Sunday, July 3, 2011

სასაცილო თავგადასავლ(ებ)ი

როგორც იქნა მივადექი ჩემს მასპინძელ ოჯახს... კარი გამიღო ლამაზმა, ქერა გოგომ, რომელიც როგორც ჩანს სულ არ მელოდებოდა... ბარგი ამატანინა ჩემს ოთახამდე.. შემდეგ ქვევით ჩავედით და გავიცანი... ასევე მისი დაქალიც... ტარა და სარა...
მეორე დღეს, სარამ ამიხსნა როგორ უნდა წავსულიყავი სკოლამდე... მატარებლების სადგურამდე გზა მასწავლა... ის–ისაა ბილეთი უნდა მეყიდა, მთელი კვირის, რომ უცებ ჩემი ფუნტები (რომელიც საქართველოში გადავახურავე) აღარ იყო მიმოქცევაში და ამიტომ მომიწია საკრედიტო ბარათით გადამეხადა... დაახლოებით ერთი კვირა ვწვალობდი, როგორმე შემეცვალა ფული... რამდენ ბანკში არ მივედი, მაგრამ ყველამ, თუ ჩვენი კლიენტი არ ხარო ვერაფრით დაგეხმარებითო... ბოლოს ევროში გადავახურდავე ჩემი ფუნტი, მერე ისევ ევროდან ფუნტში და ამ პროცედურებმა 25 ფუნტი დამაკარგვინა...
იმ დღეს კიდევ ერთი უბედურება შემემთხვა.. ჩემს დას ველაპარაკებოდი skype-ში და ვუთხარი გარეთ გავალ, სურათებს გადავიღებ და განახებთქო.. ჩავედი დაბლა, კარები გავიხურე და გამოვედი... დავხურე თუ არა კარები, მაშინ მივხვდი რომ ცუდ დღეში ვიყავი, რადგანაც
გასაღები ჩემს ოთახში დავტოვე და კარი თავისით ჩაიკეტა... რა უნდა მექნა, დავრჩი ქუჩაში, თან ვიცოდი, რომ ტარა  9 საათამდე არ მოვიდოდა და მაშინ დაახლოებით 3 საათი იყო.. დავიწყე ბოდიალი. ვცდილობდი მატარებლების სადგურამდე მისასვლელი გზა გამეხსენებინა, მაგრამ ვერ მივაგენი, არადა მეგონა კარგი ორიენტაცია მქონდა... ბევრი რომ არ  გავაგრძელო დაახლოებით 4 საათი დავბოდიალობდი ქუჩასი ახლო–მახლო რომ არ დავკარგულიყავი.. ბოლოს ხალხი მეკითხებოდა კარგად ხარო? მოსაღამოვდა, აცივდა და მე საწყლად ტროტუარზე ჩამოვჯექი სახლის წინ, თან მციოდა... საწყლად მობუზული ვიჯექი... ცოტა ხანში მანქანის ხმა გავიგონე.. ვიღაც ქერა ბიჭი შედიოდა სახლში, ვკითე ტარას ძმა ხართქო და სიტუაცია ავუხსენი... როგორც იქნა შევედი სახლში და ავედი ჩემს ოთახში...
Victoria Station
მეორე დღეს გავეშურე სკოლისკენ... კითხვით მივადექი სადგურს...ჩამოვედი Victoria Station-ზე... არ ვიცოდი, რომ ლონდონში ცალ–ცალკე არის მატარებლების სადგური და მეტრო... ამ მატარებლის სადგურიდან უნდა ჩავსულიყავი მეტროში (სად მქონდა თვალები) და შემდეგ ჩამოვსულიყავი Sloan Square-ზე, სადაც ორ ნაბიჯში იყო ჩემი სკოლა... მე კიდევ სადგურიდან ავდიოდი ფეხით, დაახლოებით 20 წუთის გზა მზონდა გასავლელი... სულ ვიკარგებოდი პირველ კვირას, ყველა ქუჩა ერთნაირი მეგონა... ბოლოს იმდენი მოვახერხე 2 გზა ვისწავლე სკოლამდე მისასვლელი...
თუ ოდესმე ლონდონში წასვლას გადაწყვეტთ, ერთი რჩევა ჩემგან: წაიღეთ გადამყვანი, რადგან იქ სხვანაირი "შტეფცელებია" ე.წ. დენცქვიტა :))

2 comments:

  1. Zlivs ar eRirsa wesieri komentarebis sistema. :) ?ძალიან მომწონს შენი ლონდონური თავგადასავლები. აღარ აპირებ წასვლას?

    ReplyDelete
  2. ვაიმე მამაჩემს კიდევ ეგ რო ვუხსენო მომკლავს წელს ალაბათ :)))
    არადა ისე მენატრება ისეეე

    ReplyDelete