ამ თემაზე ბევრი მისაუბრია, მეგობრები მგონი ვეღარ მიტანენ ხმას რომ ვიღებ, მაგრამ რა ვქნა, თითქმის 1 წელი გავიდა, მე სულ მახსოვს ...დაახლოებით ამ პერიოდში ველოდებოდი ვიზას.. ისე მიხაროდა ვერ აგიღწერთ, მაგარი გრძნობაა ოცნებები რომ გიხდება... რატომღაც დარწმუნებული ვიყავი რომ ვიზას ჩამირტყამდნენ და ასეც მოხდა...ლონდონში 7 აგვისტოს გავფრინდი.. ჯერ აეროპორტში დამაგვიანდა.. ისიც კი მეგონა რომ 1 საათი უნდა დამეცადა... დედაჩემის წყალობით დროულად გავფრინდი...
ჩავედი ლონდონში და დავინახე უუუუზარმაზაარი აეროპორტი... ვაიმე ისე დავიბენი რა მექნა არ ვიცოდი.. ისიც კი ვერ მოვიფიქრე რომ ნიშნებს გავყოლოდი... ავეკიდე ვიღაც ოჯახს, გავყევი, გავიარეთ შემოწმება... როგორც იცით ხელჩანთაში აკრძალულია ყოველგვარი სითხე და რკინის ნივთები, მე კიდევ ორივე მქონდა.. ამიტომ ჩემმა ჩანთამ წრიპინი დაიწყო... ქალმა ძალიან სასტიკი სახით მითხრა, მადამ შენი ჩანთა უნდა შევამოწმოთო.. მე ისე დავიბენი და ისე შემეშინდა ის ჩანთა იქ დავტოვე, მეგონა რომ ძირითად ბარგთან ერთად დამხვდებოდა.. ერთი კი გავიფიქრე ზედ არაფერი დაუკვრიათ იქ როგორ ვნახოთქო მაგრამ შეშინებული წამოვედი და თქვენ წარმოიდგინეთ შიგნით ფული და საკრედიტო ბარათი მედო ანუ რითიც უნდა მეცხოვრა..
შემდეგ გზა გავაგრძელეთ და მივედი ვიღაც ახალგაზრდა ბიჭთან, რავიცოდი მე ეს ოჯახი ამერიკაში თუ მიდიოდა... ხოდა ეს ბიჭი მეუბენბა:
–სად მიდიხარ?
–მე? არსად აქ ვრჩები :)) (იმ მომენტში ნამდვილად არ მეღიმებოდა)
–ხოდა მაშინ შენ უნდა წახვიდე მე–60 გასასვლელთან
დავადექი გზას... მივდივარ, მივყვები ნიშნებს, შევედი რაღაც ჰოლში და უცებ წარწერა "Gate 60" ქრება.. არ ვიცი საით წავიდე, ორი გზა არის ერთი მარჯვნივ მეორე მარცხნივ და მაღლა ადის... მივედი ერთ თანამშრომელ ბიჭთან და ვთხოვე რამენაირად დამხმარებოდა.. ამ ბიჭმა ხან აქეთ წამიყვანა, ხან იქით და მითხრა არ ვიციო, მაგრამ მგონი ეს არისო, მრცხენა გზაზე მიმითითა... ვერ აგიღწერთ რამდენი ხანი დავბოდიალობდი აეროპორტში კი არა ლაბირინთში, მაგრამ აქ ჩემი თავგადასავლები არ დამთავრებულა...
ჩავედი დაბლა და ვხდედავ BMI-ის (ანუ რითიც ჩამოვფრინდი) დაკარგული ნივთების ბიურო თუ არ მახსოვს რაც იყო.. მივედი და ვეუბნები:
–ჩანთა წამართვეს (საშინლად ანერვიულებული, როდესაც ამხსენდება რომ საჭირო ნივთები იქ დამრჩა)
–ვინ წაგართვა?
–არ ვიცი.. (ისეთი დაბნეული ვიყავი სახელიც ვერ გავიხსენე და ინგლისურიც კი დამავიწყდა)
მოკლედ ძლივს ავუხსენი რომ დაცვამ წამართვა იმიტომ რომ სპრეი მედო შიგნით... ამათ რაღაც დამაწერინეს, ნომერი ჩაიწერეს და მისამართი და მითხრეს, რომ ვერაფერს დაგპირდებით ვიპოვით თუ არაო, ხანადახნ შეგვეხმიანე და გაიგე ამბებიო..(მართლა ასე მითხრეს)
მე ამის გაგონებაზე ტირილი დავიწყე, მოდი და ნუ ატირდები, ფული შიგნით მაქვს და როგორ უნდა ვიცხოვრო ან კიდევ დედაჩემი სად ჩამირიცხავს ფულს.. არ ვიცოდი რა მექნა...
გავედი ავიღე ჩემი ძირითადი ბარგი.. თანამშრომელმა მკითხა ამბავი ჩემი ატირებული სახე რო დაინახა, იმ კაცმა საწყლად გადმომხედა და წამოვედი გავაგრძელე ჩემი გზა...
გასასვლელში რო გამოვედი, ვერ აგიღწერთ რა ცუდად ვიყავი.. ახლა ვეძებდი ჩემს მძღოლს რომელსაც სახლში უნდა მივეყვანე.. მაგრამ ჰოი საოცრებავ, ვერ ვპოულობ ამ ჩემს მძღოლს... ვეძებ თვალებით , მაგრამ ვერაფერი შევნიშნე. ცოტა ხნის მერე გამოაცხადეს ჩემი სკოლის სახელი, მართალია რა თქვეს ვერ გავიგე, მაგრამ ცოტახანში მძღოლი ვიპოვე... ხოდა ის ისაა წასვლა დავაპირე, რომ ჩემი ხელჩანთა კიდევ გამახსენდა და პირდაპირ ამ კაცის თვალწინ ავბღავლდი...(მეგონა, რომ ამ კაცისთვის ფული მქონდა გადასახდელი, თურმე სკოლას ჩაურიცხავს) ეს კაცი მაწყნარებდა, რა მოხდაო? მე ავუხსენი ყველაფერი ტირილ–ტირილით.. ხოდა მიმიყვანა ვიღაც ქალთან, იმ ქალმა ყველაფერი მათქმევინა, რა იყო ჩანთაში... 15 წუთის შემდეგ ვიღაცა კუნთმაგარმა ბიჭმა მომიტანა ჩემი ჩანთა... ალბათ წარმოიდგენდით, როგორ გამეხარდა...
ახლა კი მეცინება ამ ამბავზე, მაგრამ იმ წუთას ძალიან ცუდად ვიყავი...


უფ!!! კიდევ კარგი გაასწორე! უმაგრესი პოსტია! უმაგრესად წერ! :)
ReplyDeleteaxsiom.org
კაი ნუ მეღადავები.. რა უმაგრესად ვწერ :დ
ReplyDeleteშენ მაინც ვერ გჯობივარ :დ
მადლობა მაინც <3
ლონდონი ლონდონი ლონდონი ლონდონი ლონდონი ლონდონი ... ვაიმე, როგორ ვოცნებობ ამ ქალაქზე ვერ გეტყვი.. კიდევ დაწერე . წავიკითხო მაინც... :)
ReplyDeleteმეც ვოცნებოდი და როგორც ხედავ ამიხდა. კი დავწერ აუცილებდლად :დ
ReplyDelete