Sunday, July 10, 2011

Moving in...

გავაგრძელებ ჩემს ლონდონურ ამბებს.. სანამ წავიდოდი ვფიქროდი ბლოგს გავაკეთებთქო, მაგრამ რატომღაც გადავიფიქრე, ახლა კი ვნანობ ძალიან, ბევრი წვრილმანი მექნებოდა ახლა გასახსენებლი..
ჩემს მასპინძელ ოჯახში 2 კვირა გავატარე... მიუხედევად იმისა, რომ უძალიან მაგრეს უბანში ვცხოვრობდი, სადაც სულ ვიქტორიანული სახლები იდგა( ხუთსართულიან სახლში ვცოხვრობდი), სიმწვანე, სიმყუდროვე, მანქანაც კი იშვიათად დადიოდა, მაინც წავედი... ჯერ ერთი, რომ ერთ ოთახში ვიხდიდი 160 ფუნტს, გზაში მეხარჯებოდა კიდევ 20 ფუნტი და ეს ყველაფერი 1 კვირაში... ჩემი მშობლების წინაშე სინდისი მაწუხებდა... მეორე და ეს ყველაზე დიდი მიზეზია რატომაც გადავწყვიტე წასვლა, სახლში თავს უცხოდ ვგრძნობდი, ჩემს მასპინძლებთან გამარჯობა–გაგიმარჯოთი შემოვფარგლებოდი და შერგძნება მქონდა ცუდი, არ მინდოდა დარჩენა, თან სულ მარტო რო ვრჩებოდი საღამოობით არ მომწონდა და სულ ვიწყენდი...

ჯერ კიდევ თბილისიდან გამომგზავრებამდე ვეძებდი ბინებს... 1000 რაღაც ვცადე, მაგრამ სანამ არ ჩახვალ და შენი თვალით არ ნახავ იმ ოთახს მაინც ვერ იქიარავებ ვერაფერს... კიდევ ერთი პრობლემა გაჩნდა. ინგლისში როდესაც ქიროაბ ბინას თუ ოთახს, ქირის საფასურთან ერთად იხდი დამატებით დეპოზიტს... მაგალითად თუ 400  ფუნტი ღირს ერთი თვე ოთახი, დამატებით იხდი 400 პუნტს (ან ნაკლებს, შეიძლება მეტსაც), რაც ნიშნავს,რომ თუ რამეს გაუფუჭებ, აანაზღაურებენ ამ ფულიდან, ხოლო როდესაც გადახვალ მათი სახლიდან ამ დეპოზიტს გიბრუნებენ... მოკლედ, როგორც ავღნიშნე, ბევრი ვეძებე ბინები, ერთ–ერთი მადგანი ლონდონშიც მოვინახულე, მაგრამ საშინად არ მომეწონა, ის კი არადა მეტროსთან ახლოსააო და იმხელა გზაზე იყო, რომ წამოვედი დავიკარგე, სახლამდე ძლივს მოვედი... ერთხელ ერთ–ერთ საიტზე, სადაც ვნახულობდი ბინებს, წავაწყდი განცახდებას,ჩავიწერე ნომერი. სიმართლე რომ გითრხათ, იმედი არ მქონდა რომ გამიმართლებდა. პატრონს ერქვა Lee და ჩინელი მეგონა, მეთქი ალბათ უვარგისი სახლიათქო, მაგრამ მაინც გადავწყვიტე მისვლა. სკოლის შემდეგ მივედი, ჩემდა გასაკვირად პატრონი ინგლისელი იყო, სახლი დამათვალიერებინა, აი ძალიან მომეწონა, ახალი გარემონტებული იყო, ფასიც მისაღები, ამიტომ მეორე დღესვე გადავბარგდი. ძალიან მძიმე ბარგი მარტომ ვათრიე მეტროთი... (ნუ იქ მიღებულია, ტაქსი ძალიან ძვირი ღირს, თანაც ლონდონის მეტროზე ვგიჟდები) ამის მერე დაიწყო მხიარულება, რადგანაც სახლში 20 ვცხოვრობდით და სულ ახალგაზრდები, ნუ ყველაზე პატარა მე ვიყავი, მაგრამ ამას პრობლემა სულაც არ შეუქმნია. პირველ დღეს თვითონ მოვიდნენ და გამეცნენ, შაბათ–კვირასაც ერთად დავდიოდით და ვერთობოდით.... მოკლედ ძალიან მენატრება იქაურობა.. ძალიან კარგი პერიოდი იყო...
თუ კიდევ რამე ამბავი გამახსენდა საინტერესო, დავწერ...

2 comments:

  1. ეხლა მომწონს ფერები შენს ბლოგზე და პოსტშიც!

    ReplyDelete
  2. მადლობაა :**

    ReplyDelete