Friday, October 21, 2011

დეპრესიული მე

   ვზივარ სახლში ჩემთვის და ყავას ველოდები, ცოტა არ იყოს და მცივა... ახლა მოვედი უნივერსიტეტიდან, თან ძალიან დაღლილი ვარ, თან მეცადინეობაც მეზარება...  არაუშავს ამ 1 წელს გავუძლებ როგორმე :)
   ამ ბოლო დროს საშინლად არ მომწონს ჩემი თავი... დაკარგულივით ვარ, ძიების პროცესსში, სულ ცუდ ხასიათზე, სახლში მოსვლა არ მინდა ხოლმე. რატომღაც ყოველთვის ვფიქრობდი, რომ უნდა ვყოფილიყავი 1 წლით დიდი, რატომ არ ვიცი...
  სიმართლე უნდა ვთქვა, ჩემზე მოსაწყენი ცხოვრება ალბათ არავის არ აქვს. ყოველ დღე ერთი და იგივე, სახლი–უნივერსიტეტი–სახლი. მიკვირს, ჩემზე მეტად სიარული და სეირნობა არავის უყვარს ალბათ, მაგრამ ეგეც მეზარება. არა მართლა დავიღალე ყველაფრით. ადამიანებიც მომბეზრდნენ, ვეღარ ვუგებ ვერავის :)
  არა არ მიყვარს ასეთი მე, მაგრამ ზოგჯერ ასეც ხდება. ვიცი ძნელად ასატანი ვარ, მაგრამ ყველაზე მეტად ვერ ვიტან როცა მეუბნებიან რამე შეცვალე შენს ხასიათშიო... ჰეჰ არ შევცვლი არასდროს! ვისაც არ მოწონს გაიაროს :)
    რა მოხდება ერთხელ გავიღვიძო და 30 წლის ვიყო. ჩამოყალიბებული ადამიანი. ვიცი პატარა ბავშვივით ვწუწუნებ, მაგრამ როდესაც რაღაცა მაწუხებს რომ არ ვთქვა არ შემიძლია, თქვენ კი მას წუწუნს უწოდებთ, მე კი სულაც არ ვფიქრობ ასე. მეგობრებსაც ბოლომდე ვერაფერს ვეუბნები, ან ვერ მიგებენ ან კიდევ მომიგდებენ 1–2 სიტყავს და ვჩუმდები.. არა მაინც არავის არ ესმის ჩემი, მე უნდა ვუშველო ჩემს თავს... რამდენს ვფიქრობ, სულ წვრილმანებზე, მალე გავგიჟდები...
   სადაცაა ცრემლები წამსკდება ისე ვარ, რა აზრი აქვს მაინც ვერავინ დაინახავს, არც არავის ვაჩვენებ, არადა როგორ მინდა ვინმე უბრალოდ მაგრად ჩამეხუტოს და დამამშვიდოს, მეტი არაფერი. ცოტა ხანი ჩემი წუწუნიც აიტანოს და არაფერი მითხრას.
  უბრალოდ ზოგჯერ მაწვება ხოლმე ემოციები და ბოლომდე მაინც ვერავის ვეუბნები. ერთადერთი დედაჩემი მიგებს და მანუგეშებს ხოლმე, მაგრამ ბოლომდე მაინც არ ვიხსნები.
  ზოგჯერ რა მგონია იცით? რომ ადამიანებს არ ვუყვარვარ, ტყუილად მიღიმიან და ზრდილობის გამო მესალებიან, არადა ზოგ შემთხვევაში მართლა ასეა. საერთოდ რატო ვფიქრობ მათზე–არ ვიცი. არაფერი არ ვიცი, ამ წუთში არაფერზე არ მაქვს პასუხი, უბრალოდ მხოლოდ ის ვიცი რომ ცუდ ხასიათზე ვარ, ძალიან მინდა გარეთ გავიდე, მაგრამ იმდენი მაქვს სამეცადინო ვერ გავალ :)
  მინდა სხვებივით უდარდელი ვიყო, წვრილმანებზე არ ვფიქრობდე, მეკიდოს ყველაფერი და საერთოდ სხვანაირი ხასიათები მქონდეს, უფრო მხიარული და გახსნილი ვიყო. არა, საერთოდ მინდა რომ გავქრე ხანდახან თითქოს არც ვიყავი :)
   ახლა მართლა უნდა გავქრე აქედან. იმედია ეს ჩემი პოსტი ცუდ ხასიათზე არ დაგაყენებთ. რა ვქნა უნდა დამეწერა. :)

 P.S. “I'm selfish, impatient and a little insecure. I make mistakes, I am out of control and at times hard to handle. But if you can't handle me at my worst, then you sure as hell don't deserve me at my best.”
 ― Marilyn Monroe

5 comments:

  1. http://dgiurivit.blogspot.com/2010/10/hold-me-tight.html < წაიკითხე, გეცნობა თემაა?:*
    მე მელაპარაკე ლან, ყა სტაბოი, გაგიგებ, ხო იცი!:*

    ReplyDelete
  2. ადამიანები "ტყუილად" ვერავის გაუღიმებენ. კარგი რომ არ იყო –არავის არ ეყვარებოდი! ეგოისტი , წუწუნა და შინაბერა ხარ შენ!!!! :დდდ

    ReplyDelete
  3. მადლობაა კეთილო ადამიანებო :***

    ReplyDelete
  4. შენი ისე მესმის... მეც მაქვს ასეთი პოსტი რამდენიმე ცალი :დ
    კეთილი იყოს ჩემი ფეხი, კურსორი თუ რასაც ეძახით აქ :)))

    ReplyDelete