Sunday, October 9, 2011

ნაბოდვარი

 უმრავი აზრი ირევა თავში, სულ ასე ვარ, ამის გამო ქუჩაშიც ვერავის ვამჩნევ, აუცილებლად გვერდს ჩაგივლი, იმიტომ რომ ვფიქრობ, სადღაც ვარ, არა დედამიწაზე. ამ დროს არაფერი არ მესმის, ვერავის ვერ ვხედავ, ვართ მარტო მე და ჩემი აზრები...
 ვფიქრობ უამრავ სისულელეზე, რომელთა უდიდესი ნაწილიც აღარ მახსოვს რამდენიმე წამის მერე. ვაწყობ გეგმებს და შემდეგ ისევ ვანგრევ. მივუყვები ტროტუარს, თან მუსიკას ვუსმენ და ვერ ვხედავ, რა ხდება ირგვლივ. ასეთ დროს შემიძლია უსასრულოდ გავაგრძელო გზა, ვიბოდიალო მთელი დღე, რა ვქნა ძალიან მიყვარს ფეხით სიარული და ფიქრი.
     მე ერთი ჩვეულებრივი გოგო ვარ, რომელიც პატარა ქალაქში ცხოვრობს. ყოველ დღე  სახლიდან ბედნიერი გამოდის, მაგრამ გულის სიღრმეში ეს  მონოტონურობა აგიჟებს. რა თქმა უნდა სახეზე ვერასოდეს შეატყობთ, არც გაგრძნობინებთ. არა, მეგობრებიც ვერ ამჩნევენ. შეიძლება ხანდახან თვითნაც ვერ მიხვდეს. უყვარს ყველა და ყველაფერი, მაგრამ ხანდახან ადამიანები აღიზიანებენ. ოცნებობს უსასრულოდ, ვერ წარმოუდგენია სინამდვილეში რა სხვანაირია ეს სამყარო და რომ ზოგჯერ ყველაფერი ისე ვერ იქნება როგორც უნდა, მაგრამ  მაინც ცდილობს არ დაუჯეროს არავის და ოცნება გააგრძელოს. ჯიუტია, ძალიან ჯიუტი, მაგრამ იმდენად ხშირად უთმობს სხვას, რომ ამ თვისებას ვერც კი აღმოაჩენთ მასში.
       სურს–ეს სამყარო იყოს ისეთი როგორიც ვერასოდეს ვერ გახდება. ადამიანები იმდენად  არიან დაკავებულნი თავიანთი საქმეებით, ყველაზე მნიშვნელოვანი რჩება მათი თვალთახედვიდან. ამასობაში კი დრო მიდის, მასთან ერთად ის შანსები, ის სიურპრიზები, რომელსაც ჩვენს ცხოვრების საჩუქარს ვეძახით. ადამიანები რა თქმა უნდა ხელიდან უშვებენ მათ და შემდეგ წუწუნებენ. დრო არავის არ ელოდება, ცხოვრება გრძელდება და იმდენად ეჩვევიან ასე ყოფნას, ფეხს უწყობენ და უაზროდ მიყვებიან ამ დინებას. ბოლოს ფიქრობენ "რა იქნებოდა თუ"... მერე ნანობენ  წარსულში დაშვებულ შეცდომებს, რომელთა გამოსწორება თურმე ძალიან ძალიან გვიან არის.
      რატომ უძნელდებათ ასე ძალიან საყვარელი ადამიანების პატიება? რატომ ართულებენ ყველაფერს "დიდები", როცა "ყველაფერი გენიალური მარტივია"? რატომ არ უნდა გააკეთო  რაღაც, მხოლოდ იმიტომ რომ გეშინია? რატომ არ ესმით, რომ ერთმა რაღაცამ შეიძლება ყველაფერი შეცვალოს. რატომ არ უნდათ პატარა უმნიშვნელო რაღაცებით ტკბობა ისწავლონ?
    რა მოხდებოდა მაშინ, თუ გაიგებდი რომ მხოლოდ 1 კვირის სიცოცხლე დაგრჩა? ხომ გააკეთებდი იმას რაც გაკლია,რაზეც ოცნებობ, რისიც გეშინია... ხოდა რატომ არ ცხოვრობთ ისე თითქოს თქვენი უკანსკნელი დღეა?
 ვიცი იტყვით პატარა ხარო და შენ რა გესმისო, მაგრამ არც მინდა გავიგო. ვიცი რთულია ყველაფერი, მაგრამ უფრო ნუ გაართულებთ.

3 comments:

  1. არაფერსაც არ ართულებენ და არც ის არის მართალი უკანასკნელ დღეს თითქოს ყველაფერს სასურველს და კარგს გააკეთებდა ყველა. შეიძლება უკანასკნელ დღეს სულაც ატროფირებუი იჯდე და დეპრესია გტანჯავდეს.
    მოკლედ ცხოვრება ისეთია– როგორიც გინდა რომ იყოს. უბრალოდ სხვა მხრიდან უნდა შეხედო ყველაფერს. :)

    ReplyDelete
  2. ხო ნუ ეს ჩემი აზრი იყო :)

    ReplyDelete
  3. ჰეჰ ახლახან ჩემს ბლოგზე ამდაგავრი პოსტი დავწერე :) კარგია მომეწონა შენი "ნაბოდვარი" და ვეთანხმები უმეტეს ნაწილში

    ReplyDelete