი ჩემს მასპინძელ ოჯახში შემემთხვა :))) როგორც ავღნიშნე დიდ სახლში ვცხოვრობდი, ამიტომ გამაფრთხილეს, რომ როდესაც სახლში არავინ იქნებოდა და მე სადმე მომინდებოდა წასვლა, სიგნალიზაცია უნდა დამეყენებინა.(იქ ყველა სახლს სიგნალიზაცია აქვს) ესეც ამიხსნეს, მაგრამ დავიბენი, ძლივს ვისწავლე :)) ხოდა დადგა ერთი ასეთი დღეც. დავაყენე სიგნალიზაცია, სახლის დასატოვებლად 10 წამი მქონდა, მაგრამ უცებ ვიფიქრე რომ რაღაც არასწორად გავაკეთე და სახლში შევბრუნდი. 10 წამის შემდეგ იქ ისეთი გამაყრუებელი ხმა გაისმა, რომ ძალიან შემეშინდა, სასწარფოდ შევიყვანე კოდი და როგორც იქნა გაჩუმდა, მაგრამ ამ დროს მესმის პოლიციის სირენის ხმა, ვდგავარ სახლის ზღურბლზე და ვფიქრობ: ახლა აქედან რომ გავიდე და პოლიციამ გზაში დამიჭიროს, როგორ ავუხსნა რომ ამათთან ვცხოვრობ, იქნებ და არ დამიჯერონ, ვამჯობინე ოთახში ასვლა და იქ ლოდინი. ავვარდი სასწრაფოდ მაღლა, რა თქმა უნდა არავინ არ მოსულა, იმ დღის შემდეგ რამდენჯერმე გავიგონე სირენის ხმა და მივხვდი, რომ  იმ დღეს არ აპირებდნენ ჩემს "დასაჭერად" მოსვლას :)))
მოკლედ, ლონდონი ის ქალაქია რომელზეც შემიძლია დაუსრულებლად ვილაპარაკო... აქ რომ იტყვიან სიცოცხლე დუღს, ყველა სადღაც მიიჩქარის, განსაკუთრებით დილით თუ მეტროში შეხვალ...ვერ წარმოიდგერნთ როგორ მიყვარს ლონდონის მეტრო :)) იმდენი ხაზებია, თავიდან ვიბნეოდი და ვერ ვხვდებოდი სად როგორ უნდა გადავჯდარიყავი, მაგარამ დროთა განმავლობაში ესეც შევითვისე...არ შემიძლია წითელი ავტობუსები არ ავღნიშნო, მართლაც უზარმაზარი და ულამაზესია... უხდებიან ლონდონს... აქ ყველა თავისთვისაა.... არავის აინტერსებს ვინ ხარ, რა გაცვია, როგორი ხარ, ამიტომ ქუჩაში სიარულის დროს მართლა მეკიდა ყველაფერი... რა ვქნა მიყვარს, მიყვარს და მენატრება... ერთ დღეს აუცილებლად დავრბუნდები, აუცილებლად !

No comments:

Post a Comment