Friday, December 9, 2011

Life is easy with eyes closed

  მაპატიეთ რომ დაგივიწყეთ, ვერ ვიცლიდი უბრალოდ, ხან შუალედურები ხან რა და ხან რა, მოკლედ ერთი სიტყვით მიზეზები არ ილევა...
    ბევრი არაფერი მომხდარა, უბრალოდ მე დამიგროვდა ემოციები...
   გარშემო ყველას წუწუნი მესმის, მაგრამ მათ შორის ყველაზე ბევრს მე ვწუწუნებ.. მოდი ერთ შესწორებას შევიტან. როდესაც რაღაცა ძალიან მაწუხებს სულ ვლაპარაკობ იმაზე, რომ ცოტა შევიმსუბუქო მდგომარეობა, მინდა ვიღაცამ მხარი დამიჭიროს, ამიბას, მაგრამ ამის მაგივრად მესმის: "გეყო წუწუნი". ნუთუ არ შეუძლია ვინმეს ცოტა ხნით ამიტანოს, არა ამას დედაჩემზე კარგად ვერავინ აკეთებს..
  არ მიყვარს ვინმეს რომ მადარებენ, იმ მომენტში ალბათ ვინმეს მივახრჩობ, ამის სურვილი კი ამ ბოლო დროს ძალიან ხშირად მაქვს... საქმე ისაა, რომ ყველა რაღაცას ჩამციჩინებს, ყველას რაღაცა უნდა, მე კიდევ მართლა არ ვიცი რა ჯანდაბა მინდა ამ ცხოვრებაში და საერთოდ როგორ გავაგრძელო და რა ვქნა, როცა ჩავამთავრებ ამ წელს... ჰო ვიცი ერთი ეტაპი მთავრდება, მეორე იწყება და ბლა ბლა ბლა, მაგრამ ასეთი არეული ჯერ არასდროს ვყოფილვარ, აზრებს ძალიან ხშირად ვიცვლი, არადა ყოველთვის ვიცოდი რა უნდა მექნა, ყოველთვის მქონდა მიზანი, მაგრამ ახლა მართლა აღარ ვიცი არაფერი.
 ჩემს მეგობარს რომ ჰკითხო ხანდხან ძალიან უხეში ვარ, მაგრამ რა ვქნა თუ ისიც მიშლის ნერვებს, მეც ხო ვიტან მის უარყოფითებს. სულ იმას მეუბნება, რომ მისი ოცნებაა კაფე ჰქონდეს, მერე უცებ მომიბრუნდება და მეტყვის, არ გინდა ერთად გავაკეთოთ? მაგრამ ის მისი ოცნებაა და არა ჩემი... მე არ მინდა არა, მე თვითონაც არ ვიცი რა მინდა... უბრალოდ დავიღალე ყველაფრით... ხანდახან მართლა ცუდად ვპასუხობ, მხოლოდ იმიტომ რომ მბეზრდება ეს უაზრო დიალოგები, ალბათ იმიტომაც რომ განვიცდი ყველაფერს, მაგრამ არ ვარ ეს უხეში... რა ვქნა თუ ვერ გამოვხატავ სიყვარულს ისე ძალიან, არადა ვთვლი რომ საკმარისად კარგად ვაკეთებ ყველაფერს.. არ შეიძლება ვიღაცამ მხოლოდ გარედან არ შეაფასოს?
 დღეს მთელი დღე ძალა გამოცლილივით ვეგდე დივანზე, უაზროდ ჩემთვის, გარეთ გასვლა არ მინდოდა საერთოდ, დაქალმა გამათრია ძალით, ახლაც ასე ვარ...არც დეპრესიაში ვარ, არც რამე მჭირს, უბრალოდ ვარ ასე...
 ხანდახან ისე მეზიზღება ჩემი ხასიათი მინდა გავქრე საერთოდ... ან გავაქრო, დავხიო, დავგლიჯო ასეთი "მე"... შეიძლება პრობლემა იმაშია, რომ ძალიან ძალიან ბევრს ვფიქრობ ან ზედმეტად ემოციური ვარ... თურმე არც ისეთი სრულყოფილი ვარ, მაგრამ ვინ არის რო?
  უზომოდ მინდა წავიდე სადმე შორს, ისეთ ქალაქში სადაც არ მიცნობენ, მაგარი გრძნობაა... მარტო, სულ შენთვის.. ხანდახან ისე მიტევს ეს გრძნობა, ლამისაა ფეხით დავადგე გზას... ოდესმე ავიხდენ ოცნებას...
და ბოლოს:
Life is easy with eyes closed, misunderstanding all you see.. ♥