Monday, April 9, 2012

Welcome 2 my Zoo

ჩემს ოჯახში მატებაა :)))) კიდევ ერთი კნუტი შემოგვემატა, ამჯერად ჯიშიანი... დავიწყებ ყველაფერს თავიდან :)))



           ცუცა
ზუსტად 1,5 წლის წინ ჩემს დას მოუყვანეს ზღვის გოჭი, მაშინ პირველად ვნახე პატარა არსება ნაყინის ყუთში და ძალიან შემიყვარდა.. მართლა ძალიან მიყვარს, ფუმფულაა, საყვარელი და როცა შია ჭყვიტინებს, (ნუ მაცივრის ყოველ გაღებაზე) გიჟდება როცა ეფერებიან და ინაბება.. უყვარს ჭამა ძალიან, მთელი დღე ჭამს, ძილს როდის ასწრებს ვერ გეტყვით. თავიდან ნუცა ერქვა,მერე ცუცა გადავარქვით. ძალიან მივეჩვიეთ... ჩემს დას რატომღაც ნაკლებად უყვარს. ჰო დამავიწყდა მეთქვა, რომ გოგოა ჩვენი ცუცა.

ჩემი ცუცა

















                                                                                   Alley
ზუსტად აღარ მახსოვს, მაგრამ დაახლოებით ერთი წლის წინ მოუყვანეს ჩემს დას ჩვენმა მეგობარმა, კნუტი იყო პატარა.. თავიდან არ მიყვარდა, დიდი ხანი არ მყავდა კატა და ამიტომ ვერ ვეგუებოდი... ნამდვილი გიჟია, დახტის აქეთ–იქით.. დროთა განმავლობაში შევეჩვიე და ახლა ძალიან მიყვარს.. სტუმრები რო მოდიან ალბათ გიჟდება თუ არ ვიცი რა ემართება და დარბის გიჟივით...ხშირად ვეთამაშები და ბევრს ვიცინი, მაგარი ტიპია.. სულ შავია და ღამით ძლივს ვხედავთ ხოლმე... საყვარელია, მლოკავს ხოლმე ლოყაზე, ალბათ ასე გამოხატავს სიყვარულს... საშინლად ეჭვიანია აი საშინლად, ცუცაზე ეჭვიანობს ხოლმე (ახლა უკვე პაკოზეც), ყუთში უხტება საწყალს და აწიოკებს, როცა ცუცა მიზის კალთაში, მოდის ეს და ფეხებში მიწვება...
         
აიი ასეთი შავია :)))























                                           პაკო 
დაახლოებით რამდენიმე დღის წინ უნივერსიტეტიდან მოვდიოდი დაღლილი, გზაში მეგობარი შემხვდა და სახლში სიურპრიზი გელოდებაო მითხრა, რო ჩავეძიე აღმოჩნდა კატა მოუყვანია, ჯიშიანი, მაგრამ ვერ გავარკვიე ჯიში.. პატრონი ვერ უვლიდა და ასე მოხვდა ჩემთან.. ძალიან საყვარელია, ისეთი რბილი და ფაფუკი ბეწვი აქვს... შედარებით წყნარია და დამჯერი ელისგან განსხვავებით... ხან თამაშობს ხან სძინავს, ჯერ პატარაა... ახლაც გვერდით მიწევს, თავი აქვს დადებული და სძინავს... თავიდან ელი და პაკო ვერ შეეწყვნენ ერთმანეთს, უღრენდნენ (თუ რა ქვია არ ვიცი) ერთმანეთს, რამდენიმე დღის შემდეგ კი უკვე ერთადაც თამაშობენ, მაგრამ ელი ისევ ძალიან ეჭვიანობს, რამდენიმე ხანი მთელი დღე გარეთ იყო დაკარგული, მაგრამ ახლა მგონი შეეჩვია, ვნახოთ რა იქნება.. :))) პაკო ბიჭია..

პაკო



არ ჩანს თორე ელი თათს ურტყამს თავზე :))))