Wednesday, December 19, 2012

უმუშევარის დღიურებიდან

 პირველ რიგში უნდა ავღნიშნო, რომ სახლში ჯდომა და არაფრის კეთება არის საშინელება !
mmm...
 მთლად უმუშევარიც არ ვარ, დროებით დასაქმებული ვარ )) მოკლედ დედაჩემს ვეხმარები თავის პატარა ბიზნესში და ხელფასსაც ავიღებ.. ვინაიდან და რადგანაც სწრაფად ვბეჭდავ კომპიუტერზე პროდუქტის დასახელება და კოდები შემყავს სპეციალურ პროგრეამაში, ადვილია, მაგრამ ძალიან დამღლელი. რაც მთავარია რაღაცას ვაკეთებ ისევ და არ ვარ უსაქმური, ძალიან მახარებს ეს ფაქტი.
  როცა სახლში ვიჯექი და ფაქტობრივად არსად გავდიოდი არც მაშინ ვიყავი უაზროდ, ვკითხულობდი, ვქსოვდი, სხვათა შორის ერთი სვიტერი მოვქსოვე და კიდევ ვაპირებ ისე შევედი მუღამში))
 ახლა თბილისის დროით საღამოს 4:25 წთ–ია, გარეთ საკმაოდ ცივა, თოვლი მოდის.. არ მიყვარს არც უკიდურესი სიცხე და არც უკიდურესი სიცივე, მაგრამ 2 ღის წინ მეგობართან ერთად იმდენი ვისეირნე თოვლში, რომ არც მციოდა და უფრო და უფრო მინდოდა სიაურული, თან ცხელი შოკოლადი ზეფირებთან ერთად იყო ძალიან მაგარი... 2 კვირაში ახალი წელია, სამწუხაროდ ჩვენთან შობას 25 დეკემბერს არ აღნიშნავენ, არადა ყოველთვის მომწონდა ეს ტრადიცია.. არ მაქვს ახალი წლის განწყობა რატომღაც, ბავშვობაში უფრო მიხაროდა ხოლმე, როცა თოვლის ბაბუის მჯეროდა, არადა როგორ მატყუებდნენ მშობლები:))) ძალიან მწყდებოდა გული თოვლის ბაბუას რომ ვერ ვუსწრებდი ხოლმე.
 მოკლედ ძალიან მინდა ჩემი ცხოვრება დალაგდეს და მოწესრიგდეს, სწორედ ამიტომაც გავაუქმე Facebook. სიმართლე გითხრათ ძალიან დავიღალე და უკვე ნერვებს მიწამლავდა იქ ყოფნა, ამიტომაც სანამ ყველაფერი თავის ადგილზე არ დადგება არ აღვადგენ. არც მენატრება და არც მის ნაკლებობას განვიცდი, საღამოობით Даёшь Молодёжь–ს ვუყურებ ტვ–ში და კარგად ვერთობი ხოლმე, ვგიჟდები რუსების იუმორზე. ნუ რუსული Comedy Club-იც მიყვარს მაგრამ არ მაქვს ეგ არხი :(
 მოკლედ ბედნიერ ახალ წელს გისურვებთ, გაგეტარებინოთ საყვარელ ადამიანებთან ერთად და 2013–ში მაინც აგხდენოდეთ ის, რაც ვერ განახორციელეთ წინა წელს. (ნუ გეშინიათ სამყაროს დასასრული არ იქნება) )))
 ძალიან მიყვარხართ და გკოცნით და გიტოვებთ ამ საყვარელ ვიდეოს)))




1 comment:

  1. Даёшь Молодёжь როგორ იყვარს ^_^
    ომენატრე და კიდევ მეც გისურვებ ბეევრ კაარგ რამეს <3

    ReplyDelete