Friday, February 17, 2012

მეგობარი წარსულიდან

   რა კარგიაა არაფრის კეთება,დილის 6–მდე მღვიძავს და შუადღეს ვიღვიძებ, როგორ მომნატრებია, მთელი დღე ჩემს საყვარელ სერიალებს ვუყურებ, არ მბეზრდება ასე ყოფნა, სახლიდანაც მეზარება გასვლა, ცოტა უნდა დავისვენო... ჰოდაა ვუყურებდი ამ ჩემს საყვარელ სერიალს და ერთი ამბავი გამახსენდა შორეული ბავშვობიდან...
   სკოლაში ერთი ძალიან კარგი მეგობარი მყავდა, ყველაფერს ერთად ვაკეთებდით თითქმის. პირველ კლასსში კარგად ვერ ვსწავლობდი, დედ–მამა მუშაობდნენ, მე და ჩემი და კი ხშირად სახლში მარტონი ვიყავით ხოლმე, ჰოდა არ ვსწავლობდი. ყველაფერი არ მახსოვს, მაგრამ ის კი კარგად მახსოვს მე და ჩემი მეგობარს დედამისი როგორ დაგვსვამდა სამეცსადინოდ, მაგრამ ეს მომაბეზრებელი პროცესი მხიარულებაში გადაჰქონდა, ისე გვასწვალიდა, თან ვერთობოდით და პატარა ბავშვებისთვის აუტანელი აღარ იყო. 
  ერთხელაც გავიგე რომ ჩემი მეგობრის დედა სხვა ქვეყანაში მიდიოდა, ჩემი მეგობარი და მისი 2 და სოფელში უნდა წასულიყვნენ საცხოვრებლად, რადგან მამას არ შეეძლო მარტოს მოვლა. ახლაც მახსოვს ის დღე, მამაჩემს შევუთანხმდი რომ ჩემი მეგობარი ჩვენთან დაგვეტოვებინა, ასე რომ არ მოუწევდა წასვლა და სულ ჩემთან იქნებოდა. მიუხედავად იმისა, რომ დიდი სახლი არ გვქონდა, ისე არ მინდოდა დავშორებოდი ყველაფერს დავთმობდი, ჰოდა ამის შესახებ ჩემს მეგობარს ვთხარი, რა თქმა უნდა არ დარჩა. ვერ წარმოიდგენთ როგორ ვტიროდი და როგორ ვეხვეწებოდი, მთელი საღამო ვთხოვდი დარჩენას. იცით რა ცუდი გრძნობაა, მით უმეტეს ბავშვისთვის, ასე მეგონა ვეღარ ვიქნებოდი უმაგისოდ, მაცლიდნენ ჩემს რაღაცას, მე კიდევ უიმედოდ ვცდილობდი შემენარჩუნებინა, ვეჭიდებოდი. ახლაც თავლწინ მიდგას რა ბედნიერი სახით ვუთხარი რომ დარჩენა შეეძლო, მან კი მითხრა რომ უნდა წასულიყო. 
  საბედნეროდ გავიდა წლები და ის ისევ დაბრუნდა თბილისში, მართალია ხშირად ვეღარ ვნახულობ, აღარც ისეთი მეგობრობა გავქვს როგორ ადრე, მაგრამ მაინც ვახერხებ მის ნახვას და მაინც ისევ ისე მიყვარს როგორც ადრე ბავშვობაში, როდესაც ჩამომივლიდა დილას და ერთად მივდიოდით სკოლაში, მერე ერთად ვწერდით დავალებებს, ვსეირნობდით და ასე გვიყვარდა ერთმანეთი.ბედნიერს მხდის ამის გახსენება... იმედი მაქვს ყველა ადამიანს ეყოლება კარგი მეგობარი და ალბათ გყავთ კიდევაც, მე კი შემიძლია ვთქვა რომ ამ მხრივ ძალიან გამიმართლა, იმიტომ რომ მიტანენ, ჩემს წუწუნს იტანენ,(ხანდახან მე თვითონ მბეზრდება ჩემი თავი), ვუყვარვარ ისეთი როგორიც ვარ, რომ დამჭირდეს ვიცი ჩემს გვერდით იქნებიან და კიდევ ბედნიერი ვარ რომ მეგობრობა შემიძლია.


მთელი დღეა ამ სიმღერას ვუსმენ, ძალიან კარგია...

2 comments:

  1. შესაფერისი სიმღერაა... მოვიხიბლე. რაც შეეხება ადამიანებს წარსულიდან: როცა ისინი ასე სევდიანად გვახსენდებიან, იმას ნიშნავს რომ იმ წუთას ცოტათი კიდევ გავიზარდეთ და ცოტა არასასიამოვნოა იმ გულიდაწყვეტის განცდა , რომელიც მაგ დროს გვეუფლება. :)

    ReplyDelete
  2. რაღაცით ნაცნობია... wish I could like it...

    ReplyDelete