რა მოხდება ცოტახნით გავქრე...
მთელი დღეა ასე ვარ და სულ რაღაცა მიფუჭებს ხასიათს, დამღალეს ჩემმა ჯგუფელებმა, ყველაფრის კოსნპექტს მე მთხოვენ, დავიღალე დავიღალე... ვერავინ ნახავს ამ ჩემს დეპრესიულ პოსტს... ალბათ ყველა დავღალე ჩემი წუწუნით და აქ მაინც ვიწუწუნებ...
ყოველ დღე ერთი და იგივე.. ადექი ჩაიცვი წადი უნივერსიტეტში, მოდი.. ისწავლე.. დავიღალე...
რაღაცაში მაინც მიმართლებდეს, ამ ბოლო დროს იღბალიც სადღაც წავიდა... აუ რატო მიმაქვს ყველაფერი ასე ახლოს გულთან, მე მეშლება ნერვები ჩემს თავზე...
აღარც მეხუმრება, მარტო მეტირება ყველაფერზე...
არადა სულ ვიცინი გარეგნულად, მხოლოდ სახლში ვარ ასე უაზროდ...
გარეთ გასვლა კარგია, მაგრამ რაღაცა ახალი მინდა და არ ხდება არაფერი....
გავუცვლიდი ვინმეს ჩემს ცხოვრებას...
რა ჯანდაბაა, სუ ისეთი უნდა მომეწონოს ან შემიყვარდეს მაინც უბედურად უნდა დამთავრდეს ყველაფერი... აუ აღარ მინდა ვიფიქრო ამაზე, მაგრამ მეფიქრება, მაგრამ მაინც ვნახულობ მის სურათებს... რას ვერჩი ჩემს თავს...
ჯერ იყო და ისეთი შემიყვარდა რომელსაც არც ვუყვარდი..ახლა ისეთი მომეწონა რომელსაც არ ვიცნობ... რატომ რატომ? დავაშავე რამე?
ვცდილობ არ შევიმჩნიო ცრემლები, მაგრამ რა ვქნა, მაწვება ემოციები...
არ ვიცი ამ ზაფხულს რა ვქნა, ალბათ ყველაზე საზიზღარი ზაფხული მექნება მთელს ისტორიაში...
ჯანდაბაშიც წასულა მთელი ჩემი ცხოვრება...
დავიღალე დავიღალე...
9 ივლისს დამთავრდება ყველაფერი და დამავიწყდება... მაგრამ რომ არ დამავიწყდეს? მერე რა ჯანდაბა ქვნა?
სუ ასეთი რაღაცები რატომ მემართება? ნუთუ 1 წლის ტანჯვის მერე აღარ ვიმსახურებ არაფერს? რა აღარ ვიმსახურებ? აღაარ?
გავგიჟდები სადაცაა...
ყველაფერი მაღიზიანებს ჩემს თავში...
ავირიე, აღარ ვიცი რა მინდა და რა არა... რთულია ყველაფერი.. დავიღალე ერთფეროვნებით...
ხანდახან მეჩვენება რომ ყველაფერი კარგადაა, ყველაფერს ეშველება, მაგრამ სუ ძირს ვენარცხები...
აღარ მინდა ასე ყოფნა...


ეგრეა ლან ზოგადად, ხან აღმა ადიხარ ხან დაღმა, ხანაც ერთ პოზიციაზე ხარ, მე არ ვიცღლები შენი მოსმენით და არც დავიღლები იმიტო რო ძალიან მიყვარხარ და ეგ იცი!
ReplyDeleteმეც მაქვს ხოლმე ზუსტად მასეთი პერიოდები და
ეს ზაფხული ცუდი კი არა უკეთესი იქნება, თანაც ბევრად ვიდრე ელოდები!!:**
აი ნახავ!! :*
მეეც მიყვარხარ კეეთ და ძალიან მიხარია რო გიცნობ.. :*
ReplyDeleteგუშინ ისე ვიყავი რომ უნდა დამეწერა..
იმედია მალე დამთავრდება ეს პერიოდი თორემ ძალიან გაიწელა და ძნელია გაძლება..