ეს 2 დღეა მოკლედ ბედნიერი ვარ კი არა დავფრინავ...
როგორც ჩემი დაქალი იტყვის, რა ცოტა რაღაცები გვაბედნიერებს ხოლმე...
ჩემს შემთხვევაში კიდევ ვიტყოდი რომ ვიბედნიერო თუ ვიუბედურო არ ვიცი... ერთი ბიჭი ”შემომეწონა”, რომელსაც არ ვიცნობ... რა კარგია რომ ამას ვერ ნახავს ვერასდროს, ან კი როგორ ნახავს არც კი იცის როგორ ვარ :)))
აი არ ვიცი რა ვქნა, ახლა ვზივრ და ვფიქრობ რა, როგორ, რანაირად? მაგრამ ვერაფერიც ვერ მომიფქრებია...
სიგიჟემდე ცოტა მაკლია :)))
მაგრამ არ იფიქროთ რომ მოწყენილი ვარ, ცხოვრება დამთავრდა და ა.შ. პირიქით, სულ პოზიტიურად ვფიქრობ...
კიდევ ქეთა და ილია იყვნენ დღეს ჩემთან, ცივი ყავა დავლიეთ, ნაყინები ვჭამეთ.. მოკლედ ძალიან მენატრებოდა ქეთა და ვიჭორავეთ ბევრი....
აღარ მომდის თავში არაფერი, ჩემი გონება მის მეტზე ვერაფერზე ფიქრობს... რაღაცნაირად ვარ, შევიცვალე მგონი...
მოკლედ, თუ არაფერი არ შეიცვლება მალე, შეიძლება ასათიანზეც მიხილოთ.. დროებით :))))

ლააან რა გითხრა აბა რა?!
ReplyDeleteარ ვიცი, ყავა მერე რა რომ უშაქრო გამომივიდა,
სამაგიეროდ გნახე!
ჯერჯერობით იფიქრე, მერე იქნებ ვქნათ რაიმე ;))
ჯერ–ჯერობით 3 კვირა მაქვს რეზერვში... მერე 1 გამოცდა, სადაც აუცილებლად დაგვემთხვევა :დ და მაინც თუ ვერაფერი ვქენი ჩემი ფეხით წავალ ასათიანზე :)) ხო მინახულებთ ხოლმე :))
ReplyDelete