Sunday, May 22, 2011

Body Language

ალბათ ყველას გვაინტერესებს ე.წ Body Language სხეულის ენა... უბრალოდ ავიღე სტატია და გადმოვთარგმნე.. იმედია დაგეხმარებათ.. მაშ ასე დავიწყოთ...

1. გაამახვილე ყურადღება რამდენად ახლოსაა ადამიანი შენთან. რაც უფრო ახლოს არის, მით უფრო თბილად ფიქრობს შენზე, ხოლო რაც უფრო შორსაა მით უფრო ნაკლებად აღელვებს სიტუაცია ან ადამიანი.
2. დააკვირდი მათი თავის პოზიციას. 
  • ზედმეტად გადახრილი თავი სიგნალია სიმპათიისა ან თუ ის იღიმის თავის გადახრის დროს ის თამამადაა ან შეიძლება გეფლირტავებოდეს კიდეც.
  • დახრილი თავი ნიშნავს  იმას, რომ ის მალავს რაღაცას. თუ ადამიანი თავს ხრის მაშინ, როდესაც კომპლიმენტს გეუბნება, მაშინ ის მორცხოვბს, მოკრძალებულია, დისტანციას იჭერს, ან არ არის დარწმუნებული თავის თავში. თუ ეს ხდება ახსნის შემდეგ, მაშინ ის არ არის დარწმუნებული იმაში თქვა თუ არა სიმართლე.
  •  აწეული თავი ნიშნავს იმას, რომ ის დაბნეულია ან გეჯიბრება შენ, ეს დამოკიდებულია თვალებზე, წარბებზე და პირის ჟესტებზე. 
  • მეორეს მხრივ, თავის დახრა ღიმილთან ერთად ნიშნავს რომ თქვენ მას მოსწონხართ და თქვენთან ლაპარაკი სიამოვნებს.
3.შეხედეთ მათ თვალებში. 
  •  ადამიანი, რომელიც წამდაუწუმ გვერდზე იხედება ნიშნავს, რომ ნერვიულობს, იტყუება ან თავგზააბნეულია. მეორეს მხრივ, თუ ადამიანი თვალს აშორებს (არ უყურებს) მოსაუბრეს, ეს შესაძლებელია იყოს კომფორტის ან მორჩილების ნიშანი. ირიბად მზერა ნიშნავს, რომ ადამიანი არის ეჭვით გნწყობილი მოსაუბრის მიმართ ან არ არის დარწმუნებული.
  •  თუ ადამიანი ხშირად უყურებს იატაკს, ის მორცხვობს ან მოკრძალებულია.
  • ზოგიერთ კულტურას მიაჩნია, რომ თვალებში ყურება ეს უპატივცემულობის ნიშანია, ამიტომ ისინი არიდებენ თავს თვალებში მზერას.
  • გაფართოებული გუგები დაინტერესების ნიშანია. გაითვალისწინეთ ასევე, რომ ალკოჰოლი და ნარკოტიკები იწვევენ თვალის გუგების გაფართოებას. 
  • თუ ადამაინის თვალები ჩანს შორს, ის ღრმად ჩაფიქრებულია  ან არ გისმენს.
4. შეამოწმე მისი მკლავები. 
  • ადამიანი  გადაჯვარედინებული მკლავებით, ნიშნავს,რომ ის არ არის გახსნილი სოციალური გავლენის მიმართ. მაგრამ ასვეე, ზოგიერთი ადამიანს ეს ჩვევად აქვს.
  • თუ ადამიანი ასვენებს მკლავებს კისრის ან თავის უკან, ის გახსნილია, იმის მიმართ რასაც განიხილავენ.
  • თუ ხელები თეძოებზე აქვს,  მაშინ რაღაცას ელოდება ან მოუთმენელია.
  •  თუ ხელები შეკრული აქვს ან მომუჭული, ის გაბრაზებულია ან ნერვიულობს.

5.ყურადღება მიაქციე ფეხებს:
  • ჩქარი  ბაკუნი, დატვირთვის შეცვლა, სიცილი ან ფეხის მოძრაობა ნიშნავს, რომ ადამიანი არის მოუთმენელი, აღელვებული, ანერვიულებული ან შეშინებული. 
  •  თუ ადამიანი ზის და ფეხები გადადებული აქვს კოჭებთან ნიშნავს, რომ ის თავიუფლად და მშვიდადაა.
  • თუ დგომის დროს, თუ ადამიანს ყოველთვის ახლოს აქვს ფეხები ერთმანეთთან, ის ცდილობს იყოს ”სათანადო” რაღაც გზით.
  • თუ ძალით გადებს ფეხს შენს ფეხზე, გეფლირტავება!
  • ზოგიერთი ადამიანი ფეხით მიუთითებს თავისი ინტერესის მიმართულებით. თუ შენსკენ მიუთითებს ის დაინტერესებულია შენით. 

3 comments:

  1. მე მიყვარს ასეთი რაღაცები ლაან!!
    ყოოჩააღ <3
    ეს word verification მოუხსენი რაა! :<

    ReplyDelete
  2. აუ ადრე მოგიხსენი წინა ლოგზე შენგან, setings -> comments->Show word verification for comments?-> NO მონიშნე და ეგაა :*
    about me არ უნდა ამ ბლოგს?
    ვინც გცნობთ ხო კაი, მარა ვინც არა?;)) :*:*

    ReplyDelete