Monday, October 31, 2011

Weekender–ანუ როგორ აღმოვჩნდი ფილმის გადასაღებ მოედანზე

     ეს ამბავი ძალიან ცოტამ თუ იცის. არც მახსოვდა სანამ ფილმი არ გამოვიდა. ყველაფერს თავიდან დავიწყებ.
  დაახლოებით ერთი წლის წინ, ჩემმა ფრანგმა მეგობარმა ნენსიმ მითხრა, რომ ერთ–ერთი ინგლისური ფილმისთვის  მსახიობები სჭირდებოდათ, რაღაც კლუბის სცენის გადასაღებად. მე სიხარულით დავთანხმდი, რადგან მანამდე კინოსთან შეხება არასდროს მქონია. არც ვიცოდი რომ ინგლისში საკმაოდ ცნობილ მსახიობებთან მომიწევდა შეხვედრა. ბევრმა თქვენგანმა იცით ალბათ სერიალი The Skins, ასევე მისი ვარსკვლავი Jack O'Connell ,რომელიც ერთ–ერთ მთავარ როლს თამაშობს. მსახიობებიდან მხოლოდ ეს და Henry Lloyd-Hughes ვიცოდი, ეს უკანასკნელიც იმიტომ რომ რამდენიმე დღით ადრე სერიალში ვნახე.
  ფილმი 90–იანი წლებზე მოგვითხრობს, ამიტომ შესაბამისად გვეცვა ყველას.  არ მეგონა ერთი პატარა სცენის გადაღებას თუ ამდენი დუბლი დასჭირდებოდა, მთელი დღე იქ დავყავით და ბოლოს ისეთი დაღლილი ვიყავი ერთი სული მქონდა სახლში როდის წამოვიდოდი.
  თუმცა საკმაოდ კარგად გავერთე და დიდი შთაბეჭდილებებიც მივიღე. ძალიან მინდოდა ის სიტუაცია ფოტოებზე აღმებეჭდა, მაგრამ აბა ვინ დამრთავდა ნებას. ის მომენტები ახლაც ძალიან კარგად ამხსოვს, მართალია რამდენიმე საათი თითქმის შეუსვენებლად ვცეკვავდით, მაგრამ ვთვლი რომ ამად ღირდა. ახლა მესმის მსახიობების, თუ რისი გაძლება და გადატანა უწევთ, ნამდვილად არ მეგონა ასეთი რთული თუ იქნებოდა.

  ფილმის სიუჟეტი ასეთია: 1990 წელი, ინგლისი. რევოლუცია ედება მთელს გაერთიანებულ სამეფოს. დანგრეული საწყობები და ფაბრიკები ღამით იწყებენ გამოცოცხლებას. ეიფორიული მოზარდები უგულებელყოფენ პოლიციის აკრძალვას. Acid House ჩამოვიდა და მეგობრები Matt (HENRY LLOYD-HUGHES) და Dylan (JACK O'CONNELL) მის შუაგულში არიან. ეს არის ისტორია ორ მეგობარზე, რომელთაც წვეულებები არალეგალურ შეკრებებად აქციეს.
   საინტერესო ფაქტი ისაა, რომ 10 და 20 ფუნტიანი, რომელიც გამოყენებულ იქნა ფილმში, არის ახლანდელი ვალუტა. ისინი არ იყო მიმოქცევაში 1990 წელს. "კლუბში" შესვლისას რადენიმეს მოგვცეს ფული, (რა თქმა უნდა ნამდვილი არ იყო), რათა ნარკოტიკები გვეყიდა. მოკლედ მაგრად ვიხალისეთ.
 ფილმის პრემიერა შედგა 2 ოქტომბერს. სამწუხაროდ ვერ ვნახე ეს ფილმი, მაგრამ იმედი მაქვს უახლოეს მომავალში ვიხილავ და ჩემს თავს მოვკრავ სადმე თვალს.

თუ ფილმის გადმოწერა მოგინდებათ:
Weekender

ესეც ფილმის თრაილერი:

6 comments:

  1. როგორ მაინტერესეებს!!! უნდა მოვძებნო მაინც!!! :)

    ReplyDelete
  2. ვააა, მე რატო არ მითხარი ინტერვიუზე ჰაა?:))
    აუუ რა მაგარია!!

    ReplyDelete
  3. ლან, რა მაგარია :)) და რა საინტერესო... ალბათ ახალი გამოსული რომაა იმიტომ არაა ჯერ მარტივად ხელმისაწვდიმი. სიამოვნებით ვუყურებდი. :))

    ReplyDelete
  4. აუ,რა მაგარია,დარწმუნებული ვარ მართლაც დამღლელი ,მაგრამ ამავდროულად საინტერე4სო იქნება.
    ტუ დაიდება სადმე ფილმი არ გამოგვაპარო.
    წარმატებას გისურვებ :*
    ქეთუსი ვარ,შეიძლება ვერც დავამატო კომენტარი :)

    ReplyDelete
  5. აქს თუ სადმე იპოვი მეც მითხარი რა :დ
    ქეთ ინტერვიუ არც ყოფილა, არ მახსოვდა თუ რაღაც და დღეს გამახსენდა :დ
    მადლობა გოგოებო :*

    ReplyDelete
  6. გოგო მე რო მოვედიმეთქი ინტერვიუზე ეგ რატო არ მითხარი, ეგ ვიგულისხმე :პ:*

    ReplyDelete