Saturday, November 26, 2011

It's snowing !

      დღე ძალიან ჩვეულებრივად დაიწყო. არა, დილით არ გამეღვიძა, შუადღეს, ისიც ძლივს ავდექი.. ცოტა წავიმეცადინე... მთელი დღე თოვდა, მაგრამ არც მიმიქცევია ყურადღება, შეუძლოდ ვიყავი ცოტა, გავცივდი მგონი...
     ღამე ავტყდი გარეთ გავიდეთთქო... ჩემს დას ეზარებოდა, მაგრამ მეგობარს დავურეკეთ და წავედით ჩვენ სამნი. საერთოდ ზამთარი არ მიყვარს, სიცივე, დაცარიელებული ქუჩები, სულ სახლში, ნაცრისფერი დღეები, მოღუშული ცა,
მაგრამ დღეს ყველაფერი სხვანაირად იყო. 2 კვირაა სახლიდან არ გავსულვარ, შუალედურებისთვის ვემზადები და ისე გამეხარდა გარეთ, აი როგორც გალიაში დამწყვდეულ მხეცს გაუშვებენ ბუნებაში, ისეთი შეგრძნება მქონდა. თან მე რომ სეირნობა ამიკრძალო, იგივეა რაც ჟანგბადი წამართვა. მივდიოდი, მუსიკას ვუსმენდი და ვფიქრობდი, რომ ადამიანს მართლაც ცოტა ჰყოფნის ბედნიერებისთვის და ზოგჯერ პატარა რაღაცები უნდა დავაფასოთ. ძალიან ლამაზია ღამე ქალაქი და მით უმეტეს თოვლში.
   მივდიოდი და აზრებს ვაწყობდი, დავწერთქო, მაგრამ ახლა სიტყვებიც არ მყოფნის ყველაფრის გადმოსაცემად. უბრალოდ კარგია ხანდახან სიცივეშიც ყოფნა, მეგობრებთან ერთად მაინც სულ სხვაა, შეუძლებელია მოწყენილი იყო. მით უმეტეს თუ თოვლში ჩაგაგდებენ და გაჭმევენ თოვლს :)))
   საერთოდ ახლა ვხვდები, რომ ყველა სეზონი თავისებურად ლამაზია და აქვს თავისი ხიბლი. უნდა დაინახო უბრალოდ და დააფასო ბუნების სილამაზე. დღეს ცოტათი მაინც შემეცვალა აზრი ზამთარზე. ისეთი კარგი საღამო იყო, მართალია განსაკუთრებული არაფერი, მაგრამ ჩემთვის ესეც საკმარისია.
  მიხარია ახალი წლის მოსვლა. რაღაცანირად ვარ ამ ბოლო დროს, შინაგანად თბილა და სიხარულის შეგრძნება მაქვს. ბავშვობაში დავბრუნდი მგონი. ტრადიციასავით მექცა ყოველ ზამთარს ასე გარეთ გასვლა.  არა რა, შემიყვარდა ასეთი ზამთარი.
   გავედი გარეთ და ამეშალა გრძნოებები. რამდენი რამე მენატრება ვინ იცის, იშვიათად ვგრძნობ ხოლმე ამას, მაგრამ როცა ვგრძნობ ძალიან მძაფრად. ახლაც ასე ვარ, მენატრებიან ადამიანები, შეგრძნებები, ბედნიერი მომენტები. აი რა მინდა იცით ძალიან, როგორც ფოტოსურათში არის დრო გაჩერებული და შეგიძლია ნებისმიერ დროს ნახო, ასევე მინდა რეალურადაც, ვიმოგზაურო ჩემი ცხოვრების სხვადასხვა ადგილას და უბრალოდ გვერდიდან შევხედო, კინოს როგორც უყურებ. რამდენ რამეს გავიხსენებდი მივიწყებულს, გამეხარდებოდა, ვიტირებდი, შემეშინდებოდა. მაგრამ ყველაზე მეტად, მაინც დავიწყებული ბედნიერი წუთები მინდა ვნახო. ჰო შეუძლებელია, მაგრამ ძალიან მინდა ასე იყოს.

 
 
 

2 comments:

  1. აუუუ ლან– მეც ზუსტად მასე ვარ!!! აიიიი ძაააააალიან , უაზროდ, მმაგრად გამიხარდა ეს თოვლი! სევდიანი და იმედების მსახვრალი! პოსტის წერის მუღამზე მოვედი! :*

    ReplyDelete
  2. ეჰ რა მაგრი იქნებოდა!
    ზამთარი იცი არც მე მიყ7ვარს, მაგრამ ლამაზია თავისებურად
    ხანდახან თოვლიც გიხარია ადამიანს, მითუმეტეს თუ შენს მეგობრებთან ერთად ხარ <3

    ReplyDelete