Saturday, June 4, 2011

ჩემი ზღვის გოჭი

ძალიან გავს ჩემს გოჭს
ის ნოემბრის ერთ საღამოს სახლში პატარა ყუთით მოიყვანეს... როდესაც ყუთს თავი ავხადე, პატარა მობუზული არსება დავინახე.. მაშინ მართლა ვერ ვიფიქრებდი რომ ის ”ოჯახის წევრი’ გახდებოდა და ასე შემიყვარდებოდა... მართალია ჩემს დას აჩუქეს, მაგრმ მის გარდა  ცუცას ყველა უვლის...
დიახ, ასე ჰქვია ჩემს ზღვის გოჭს.. თავიდან ნუცა ერქვა, მაგრამ გადავწყვიტეთ რომ ცუცა ჯობდა...
ზღვის გოჭი კი მას მერე მინდოდა, რაც ფილმ "Bedtime Stories"-ში დიდთვალება გოჭი ვნახე...
ცუცა ძალიან მიყვარს... პატარა ჭყიპინა გოჭი, რომელიც სულ ჭამს და აქეთ-იქით დარბის.... როცა ვეფერბი თავს ხელზე მადებს და ინაბება.. განსაკუთრებით თავზე მოფერება უყვარს...
როცა  მოიყვანეს, პარკის შრიალზე ჭყვიტინს იწყებდა, თავიდან გვეგონა რომ ეშინოდა, ხოლო შემდეგ მივხვდით, რომ ცუცას საჭმელი ეგონა და ამიტომ ყვიროდა... დღემდე ასეა, როცა პარკს ვაშრალებ ან მაცივარს ვაღებ მაშინვე ჭყვიტინს იწყებს და მორბის...
ცუცას მგონი ყველაზე მეტად დედაჩემი უყვარს... სწორედ ის ელაპარაკება ბავშვივით, სულ კუდში დასდევს და სულ აჭმევს... ცუცაც, სანამ დედაჩემი კარებზე დააკაკუნებს, მანამდე იწყებს ყვირილს... არ ვიცი როგორ ხვდება, რომ დედაჩემი მოვიდა..
მიუხედავად იმისა, რომ სულ მე მაფსამს და მე მაცურცლავს, მაინც სხვანაირი დამოკიდებულება მაქვს მის მიმართ :))) მართლა პატარა ბავშვივითაა, უყვარს მოფერება, ძილი და ჭამა... ძირითადად ბოსტნეულს და ხილს ჭამს ხოლმე... თავისი ყუთი აქვს და იქ ხტება საჭმელად...
თავიდან ყუთში გვყავდა, მაგრამ ყველა დაღრღნა და ამოვიდა იქედან...ხო უყვარს დაღრღნა ნივთების.. სატენი გადამიღრღნა, ძლივს გადარჩა...
ალბათ ჩემზე იფიქრებთ რა ეზღვის გოჭება, ან როგორ შეიძლება საერთოდ გიყვარდესო, მაგრამ რა ქვნა, პატარა უმწეო არსებაა... მეც ველაპარაკები ხოლმე და განაბული მიყურებს ხოლმე, რო მობეზრდება ამოტრიალებული ყოფნა ფართხალს იწყებს... ხან რო ვაწვალებ მკბენს ხოლმე, ოღონდ ისე რომ მეღუტუნება :)) ხანაც მლოკავს ხოლმე.. ყველაზე სასაცილო კი ისაა, რო ვეფერები ზოგჯერ ფეხებს შლის  და იწელება მთელ სიგრძეზე...ახლაც კალთაში მიზის და მეხუტება... დამეღალა მარცხენა ხელი, ხან თავს ჩამომადებს, ხან მომეყუდება...
რა ძალიან პატარა იყო და რამხელა გაიზარდა..

არადა სულ სხვა რამეზე ვაპირებდი პოსტის დაწერას :))))

6 comments:

  1. არადა ძალიან საყვარელია ;;)

    ReplyDelete
  2. ძალიან საყვარელია.. ჩემს მამიდაშვილსაც ყავდა, შენსას ჯვარი ეწეროს და როცა უწია ჟამმა და მოუკვდა, კარგა ხანს ტიროდა... ძალიან შეეჩვია

    ReplyDelete
  3. ვაიმე რო მომიკვდეს გავაფრენ ალბათ, დედაჩემს კდიევ შვილივით უკვარს და უვლის...
    ძალიან იცის შეჩვევა მართლაც <3

    ReplyDelete
    Replies
    1. აუცილებლად სჭირდება ნახერხი აკვარიუმში?

      Delete
  4. shen imitom gapsams da gacurclavs rom smas shentan ar moswons da shenc mouare dedasehnnivit da naxe agar moisaqmebs shentan.tavidan ojaxshi yvelastan isaqmebda da mere me rom shevichvie chems garda yvleas acurclavss.da dedashennis mosvlas iqidan xdeba rom mis suns grxnobss.da saertod zgvis gochebi kargad ver xedaven magram smena da ynosa aqvt zan ganvitarebuli

    ReplyDelete
  5. აუცილებლად სჭირდება ნახერხი აკვარიუმში?

    ReplyDelete