Thursday, November 10, 2011

What Goes Around, Comes Around

     არც კი ვიცი როგორ დავიწყო, ან რა დავწერო. ახლა ვხვდები რომ ყველაფერი ხდება ცხოვრებაში... ადამიანები კარგად უნდა დაფიქრდნენ სანამ სხვებს გულს ატკენენ, თან ძალიან კარგად, იმიტომ რომ შეიძლება ანალოგიური სხვამ თქვენც გაგიკეთოთ. ამ ქვეყნად არავინ რჩება დაუსჯელი. ვიცი ეს ბანალური ფრაზები ალბათ ათასჯერ მოგსმენიათ, მაგრამ ათაასმეერთედაც წაიკითხეთ...
     ამ საკითხზე იმიტომ დავიწყე წერა, რომ დღეს ფეისბუქში წერილი მომივიდა,
რომელშიც ერთი ადამიანი პატიებას მთხოვდა იმისთვის რაც გამიკეთა. მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხანია დავივიწყე, დიდი ხანია ვაპატიე და მეგონა არც არასდროს მექნებოდა მასთან შეხება, ყველაფერს მოველოდი იმ სიტყვების გარდა. ამბავს არც მოვყვები, არ მინდა პირადი ცხოვრება გადმოვალაგო, იმიტომ რომ ეს ჩემი და ჩემთან დარჩება ყოველთვის, მაგრამ სიმართლე რომ გითხრათ ამ წერილის წაკითხვის შემდეგ თვალებზე ცრემლები მომადგა. რამდენიმე დღის წინ ვიხსენებდი და ვიცინოდი, მიხაროდა რომ სხვა ზუსტად ისე მოექცა, როგორც ორი წლის წინ მე, მაგრამ ახლა თან ძალიან შემეცოდა, მაგრამ იმედია კარგი გაკვეთილი იქნება. ყოველთვს ვიცოდი რომ ასე უბრალოდ არ მორჩებოდა ყველაფერი, არ ვიმსახურებდი იმ ყველაფერს, მაგრამ სამართალი არსებობს.გულის სიღრმეში ყოველთვის ვფიქრობდი რომ აუცილებლად მთხოვდა პატიებას, მაგრამ ეს იმ პერიოდში არარელაური მეჩვენებოდა, მაგრამ თურმე ვცდებოდი.
        ხოდა ადამიანებო კარგად დაფიქრდით ყველაფერზე. ეს  ხანდახან მეც მავიწყდება. იმედია ისე არ ატკენთ ადამიანს გულს, რომ მერე ბოდიში მოუხადოთ, იმიტომ რომ დამიჯერეთ თუნდაც არ გიყვარდეთ ის, თუნდაც გეზიზღებოდეს ან უბრალოდ არ მოგწონდეთ, ისიც ჩვეულებრივი ადამიანია, როგორც თქვენ, ისიც ისევ გრძნობს, განიცდის, ამიტომ სანამ რამე ცუდს მოიმოქმედებთ თავი მის ადგილას წარმოიდგინეთ, რადგან ყველაფერი უკან დაგიბრუნდებათ და შეიძლება უარესადაც შემოტრიალდეს.
      ამ ყველაფრით ძალიან დიდი გაკვეთილი  მივიღე. მივხვდი, რომ ადამიანები ისეთი კარგიც არ არიან როგორიც ჩანან, ან უბრალოდ გარემოება აიძულებთ იყონ ასეთი, მაგრამ სანამ სხვა არ ატკენს გულს, მანამდე ვერც ხვდებიან, რამხელა შეცდომა დაუშვეს და თურმე რა საზიზღრები ყოფილან. მე გისურვებთ, რომ ამის გარეშე გააცნობიეროთ ყველაფერი და სანამ რამეს გააკეთებთ დაფიქრდეთ.
     მე კი ჩემს თავს ვუსურვებ,  ასეთი ადამიანი აღასდროს შემხვდეს ცხოვრებაში, იმიტომ რომ ყველაზე მეტად იმას განვიცდი რომ ადამინებში ვცდები და ისეთები არ არიან როგორიც მგონია.
   

5 comments:

  1. :/ გეთანხმები ლან, მაგრამ ერთში არა, რა გარემოებაზეა საუბარი, რამ უნდა გაიძულოს ადამიანისთვის გულის ტკენა თუ შენ ეს არ გინდა, ან ნახევრადგაცნობიერებული მაინც არ გაქვს...
    ტვინი მაგისთვის გვაქვს, უფროსწორად ჭკუა რო დავფიქრდეთ...

    ReplyDelete
  2. ყველა შემთხვევაში მართალი ხარ ალბათ, თუმცაღა არსებობს გულწრფელი პატიების პრიორიტეტიც. მოვა დრო და აღარ იქნები ასეთი კატეგორიული შემცდართა მიმართ. სხვა ( არა მეორე) შანსს ყველა იმსახურებს. :) კარგი პოსტია :)

    ReplyDelete
  3. არ ვარ კატეგორული, მართლა გულწრფელად შემეცოდა, თან ისეთი სიტყვები მომწერა, მივხვდი ძალიან ცუდადაა და თანაც რო ვიცირა გრძნობაა ეს, მაგრამ არ ვაგრძნობინე, ჩვეულებრივად დავემშვიდობე :)

    ReplyDelete
  4. კარგია როცა ადამიანს პატიების თხოვნა შეუძლია და თავის შეცდომას აცნობიერებს. ბევრი მაგასაც ვერ ხვდება...

    ReplyDelete
  5. ვერ ვხდება სანამ იგივე არ დაემართება :)

    ReplyDelete