Saturday, September 24, 2011

For me...

დიდი ხანი გავიდა რაც არ დამიპოსტავს, თუმცა რა მნიშვნელობა აქვს მაინც არავინ წაიკითხავს... მაგრამ მაინც დავწერ ჩემთვის...

ერთი სული მაქვს სწავლა როდის დაიწყება, სახლში ასე უაზროდ ჯდომა მომბეზრდა, ყოველი დღე ერთმანეთის მსგავსია და თან არც მინდა დაიწყოს... მერე იმაზე ვიწუწუნებ რამდენი მაქვს სასწავლითქო, თანაც ბოლო კურსზე ვარ, ყველაფერს შევეჩვიე და ვიცი რომ ძალიან მომენატრება ყველაფერი, მიუხედავად იმისა, რომ თავიდან დეპრესია მქონდა და ვერ ვიტანდი იქ მისვლას... არადა ის დრო რომ მახსენდება, ყველაფერმა რა უცბად ჩაიარა... 20 წლის ვარ ახლა და ასე მგონია ისევ პატარა ვარ, თუმცა რატომ მგონია, ვგავარ კიდევაც და ზოგჯერ მართლა ბავშვივით ვიქცევი...
ისე გავიდა ეს წლები ვერც გავიაზრე.... თითქოს არც არაფერი ხდება, მაგრამ უკან რომ გაიხედავ იმდენი რამე შეცვლილა თურმე და როგორ გავიზარდე! მაშინებს ეს სიტყვა... იცი, 16 წლის მერე აღარ მინდა გაზრდა...
ზოგჯერ რაღაცნაირი მგონია ჩემი თავი, ყველასთან ვერ შევდივარ კონტაქტში, შეიძლება ერთხელ შევხვდე ადამაინს, ნორმალურად არ ვიცნობდე და ვქთქვა რომ არ მომწონს, თუმცა სინამდვილეში ვიცი როგორებიც არ მომწონს, მგონი უფრო არ მომწონს კი არა, აი როგორ ვთქვა... მოკლედ მგონი მეც დავიბენი.... თუმცა ბედის ირონიაა ის რომ სწორედ ისეთი ადამიანი შემიყვარდა რომელზეც ვამბობდი, რომ ასეთ ადამიანს არასდროს გავეკარებითქო, დღემდე ამ აზრზე ვარ :)(საბედნიეროდ აღარ მიყვარს!) როცა არ არის შინაგანად ”შენი” არ არის და მორჩა.. ხო აი ასეთ ადამიანებს ვერ ვეწყობი... მაგრამ ძალიან ხშირად ამომიცვნია ადამიანი.. ანუ არ მომწონებია, ვაკვირდებოდი, გარედან კარგი ჩანდა, მაგრამ მერე რომ გამოაჩინა თავისი სახე, აი ხომ ვთქვი-თქო გულში გავიფიქრე....
მე უფრო ბევრს ვფიქრობ ვიდრე ვლაპარაკობ, იმიტომ რომ ფიქრი უფრო მეხერხება ვიდრე ლაპარაკი...
ვწუწუნებდი მუზა არ მომდისთქო და ახლა იმდენი დავწერე.. თუმცა ესეც ჩემთვის...
უბრალოდ დღეს ისეთი რამე შემემთხვა ვიცინო თუ გავბრაზდე არ ვიცი.. არ მესმის ამ ყალბი მეგობრობის, არ მესმის იმ ბიჭების აი სიყვარულს რომ აგიხსნიან, შენგან უარს მიიღებენ და მერე გეუბნებიან გაგეხუმრეო... ამის მერე ყველას უარი უნდა ვუთხრა და ასეთი დებილები დავაფრთხო... არადა მართლა გამეცინა.. კარგად იყავიმეთქი და არა შენ იყავი კარგადო.. ვიცი რამდენიმე კვირის მერე ისევ შემეხმიანება, ისევ სიყვარულს ამხისნის და ისევ იგივე განმეორდება... ფუ რა დებილობაა.. მეცინება....
ხვალ ვიცი რომ კარგი დღე იქნება.. აუცილებლად იქნება!

4 comments:

  1. ერთ–ერთი ჭკვიანი გოგო ხარ ვისაც ვიცნობ( თუნდაც ვირტუალურად) + ლამაზი. რა მიკვირს იცი? შესაბამისად ძლიერიც უნდა იყო და რატო აძლევ სხვას შენს გრძნობებზე თამაშის უფლებას?

    ReplyDelete
  2. არავისაც არ ვაძლევ.. წინაზე დავამთავრე ყველაფერი და დრეს ისევ მომწერა, რა მექნა... მართლა რამე გრძნობა რო მქონოდა კიდევ მივცემდი შანსს...

    ReplyDelete
  3. ლაან და ვინ იყო ეგ ბიჭი?
    მე არვიციი?;;)

    ReplyDelete
  4. არა, აქამდე მეგობარი იყო.. ბოლოს2 წლის წინ მნახა მგონი და თურმე ვუყვარვარ : )))) მოგიყვები მერე :)))

    ReplyDelete