Monday, July 4, 2011
Thoughts...
ღამის 4 საათზე არ მძინავს მიუხედავდ იმისა, რომ ხვალ უამრავი საქმე მაქვს და კარგი გამოძნება მჭირდება, მაგრამ ამ ბოლო დროს სულ ამოვვარდი რეჟიმიდან.. რო ვიძინებ უცნაური გრძნობა მაქვს, ასე მგონია მეკარგება ცხოვრების ნაწილი და მართლაც ასეა...
ვზივარ და ვფიქრობ ბევრ რამეზე.. ფიქრის მეტი მაინც არაფერი შემიძლია, ის კი არადა მგონი უფრო მეტს ვფიქრობ ვიდრე ვლაპარაკობ... ასე უფრო ადვილია... საერთოდ არ მიყვარს ბევრი ლაპარაკი... არ ვიცი ახლა რას ვბოდავ, ესეც ერთგვარი ფიქრია, ოღონდ ბლოგზე გადმოტანილი... არა, ყველაფერს არ დავწერ რასაც ვფიქრობ...
უმეტეს შემთხვევაში ჩემს თავს ვაკრიტიკებ, ამ ბოლო დროს დამჩემდა და ზოგჯერ ზედმედი მომდის, რაც არ მომწონს..
ამ ბოლო დროს სულ ავირიე, აქამდე მინდოდა რაღაც, მაგრამ ახლა მინდა თუ არა ეგეც აღარ ვიცი.. საერთოდ არ მჩვევია თავის დანებება, ყველაფერი ბოლომდე მიმყავს ხოლმე და ყველაფერს ვაღწევ, მაგრამ ახლა მართლა არ ვიცი რა მინდა... მართლა არასდროს ვყოფილვარ ასე... ხან ერთს ვფიქრობ ხან მეორეს.. მოკლედ ჩემს თავს ვებრძვი..
ჩემი ცხოვრება კი ჩვეულ რითმში მიდის და ისეთ სტადიაზე ვარ ყველაფერი რო გბეზრდება, ყველაფერი ერთფეროვანი გეჩვენება, ცდილობ რაღაცა შეცვალო, მაგრამ არ გამოდის არაფერი... საერთოდ თუ ჰქვია ამას რამე? გარეთ ისეთი მხირაული ვარ, მაგრამ როგორც კი სახლში შემოვაბიჯებ და მარტო ვრჩები ჩემს თავთან, მერე.. მერე ვხვდები რომ მარტო ვარ... ახლა ასეთი განცდა მაქვს... ვზივარ ბნელ ოთახში და ვფიქრობ... მხოლოდ საათის წიკწიკის ხმა მესმის... არ მეძინება..
სულ ვცდილობ რომ პოზიტიურად ვიფიქრო, ზოგჯერ გამომდის, მაგრამ უმეტესად–არა...
ყოველ დღე ვიმედოვნებ რომ ხვალ უფრო კარგი დღე იქნება, მაგრამ იმედი იმედად რჩება, არაფერი იცვლება და ეს მაღიზიანებს..
ალბათ უკვე ტვინი შევჭამე ჩემი უაზრო ფიქრებით, აქ დაგემშვიდობებით..
Subscribe to:
Post Comments (Atom)


ლან, კარგად მესმის შენი, მაგას დეპრსიული პერიოდი ქვია და მინდა გითხრა რო გავლადია :):*
ReplyDeleteამიტომ...
ძალიან გამიგრძელდა რაღაცა და არ მომწონს ეს ამბავი მე
ReplyDelete