Monday, May 23, 2011

I'll be okay, but not today... :)



ახლა ისეთ ხასიათზე ვარ, წავიდოდი სადღაც სხვა ქვეყანაში და ვივილიდი უსუსრულოდ წვიმაში, ცხელი ყავით ან თუნდაც შოკოლადით ხელში... ვისიმოვნებდი წვიმის სუნით, არ ვიფიქრებდი არაფერზე და უბრალოდ დავტკბებოდი...
არ მიყვარს ასე ყოფნა... ალბათ მე ვამეტებ ყველაფერს, ზედმეტად ვფიქრობ ყველაზე და გულთან მიმაქვს ყველაფერი.. ალბათ ისინი ღირსნიც არ არიან, არ სწუხან, საერთოდ არა... სხვას არას ვერ ეუბნებიან, მაგრამ მერე რა მე გადავიტან.. არა მართლა გადავიტან, უბრალოდ საწყენია როცა გპირდებიან და თავის დაპირებას იმ წამსვე ივიწყებენ და ვითომ აქაც არაფერი.. ბოლო წამს უბრალოდ დაგიკიდებენ, მერე აგიხსნიო და თავის გამართლებაც ავიწყდებათ, ან არც არაფერი აქვთ სათქმელი... მერე რა...მე გადავიტან, ნამდვილად გადავიტან, როცა დაგჭირდებით ისევ თქვენთან ერთად ვიქნები.... ისევ შეგისრულებთ თხოვნას და გამოვალ გარეთ, როცა ამის სურვილიც არ მექნება, წამოვალ თქვენთან ერთად კაფეში, მერე გავბრაზდები და ვიჯდები მოწყენილი სახით, იმიტომ რომ სულ ერთი და იგივე მესმის, იმიტომ რომ რკინის არ ვარ... იმიტომ რომ მეც განვიცდი ბევრ რამეს.. იმიტომ რომ სულ ვიღიმი, მაგრამ არავინ იცით რას ვფიქრობ იმ წამს... გავბრაზდები, ისევ მოვალ ხასიათზე მერე რა.. მერე რა რომ თვეების უნახავი დაქალი არ ვნახე და წავედი იმ დაქალის სანახავად რომელსაც 24 საათი ვხედავ იმიტომ რომ მას შევპირდი.. იმიტომ რომ მეგონა ეწყინებოდა... და ახლა მე მჭირდება გვერდში დგომა, მაგრამ არ სცალია... არაუშავს, სხვა წამოვა ჩემთან ერთად...

 არაუშავს ყველაფერს გადავიტან.... მერე რა რომ 2 დღეა ნერვებს მიშლიან... ეს ალბათ მე მეშლება ნერვები იმიტომ, რომ მწყინს ყველაფერი...მწყინს, როდესაც ჩემს დაქალს უაზრობაზე ვეჩხუბები ის კი თურმე ხუმრობს... მწყინს რომ ამ ბოლო დროს რატომღაც სულ მაბრაზებს მისი საქციელები... მწყინს და განვიცდი, როცა ის ამ დროს მშვიდად უყურებს ყველაფერს... მწყინს... შენ კი ჩემზე  უაზრო რაღაცები გწყინს... არ ვიცი რა მჭირს, რატომ ვბრაზდები ასე ძალიან, როცა სხვამ უბრალოდ არც კი იფიქროს ამაზე, მაგრამ მე ხომ სხვა არ ვარ...
 არაუშავს გაივლის ეს ღამეც და გათენდება ხვალინდელი დღეც, რომელსაც ასე ველოდები...
  მაგრამ მაინც ვზივარ ცხელი ყავით ხელში და ყველაფერი კარგადაა...
I'll be okay, but not today... 

2 comments:

  1. ნეტა იცოდე როგორ კარგად მესმის შენი!!
    შარშან მთელი წელი მე და თევზიკას ყველა დაქალი ვავდებდა და შეყვარებულეივით მარტო დავდიოდით კინოში და კაფეში :)
    მართლა თამამად შემიძლია ვთქვა, რომ რა პირობასაც ვდებ ვასრულებ!
    იმიტო რო სხვისას ვერ ვიტან ეგეთ საქციელს!!!

    ReplyDelete
  2. ვაიმე მართლა? აფსუს შარშან კარგად არ გიცნობდი.. მეც ეგრე ვარ, მეზიზღება გასნაკუთრებით ბოლო დღეს ან წუთას რო გეუბნებიან და მანამდე მოდიან.. შე კაი ადამიანო თუ წამოსვლა არ გინდა რაღას მეუბნები რო მოდიხარ.. აი ვერ ვიტან რა...

    ReplyDelete