Wednesday, September 7, 2011

10 რამ ჩემს შესახებ ანუ რა მიყვარს მე

1. ძალიან მიყვარს სეირნობა, ამინდს მნიშვნელობა არ აქვს, არც იმას მარტო ვარ თუ მეგობრებთან ერთად, ყველაზე მეტად ეს მამშვიდებს, ფიქრში მეხმარება, ამიტომაც დავდივარ ძალიან ბევრს.
2. ვგიჟდები როდესაც წვიმს, ლოგინში ვწევარ და წვიმის ხმაზე მეძინება. ამ დროს მინდა ვიყო სადმე ხის სახლში, ბუნებაში მეგობრებთან ერთად, ბუხარი რომ გიზგიზებს და გარეთ რომ ძალიან ცივა.
3. ძალიან ვერთობი კარაოკეთი, მართალია არც ხმა მაქვს და არც სმენა, მაგრამ როდესაც მეგობრებთან ერთად ხარ ამას არსებითი მნიშვნელობა არც აქვს.
4. შოკოლადი–ჩემი სუსტი წერტილი. ტკბილეულობაზე ჩაციკლული არ ვარ, მაგრამ ესაა ნივთიერება რომლის სესასუსნად მზად ვარ ყოველთვის, იგივე შემიძლია ვთქვა ცხელ შოკოლადზეც.
5. ყავა–ალბათ ამის დალევა რომ ამიკრძალონ მოვკვდები, მგონი ჩემს ვენებში სისხლის მაგივრად ყავა ჩქეფს იმდენს ვსვამ დღეში.
6. მიყვარს სიცილი, სულ ვცდილობ გაღიმებულმა ვიარო (მაგრამ როცა დაღლილი ვარ არ გამომდის), რატომღაც საქართველოში სახე ყველას ჩამოსტირის ან ისეთი სახით დადიან შეგეშინდება. გაუღიმეთ ერთმანეთს!
7.  ვცდილობ დავეხმარო მეგობრებს როცა შემიძლია და თუ მათ პრობლემას გადავჭრი და ამით ცოტას მაინც დავეხმარები, საოცარი გრძნობა მეუფლება ხოლმე.
8. ბავშვობა მენატრეა ხანდახან. ძალიან ცელქი და მოუსვენარი ვიყავი, წარმოიდგინეთ, ერთხელ თოვლის მოსვლა ისე გამეხარდა, რომ გარეთ მაიკით და ტრუსიკით გავვარდი და ვცეკვავდი.
9. ძალიან მიყვარს მეგობრებთან გართობა, დალევა და მხიარულება. :)))
10. ისეთი წიგნები მიყვარს, რომ კითხულობ და არ გინდა დამთავრდეს, ან შენზე ისეთ შთაბეჭდილებას ახდენს რომ მუდამ გახსოვს და მას ემოციის გარეშე ვერ იხსენებ.

4 comments:

  1. ლაან მეშვიდე პუნქტზე გეტყვი რომ ნამდვილად გამოგდის :):*
    დანარჩენი ვიცოდი ასეა თუ ისე))
    მოდი ვაგიაროთ რო კარაოკეში მე მოგნათლეე )) :*

    ReplyDelete
  2. ჰაჰაჰა ხო ეგ მართალია : ))))) შენ მაზიარე კარაოკეს :*

    ReplyDelete
  3. ლანკა.. <33
    ძალიან კარგი გოგო ხარ.. :*

    ReplyDelete
  4. მადლობა მაცო, შეეენც :*:*:*

    ReplyDelete