არავინ არ თქვას, რომ ოცნებები არ ხდება... როცა ძალიან გინდა, როცა მთელი გულით ოცნებობ რაღაცაზე, აუცილებლად მიაღწევ აუცილებლად!!! უბრალოდ საჭიროა რწმენა... ამას ჰაერზე არ ვამბობ, ჩემს თავზე გამოვცადე...
ცხოვრებაში დიდი მიზნები მაქვს და მჯერა რომ მივაღწევ... მინდა რომ ისეთი ადამიანი გავხდე, რომელიც კვალს დატოვებს ამ ცხოვრებაში და ისე არ მოვკვდები თითქოს არც ვყოფილვარ... ჩემს თავს ყოველთვის ვეუბნები, რომ ჩემი სახელი აუცილებლად ჩაიწერება ვიკიპედიაში, აუცილებლად!!!
ჩემი თავი როგორი წარმომიდგენა იცით? საქმიანი, მუდამ აქეთ–იქით რომ დადის, ყველას რომ უყვარს და ყველას მის ადგილას რომ უნდა... :) რაც მთავარია, მინდა ვიყო ჩემი საქმის პროფესიონალი... არა, არ მინდა ერთ ადგილას გაჩერება!
ბავშვობიდან ვარ ასეთი მეოცნებე, ფანტაზიორი და მიზანდასახული! ყოველთვის ვიცი რა მინდა და რა უნდა გავაკეთო.. ეს ბოლო პერიოდში ავირიე ცოტა, მაგრამ აზრები ისევ დავალაგე როგორც ყოველთვის.... თავი ხანდახან უცნაურიც მგონი, ჩემს თავში ყველაფერი ლაგდება და გეგმასავით ეწყობა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ გეგმიდან არ ვუხვევ....
დღეს მე და ჩემი უახლოესი მეგობარი ვსაუბრობდით და ვიცინოდით... ვინმეს რომ შეეხედა ჩვენთვის იფიქებდა გიჟები არიანო... დაახლოებით ასე ჟღედრა: "ჩვენ უმაგრესი მარკეტოლოგები ვართ, მოთხოვნაა ჩვენზე", "სულ ვმოგზაურობთ", "ძალიან ბედნიერები ვართ" და უამრავი კიდევ ასეთი :))) არა გიჟები არ ვართ... ამის მერე ისეთ კარგ ხასიათზე დავდექი და ისეთი ბედნიერი ვიყავი....
ვოლტ დისნეიმ თქვა, ყველა ოცნება შეიძლება ასრულდეს, თუ გაქვს იმის ძალა რომ გაყვე მას... და აბსოლიტურად ვეთანხმები (ჩემი საყვარელი სიტყვებია), არ უნდა დანებდე და ყოველთვის გახსოვდეს შენს გონებაში...
მე მინდა ვიყო ის გოგო, რომელიც ერთ დღეს მთელს მსოფლიოს შეცვლის, არ ვიცი როგორ, მაგრამ შევეცდები მაინც...
თქვენ კი იოცნებეთ და გჯეროდეთ.. :)

წარმატებები ლანას ♥
ReplyDeleteმადლობაა :****
ReplyDeleteმე მჯერა შენი! მოვიხიბლე შენი ბლოგის ამ დიზაინით. ძალიან ლამაზია. :)
ReplyDeleteმადლობააა <3
ReplyDelete