Thursday, March 7, 2013

The Perks of Being a Wallflower

   დღეს შემთხვევით აღმოვაჩინე ეს ფილმი. მიუხედავად იმისა, რომ ასეთ ხასიათზე დრამას არ ვუყურებ ხოლმე, რაღაცნაირად დავინტერესდი და ვუყურე კიდეც. უნდა ვაღიარო რომ ეს იმ იშვიათ ფილმთაგანია, რომელიც ძალიან მოქმედებს ჩემზე, მთელი გრძნობებით ვუყურებ და ველოდები როგორ განვითარდება მოვლენები.
  ეს არის წიგნის ადაპტაცია. იმდენად მომეწონა ფილმი, რომ ძალიან მინდა წიგნის წაკითხვა, არ ვიცი არის თუ არა საქართველოში, მაგრამ იმედი მაქვს ინგლისურად მაინც ვიპოვი.
 აუცილებლად ვუყურებ მეორედ. ახლაც კი შთაბეჭდილების ქვეშ ვარ. არასდროს დამიწერია განხილვები, მაგრამ უბრალოდ ვერ მოვითმინე რომ არ დამეწერა. ფილმმა ძალიან იმოქმედა ჩემზე.
 ეს არის ფილმი სიყვარულზე, მეგობრობაზე, ტკივილზე,სიხარულზე. ეს სიტყვები ვიცი ბანალურად ჟღერს, მაგრამ უყურეთ არ ინანებთ. გულში ჩამწვდა.
  "An introvert freshman is taken under the wings of two seniors who welcome him to the real world."
ჩარლი (მთავარი გმირი) თავიდან ძალიან მორცხვია და არც მეგობრები ყავს. შემდეგ სემს და პატრიკს გაიცნობს და აი აქედან იწყება ყველაფერი და მისი ცხოვრებაც იცვლება.
 იგი ანონიმურ წერილებს სწერს ადამიანს, რომელიც არ ჩანს.
 ასევე ფილმში ჩანს ჩარლის განსაკუთრეული დამოკიდებულება დეიდასადმი, რომელიც გარდაეცვალა. პარალელურად მოთხრობილია მათი ურთიერთობის შესახებ. ყველა საიდუმლოს არ გავამხელ, უყურეთ და ისიამოვნეთ.
იმდენად ემოციების ქვეშ ვარ, არ ვიცი რა დავწერო.
 Sam: Why do I and everyone I love pick people who treat us like we're nothing?
Charlie: We accept the love we think we deserve.
 მინდა გაუთავებლად ვილაპარაკო და ვთქვა რას ვგრძნობ, მაგრამ ვხვდები რომ სიტყვები ზედმეტია. შემიძლია კი ავღწერო და გადმოვცე ყველაფერი რასაც განვიცდი. გულში ჩამწვდა, ყველაფერს შეეხო, შინაგანად შემძრა. აღსანიშნავია ის ფაქტი,რომ ფილმის რეჟისორი წიგნის ავტორია. მაგარია, არა?
  არ ვიცი გიყვართ თუ არა დრამა, მაგრამ ვთვლი, რომ ძალიან კარგი ნამუშევარია და კარგი საყურებელია. ალბათ გაიცინებ და  იტირებ ერთსა და იმავე დროს.
ესეც დასასრულს:
Charlie: I don't know if I will have the time to write anymore letters because I might be too busy trying to participate. So if this does end up being the last letter I just want you to know that I was in a bad place before I started high school and you helped me. Even if you didn't know what I was talking about or know someone who has gone through it, you made me not feel alone. Because I know there are people who say all these things don't happen. And there are people who forget what it's like to be 16 when they turn 17. I know these will all be stories someday. And our pictures will become old photographs. We'll all become somebody's mom or dad. But right now these moments are not stories. This is happening, I am here and I am looking at her. And she is so beautiful. I can see it. This one moment when you know you're not a sad story. You are alive, and you stand up and see the lights on the buildings and everything that makes you wonder. And you're listening to that song and that drive with the people you love most in this world. And in this moment I swear, we are infinite.

Saturday, March 2, 2013

Sleepy me

 დილის 5 სთ–ია, Sex And The City-ს ვუყურებ, ძალიან მეძინება, მაგრამ "კიდევ ერთ სერიას ვუყურებ და მერე დავიძნებ" აღარ დამთავრდა და ასე შემოვრჩი.
 ისევ ისე ვარ როგორც უწინ, არაფერი ახალი, არაფერი..
 დღეს ერთ საინტერესო ფრაზას წავაწყდი: "In the book of life, the answers aren't in the back." (ცხოვრების წიგნში პასუხები ყოველთვის უკან არ წერია. ვინც ვერ გაიგო განვმარტავ, ზოგიერთ წიგნში პასუხები წერია ბოლო ფურცლებზე და შეგიძლია გადაამოწმო სწორი ხარ თუ არა). ამ ფრაზამ დამაფიქრა და ვინატრე ნეტავ იყოსთქო, აი როგორ მინდა სულ ესეთ გაურკვევლობაში არ ვიყო და მაიტერესებდეს რატომ მოხდა ან არ მოხდა, რატომ გამოჩნდა, რატომ გაქრა და ა.შ. სულ რაღაცის ძიებაში ვარ და სულ კითხვები მიტრიალებს თავში.
 "There must be millions of people all over the world who never get any love letters . . . I could be their leader." აი ზუსტად რა
წავედი დავიძინე..
 იმედი მაქვს აღარ გავიღვიძებ სანამ რამე არ შეიცვლება